ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ვეტერანი ფეხბურთელი ბადრი კვარაცხელია, გადაცემა "სარბიელის პოდკასტს" ესტუმრა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"პატარაობიდანვე, ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. დილით 6 საათზე დგებოდა და თბილისის "დინამოს" ბაზაზე მიდიოდა, ვარჯიშობდა, შემდეგ სახლში ბრუნდებოდა და სკოლაში მიდიოდა. ასე ხდებოდა ზამთრის პერიოდშიც, გაცილებაზე უარს გვეუბნებოდა, რომ არ შევეწუხებინეთ. გაკვეთილებსაც კარგად ამზადებდა.

"ნაპოლიში" ყველა თანაგუნდელთან მეგობრობს, განსაკუთრებით, ვიქტორ ოსიმენთან, ჯოვანი დი ლორენცოსთან, მარიო რუისთან, ფრანკ ზამბო ანგისასთან. შეკრული გუნდია, სადაც დაჯგუფებები არ არსებობს.

ხვიჩა სახლიდან 8 საათზე გადის, 11-ზე ვარჯიში ეწყება, შუადღეს სახლში ბრუნდება და ისვენებს. მისი ერთადერთი გასართობი საღამოს კალათბურთის თამაშია. ახლახან კალათბურთის ფარი იყიდა, მაგრამ სხვაგან გადატანა მოუწევს, რადგან ამ სახლიდან გადავდივართ, ვუთხარი, მაგ სახლში არც დაბრუნდე-მეთქი (რამდენიმე დღის წინ მომხდარი უსიამოვნო ინციდენტის გამო, მოგეხსენებათ, "კვარას" სახლი გაქურდეს), ახლა სასტუმროშია. ხვიჩას სახლიდან სხვაგან გასვლა თითქმის შეუძლებელია. ერთხელ ნეაპოლში ტელევიზორის საყიდლად წავედით. ქუდი დაიფარა, სათვალეები მოირგო, პირბადე გაიკეთა, მაინც იცნეს, ტელევიზორი თავად ვერ აარჩია, რადგან იქამდე ვერ მივიდა.

დამერწმუნეთ, საქართველოს ჩემპიონატს უამრავი მენეჯერი და საფეხბურთო აგენტი ადევნებს თვალყურს, გამომდინარე გიორგი მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის, ირაკლი აზაროვის, ოთარ კიტეიშვილის წარმატებიდან. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, დიდი ხანია ვოცნებობ, რომ შეტევის ხაზში ხუთმა ფეხბურთელმა ერთად ითამაშოს, ესენი არიან: ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება" - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

კახა ქ.
მილიონი მაგალითია ბოლომდე მოურჩენელმა ტრავმამ,რა სავალალო შედეგამდე მიიყვანა ესა თუ ის სპორტსმენი.მივესალმები ნაპოლის გადაწყვეტილებას,შედეგის გულისთვის რომ არ რისკავენ ფეხბურთელის ჯანმრთელობით
სოსო
შენ პირს შაქარი,ბადრი!ჯერ კარგი შვილის გაზრდისათვის და შემდეგ,მაგ შემტევი ხუთეულისათვის.ეგ ხუთეული,ყველა ფორმაში მოგვცა და ნებისმიერ ნაკრებს შევუქმნით, პრობლემენს
ვანო
გეთანხმებით, გულშემატკივრობა არ ნიშნავს არა დელიკატურ მდგომარეობაში თავის და სხვის ჩაგდებას, მეც ასე ვფიქრობ. პორტუგალიაში ვცხოვრობდი დიდი ხანი. ერთხელ ერთ რესტორანში მივედი, მანქანა გავაჩერე სადგომზე და ვხედავ ქრისტიანო და მისი აგენტი მენდეში სხდებიან მანქანაში, ჩემს გვერდით, ერთ მეტრში ვხედავ რონალდოს, მივესალმე, არც მომფიქრებია ან ატოგრაფი მეთხოვა ან სურათის გადაღება. ისე ცოტა გაკვირვებულმა კი შემომხედა და მომესალმა…
roni
ოქრიაშვილი თუ ითამაშებს ბურთს არავის მისცემს და ეგ რა თამაში გამოვა
ბადრი
სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ. მოიშუშოს ტრამვა ბოლომდე ნორმალურად, თორემ მანდ ესე იციან ერთ წამს არ გააცდენინებენ ოღონდ ბოლომდე გამოწურონ და მერე ისევ უმიზეზდებათ სპორტსმენებს მოუშუშებელი ტრამვები. ერთი თამაშით არ წყდება ხვიჩას ბედი.
Michael
არასდროს არცერთ ცნობილ ადამიანთან არ მივეჭრები ეგრე ძალით ან ფოტოს გადასაღებად ან ავტოგრაფისთვის. არ მესმოდა ამ ხალხის არასდროს. ჯერ ერთი თუ ვინმე გიყვარს და გულშემატკივრობ მივარდნების და მანქანაზე შემოხვევების გარეშე ვერ უგულეშამტმივრებ? მერე მეორე იმასაც დისკომფორტა უქმნი და საკუთარ თავსაც იმცირებ. სრული მარაზმი. რაც თავი მახსოვს სულ ვიღაცეებს ვაღმერთებ ხელოვნებაში და სპორტში როკ ვარსკვლავებს ძირითადად და ფეხბურთელებს, მარა შემოქმედებას ვაღმერთებ და მისი მიჯღაპინილი ავტოგრაფისთვის ვერც თავს გავწირავ და ვერც იმ ადამიანს :)))
gogi
სამწუხაროდ კვარა ხვალ არ ითამაშებს - კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი (არეანაპოლი)
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა
"რატომ ავირჩიეთ "ნაპოლი"? - ბადრი კვარაცხელიამ დეტალები გაიხსენა
"ხვიჩა "ნაპოლის" დატოვებაზე არ ფიქრობს, აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც თბილისში; რაც შეეხება გარსიას..." - ბადრი კვარაცხელიას ინტერვიუ
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?
გამოსასყიდის გარეშე? - ცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს დე ლაურენტისი კვარაცხელიას
ხვიჩას მამა და აგენტი დე ლაურენტისს შეხვდნენ - "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან