ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, თერაპიული კურსი ჩაიტარა, სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა და მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "უდინეზესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქართველი ვერ ითამაშებს და თან ნაწილობრივ აღიარა, რომ ის სხვებთან შედარებით სულ სხვა კლასის ფეხბრთელია:

"ისევე უნდა გავისარჯოთ, როგორც ყოველთვის. მეტოქისთვის სირთულეების შექმნა გვმართებს. ჩვენ მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაში გვიყვარს. ხვალ რთული შეხვედრა გველის, "უდინეზე" ბურთის ართმევისას ბევრ პრობლემას ქმნის.

ვცდილობდით კვარაცხელია მწყობრში ჩაგვეყენებინა, მაგრამ როგორც კი საჭირო სიჩქარესა და კუნთების წნეხს აღწევს, თავს ცუდად გრძნობს. ვწუხვართ, მაგრამ გასულმა ორმა მატჩმა დაადასტურა, რომ გუნდი ვართ. გვინდა, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდეს, თუმცა სხვებსაც ვენდობით, რომლებსაც შესაძლოა, ის დონე არ გააჩნიათ, ვინაიდან "კვარას" ყველა მსოფლიო ფეხბურთის ახალ ვარსკვლავად მიიჩნევს... ისე, სხვებსაც შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც საჭიროა".

ეს "ნაპოლისთვის" წელს ბოლო ოფიციალური მატჩი იქნება, რის შემდეგაც გუნდი იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სპარინგებს გამართავს, მერე იტალიაში დაბრუნდება და ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს - ერთს "დიეგო მარადონაზე, ხოლო 4 იანვარს, სერია A-ს მე-16 ტურში მილანში "ინტერს" დაუპირისპირდება.

კახა
კვარას ნემსების წამლებით გაუვსეს სხეული კრეტინმა მედიცინის კაბინეტების პლანქტონებმა... ხერხემლის კუნთების სპაზმა ვერაგია.... ის ორ კვირაში თავისით გადის, მხოლოდ სხეულის მოძრაობას ზღუდავს.... ნემსები მხოლოდ მოძრაობის უფლებას აძლევს სხეულს... როგორც კი დიდი დატვირთვის დროს კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი შედის ტკივილები ისევ ეწყება... მოკლედ ე.წ. ექიმებმა ორკვირიანი კრეტინიზმის სპექტაკლი დადგეს მასმედიის საშუალებით....
კეთილი რჩევა გრძელი კომენტარების ავტორებს
გრძელი სიტყვა რომ მოკლედ უნდა თქვა დიდი შოთა გვირჩევს და რა გჭირთ მოთხრობასავით კომენტარების წერა რომ გიყვართ გგონიათ ვინმე წაიკითხავს?
Goga
Is rom zaan tavshi auvarda napoli ase ro tamashobs imas ver xvdeba ro khvicha briliantia pirveli tviton unda egiarebina gana msoflio miichnevs unda etkva. Es chemi azria.
oceola
ნაკრებისთვის გვიხარია ეს კაცი და ქართველობისთვის. აბა ნაპოლი როგორღაც მომავალშიც არ დაიკარგება. ჩვენ გვიხარია ქართველი რომელიც საქართველოს ემსახურება და არა ქართველი, რომელსაც სპორტი მხოლოდ თამაში ჰგონია
ვოოტ
რას ჰქვია, ნაკრებში ნუ ითამაშებს?!... აბა, ვისთვის ტარდება ეს ამხანაგურები?!... თქვენ არ აიკელით აქაურობა, რატომ ვერ გამოძებნეს აქამდე ერთი წესიერი სპარინგ პარტნიორიო?!... რომელ თავ-ფეხის დაზოგვაზე ლაყბობთ, თავი რომ დაეზოგა გუშინ თორნიკე შენგელიას, ისლანდიის მომგები იყვნენ ჩვენი პენსიონერები?!... რას ნიშნავს ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმისგან დაზღვევა, მაგ პრინციპით, ვარჯიშზეც შეიძლება ტრავმის მიღება და აღარც ივარჯიშოს?!... ან რატომ გგონიათ, რომ მაროკოელები სამკვდრო-სასიციცხლო ბრძოლას გაგვიმართავენ და კამიკაძეებივით გამოვლენ ამ ამხანაგურ შეხვედრაზე?!... როგორმე, ჩვენზე მეტი ამბიცია გააჩნიათ და ჩვენზე მეტი სურვილიც, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ტრავმების გარეშე მივიდნენ.,.ნაკრებში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უპირველესი პრიორიტეტია მსოფლიოში და მათი უმრავლესობა ნაკლებ ანაზღაურებად კლუბში თამაშსაც კი თანხმდება იმისთვის, რომ სათამაშო პრაქტიკა და ნაკრებში ადგილი არ დაკარგოს... ნაკრების თუნდაც ამხანაგური მატჩი მხოლოდ თამაში და ტაქტიკური სიახლეების დანერგვა არასდროსაა... ეს არის ურთიერთობა, კონტაქტები, საერთო ატმოსფერო და საერთო სიყვარული იმ ქვეყნისა, რომლის მაისურითაც მისი ღირსების დაცვის პატივი გხვდა წილად და ხვიჩას დარი ფეხბურთელის მცირე დროით თამაში ან თუნდაც სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც კი მნიშვნელოვანია ნაკრებისთვისაც და ქვეყნისთვისაც... ეს ყველაფერი ხვიჩამ, როგორმე, თქვენზე უკეთ იცის, რადგან ჯერ ქართველია და მხოლოდ შემდეგ ფეხბურთელი... ასე, რომ ამაში მაინც ნუ მისცემთ იდიოტურ რჩევა-დარიგებებს და გაიხსენეთ ის დიდი ფეხბურთელები, რომლებმაც უდიდეს ცდუნებს გაუძლეს, მაგრამ მოქალაქეობა არ შეუცვლიათ, თუმცა იცოდნენ, რომ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში არათუ ტიტულებს ვერასდროს მოიპოვებდნენ, დიდ საფეხბურთო ფორუმებზე მონაწილეობაც კი სანატრელი ექნებოდათ... თუ ქვეყანას და მის ნაკრებს არ გამოადგა, იქ ნაპოლის ოხერი დედაც ვატირე და ზედ იმ რეალისაც, წარამარა რომ გელანდებათ...
სოსო
ისეთი შვეჭდილება მრჩება აქ უნდათ ზოგს სპალეტიმ კვარას უთხრას ძაან მაგარი ხარ ვარჯიშიც არ გინდა პირდაპირ თამაშზე მოდიო
ბუჯანგა
ვიყოთ რეალისტები ..ერთია ჩვენი როგორც გულშემტკივარის მოსაზრება და მეორე მწვრთნელის გადაწყვეტილება...სპალეტი საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია..კარგი ტაქტიკოსი..მშვენივრად იცის იტალიური ფეხბურთი და ევროპულ დონეზეც საკმაოდ კარაგდ მოამზადა გუნდი..რაზეც შედეგები მეტყველებს..ყველაზე გადამწყვეტ ფაზები სერიაში იანვრიდან დაიწყება..მან მშენივარდ იცის როგორ გადააწყოს გუნდი მეტოქეების შესაბამისად..როგორ გადანაწულოს ენერგია მძიმე სეზონზე...ასევე შესანიაშნავად ესმის კვარას გადამწყვეტი როლი და თანაც მისი ფიზიკური შესაძლებლოებებიც..არ უნდა დგავაიწყდეს რომ ხვიჩა 21 წლისაა..მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ვითარდება,,ამ ეტაპზე მისი სიფრთხილე ძირითადათ ექიმების გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული..და ნაჩქარევ ნაბიჯს არასოდეს გადადგამს..რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი თამაში, კვარას როლი ამ გუნდისთვის ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი..წინ უფრო გადამწყვეტი და სერიოზული თამაშებია..სადაც მისი საჭიროება და ჯანმრთელად ყოფნა გაცილებით მნიშვნელოვანია..მთვარია სრულად მოირჩინოს ეს ტრამვა ისე რომ მომავალშიც არ შეუქმნას ისევ პრობლემები..იმედია იანვრისთვის ინტერთან და იუვესთან ფორმაში იქნება..და ყველაზე რთულ მატჩებში გაგვახარებს მისი კარგი თამაშით,,
გია
რა უნდათ სპალეტისგან ყველაფერს აკეთებს ხვიჩასთვის და ნაპოლისთვის.
zaza
რადროს გაყიდვაა, ნახევარი სეზონის შედეგებით ფეხბურთელებს არც ყიდიან და არც ყიდულობენ.
დავით 67
რატომ როგორც იქნა? აქამდე არ აღიარებდა?
X
რუსები კი არ არიან . ეგეთი რამეებს რუსები აკეთებენ მაგათ აქვთ სისხლში
Charley
2 კვირაა ძალიან დააკლდა თვალს კვარას ელეგანტურობა სერია ასაც და ჩვენ ქართველებს უკვე მოგვანატრა თავი ჩვენმა ბიჭმა. როგორც ჩანს ლივერპულთან ტრავმის მერე ამ ჩვენმა ჟილკიანმა ბალღმა კიდე 1 საათი ითამაშა, გახურებულზე კი რთულია რო შეამჩნიო მარა ხვიჩას ხასიათი რომ ვიცი იგრძნობდა ტკივილს მარა არ თქვა ეტყობა, მოდი და ენფილდზე ზამენა მოითხოვე, როგორია! ხოდა მაგანაც უფრო გაურთულა სავარაუდოდ. ისე ძალიან ვერაგი ტრამვაა წელი ფეხბურთში კარგად თუ არ უმკურნალეს შეიძლება კარიერის მანძილზე რამოდენიმეჯერ კიდევ შეახსენოს თავი და ... იმედია იტალიაში ყავთ ამ ტრამვის პროფ: ექიმები და ჩააყენებენ კვარას ფორმაში დამატებით კიდევ ორ კვირაში შესვენებაც უკვე მოვიდა. და იმედია ამდენხნიანი პაუზის მიზეზი მართლაც რო ტრამვაა და არა სხვა რაიმე. ამის წარმოდგენა კი არავის გვინდა ეს სხვა რამე იყოს.
mirosan
მე მგონია რომ სპეციალურად არ ათამაშებენ არა ჯანმრთელობის გამო, არამედ იმიტომ რომ ზამთრის ფანჯარას პიკზე არ შეხვედროდა და გაყიდვის პრეცენდენტი გამოერიცხათ.
Herbst
ჩვენი არიყოს იტალიელებსაც მაგრად ჰყვარებიათ შეთქმულების თეორიები. თარგმანს ვაჭერ სულ იტალიურ კომენტარებზე და მაინტერესებს რას წერენ. თითქმის ყველა იძახის, ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს კვარას იმ ქურდობის მერეო, ან რაღაც ინციდენტი მოხდა იმ დროს და არ ახმაურებენო. აბსურდს ჰგავს ერთი შეხედვით მარა, ძალიან მოედო ეგ ვერსია გულშემატკივარს. მითუმეტეს მამამისმა რომ თქვა, მადლობა ღმერთს შვილი გადამირჩაო,მაგაზე სულ გაგიჟდნენ. ჰგონიათ რაღაც სერიოზული მოხდა
Thomas
ყველა თამაშისას ვფიქრობდი, ტრავმა არ მიეღო, ძაან მეშინოდა მისი ტრავმის. ყველაზე უხეშად აიაქსთან ეთამაშეს, ფეხი კინაღამ მოტეხეს, მანდ რომ გადარჩა, ვიფიქრე აწი აღარაფერი მოუვათქო. ვერც კი წარმოვიდგენდი ლივერპულთან ასე თუ დაშავდებოდა. მაგრამ რასვიზამთ, ახლა პანიკაში ყოფნა არაა საჭირო. საერთოდ არ მოუწევს პაუზა კვარას. მსოფლიო რომ დაიწყება, ნაპოლი თურქეთში გაივლის შეკრებებს და იქაც იქნება ამხანაგური თამაშებიმ იანვარიც მალე მოვა, რაღა დარჩა. უნდა დაისვენოს და მაროკოსთანაც არუნდა ითამაშოს. სამი თამაშის გამოტოვება არაა ტრავედია.
კახა ქ.
ვეთანხმები აქ ზოგიერთების გამოთქმულ აზრს.არა აუცილებელი ამ ეტაპზე ნაკრებში თამაში(ყოფნა კი).უნდა შეეძლოს ნაკრებს მის გარეშე თამაში,რა იცი რა ხდება.წარმატებები.
ლაშა
შეიძლება მოხდეს ისე, რომ ოდესღაც კვარა რეალში გადავიდეს, ანჩელოტი კი სპალეტიმ ჩაანაცვლოს! ეს იქნება მაგარი პარადოქსი...
ლევან მაღლაკელიძე
აი ესაა დიდი გუნდი და დიდი ამბიციები. არ უღირთ გარისკვა, რადგან კვარა დიდი ფეხბურთელია და დიდი ფულიც ღირს. ჰყავთ შემცვლელებიც და ეს პირველ რიგში კვარასტვისაა კარგი, რადგან დროულად მოუწია დასვენება და სეზონი ისე ჩაამთავრა რომ სერიოზულად არ დაშავებულა. ეხლა ანტალიაში დაისვენებს და იანვარში სრულ მზადყოფნაში დაბრუნდება. მე მას ნაკრებშიც არ ვათამაშებდი. სხვები ჰყავს გამოძახებული და იმატ ათამაშებს. ალბათ ასეც იზამენ და სწორიცაა, რადგან უნდა ვიცოდეთ, ხვიჩას არყოფნისას ვის უნდა ვენდოთ. სპალეტიმაც ეგ თქვა, ხვიჩასნაირები არ გვყავსო, მარა მაინც შეგვიძლიაო მოგება. აი ესაა დიდი გუნდი, როცა როტაცია შეგიძლია, ანუ გრძელი სკამი გყავს. აი მაგ დროს სჩანს ხოლმე მწვრთნელის დონეც. წარმატებები ხვიჩას
სოსო
რას ჰქვია,როგორც იქნა აღიარა მისი კლასიო?!კარგ მთქმელს,კარგი გამგონიც უნდა.ის ამბობდა,რომ ნაპოლი,ერთი მთლიანი მექანიზმია და არ შეიძლება,მხოლოდ ერთი კაცის დამსახურებად ჩავთვალოთ,მთელი გუნდის გარჯა,ეს დანარჩენების შრომის უპატივცემულობააო.ცდილობდა და ცდილობს,ახლადგამოჩეკილი ვარსკვლავი,დანარჩენ გუნდთან არ დაეპირისპირებინა,ისინი ხომ საფეხბურთო სამყაროში დაფასებული პიროვნებები არიან და მათ გარჯაზე ხაზის გადასმა,სრულიად ბუნებრივ დაძაბულობას გამოიწვევდა.სამწუხაროდ,ამას ბევრი დღესაც ვერ ხვდება და ჰგონია,სხვების დამცირებით,ხვიჩას ეხმარება.არადა ფაქტობრივად,ეს გუნდის დანგრევისაკენ მიმართული ძალისხმევაა,რაც ხვიჩასთვისაც და ნაპოლისთვისაც ზარალის მომტანია.რაც მალე გავიგებთ ამას,მით უკეთესი იქნება ყველასათვის.
guga
მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ხვიჩას. კონკრეტულად რა ტრამვა არის ესთი, არავინ არ ამბობს
ქართველი
ჯანმრთელობა ხვიჩას და წარმატებები
გულშემატკივარი
მალე სრულიად გამოჯანმრთელება ჩვენს ვარსკვლავს და ეს ყოფილიყოს ბოლო ტრამვა! წინსვლა და წარმატებები!!! უფალი ფარავდეს!!!
გიო9
წარმატებები ნაპოლის და მალე გამოჯამრთელება კვარას ის პირველივე შეხვედრაში დაამტკიცებს თავის ფენომენალურ ნიჭს .
ლაშა
ეჰ, წარმატებები ნაპოლის, მაგრამ კვარა მაროკოსთან შეცვლაზე თუ არ შევიდა, ის ჩაკვეტაძემ დრიბლინგებით უნდა ჩაანაცვლოს!...
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
პოლიტანომ "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
"რატომ ვეღარ თამაშობს "კვარა" ისე, როგორც "ნაპოლის" საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია" - სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"თქვენ ჩემი მეგობრები კი არა, ძმები ხართ" - როგორ მიმართა ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფეხბურთელებს დამშვიდობებისას
ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"ნაპოლიმ" ისევ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია