"ნაპოლიმ", რომელსაც ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ვერ დაეხმარა, სერია A-ს მე-15 ტურში "უდინეზეს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და გუნდებმა საგოლე მომენტები გაცვალეს. მატჩის მე-15 წუთზე მარცხენა ფრთიდან ელიფ ელმასის ჩაწოდებული ბურთი თავით ვიქტორ ოსიმენმა კარში გადაგზავნა და "პარტენოპეი" დაწინაურდა. გატანილი გოლის შემდეგ, "ნაპოლი" კიდევ უფრო გააქტიურდა, 31-ე წუთზე პიოტრ ზელინსკიმ ულამაზესი დარტყმით მარკო სილვესტრის კარი აიღო და მეტოქესთან უპირატესობა ორამდე გაზარდა. პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში სპალეტის გუნდმა შეტევები განაგრძო, 55-ე წუთზე ელიფ ელმასმა ჩინებურად იმოქმედა, მცველი ეფექტურად ჩამოიშორა და მომენტი თავადვე დაასრულა, ჩრდილოეთ მაკედონიელმა საგოლე პასს გატანილი გოლიც დაუმატა. ამის შემდეგ "ნაპოლიმ" ინიციატივა დათმო, რის გამოც დაისაჯა და 79-ე წუთზე ილია ნესტოროვსკიმ სეზონში პირველი გოლი გაიტანა. "უდინეზეს" გოლიდან 3 წუთში ლაზარ სამარჯიჩმა უძლიერესი შორეული დარტყმით სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და "პარტენოპეიმ" მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

"ნაპოლიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა, 41 ქულით გათამაშების ლიდერია და მომდევნო შეხვედრას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 4 იანვარს მილანში "ინტერთან" გამართავს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"

ნაპოლი - უდინეზე 3:2

გოლები: 1:0 ოსიმენი (15), 2:0 ზელინსკი (31), 3:0 ელმასი (55), 3:1 ნესტოროვსკი (79), 3:2 სამარჯიჩი (82)

ალექსანდრე
ელმას! ხვიჩას ნუ ედრები, ნუ იქნები სულელიო, ვითომ კარგი ბიჭი ჩანხარ, თუმც მის ტრავმას სულ ელიო! ჩვენი ხვიჩა კვარადონა, ნაპოლისთვის სულ ერთია! პასს აკეთებს, გოლი გააქვს, თავით, ფეხით, სულერთია. ნაპოლის ჰყავს შეტევაში ყოვლისშემძლე ოსიმენი, "მიმიქარავს" მასთან ყველა, სპაიდერ-, აირონმენი! გოლს გაიტანს, ნიღაბს იხსნის, წაგებისგან მუდამ იხსნის!
მიხო
11მოგება კი არა მე 13მოგება იყო , ერთ მხრივ კარგია ელმასის კარგი თამაში ხვიჩას მეტი მოტივაცია ექნება უფრო მეტი განვითარებისთვის ფიზიკურის ჩათვლით
სოსო
გიგა წარმოიდგინე ნეაპოლელი ხარ ამდენი ხანი სკუდეტო არ მოუგიათ ამ მიზნამდე გზაში ელმაზი კვარა თუ მერეტი მოაგებინებს თამაშს ყველაზე გახარებული იქნებოდი , კი უხაროდათ ნამდვილად ეტყობოდა სოც ქსელს გაიტანა საგოლე პასი ქონდა მაგრად ითამაშა , მაგრამ კვარა რა მაგარია ასეთი ფეხბურთელი უშანსოდ რომ ზის სკამზე
Anjelo
რაც შეეხება ელმასი vs კვარას დატოლებას. ხვიჩა და ოსიმენი არიან გეიმ ჩეინჯერები, ანუ ბუნებრივი იშვიათი უნარები აქვთ რითაც არაფრისგან შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა. ელმასი არის უბრალოდ კარგი ფეხბურთელი მარა კონკურენციაში ახლოს ვერ შევა ხვიჩასთან რამდენი გოლიც არ უნდა გაიტანოს. კვარა მარტო 8 გოლი 7 ასისტის გამო კი არ შეიყვარა საფეხბურთო სამყარომ არამედ მისი საფეხბურთო ესთეტიკისა და ინტელექტის გამო პლიუს შედეგი რეზულტატი ელმას არ აქვს თამაშზე იმის ნახევარი გავლენაც კი რაც ხვიჩას თამაშს აქვს მთელ გუნდზე. კვარას ძირითადის ადგილს საფრხე ვერანაირად ვერ შეექმნება, არ ინერვიულოთ თქვენ მაგაზე. ხვიჩამ შეიძლება დიდებული თამაში დადოს, მაგრამ გოლი თუ ვერ გაიტანა, ან ასისტი ვერ გააკეთა, იტყვიან ვერ ითამაშაო. - ელმასმა შეიძლება საერთოდ ვერ ითამაშოს, მაგრამ საკმარისია ერთი გოლი გაიტანოს და იტყვიან, აგერ ნახეთ რა მაგარიაო. წლების განმავლობაში მესი არაამქვეყნიურ ფეხბურთს უბერავდა, კრისწიანო კიდევ მეტრიანი დისტანციიდან გაიტანდა ხოლმე გოლებს დახატული პასების შემდეგ და მიდიოდა მერე მხოლოდ გატანილი გოლებით მათი შედარება. ყოველთვის მაგიჟებდა ეს.
Charley
რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხვიჩას ვგულშემატკივრობთ და ხვიჩას გამო ნაპოლის, ნაპოლის წარმატება ხვიჩას ინდვიდუალურ წინსვლაზე იმოქმედებს აუცილებლად რაც კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოუპოვებს საფეხბურთო სამყაროში, სკუდეტოს მოგება ნიშნავს, რომ მინიმუმ ოცეულში მოხვდება ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინაციაში, ყველა ხედავს ხვიჩას როლი რამხელაა ნაპოლის წარმატებაში პლიუს სტატაც ბრწყინვალე 8 გოლი, 8 ასისტი, რამოდენიმე პენალტი გამოიმუშავა, ბევრი პრე ასისტი, ყველაზე მეტი დრიბლინგი სერია ა-ში, მოკლედ ბიჭი გეიმ ჩეინჯერია ოსიმენთან ერთად ამ ნაპოლის. ამ გაუთვალისწინებელმა ტრამვამ ცოტა გაუფუჭა სტატისტიკა, მაგრამ მთავარია ახლა გამოჯანმრთელდეს, ღმერთს მადლობა არაა ტრამვისკენ მიდრეკილი და სწორად მოიქცნენ რო არ გარისკეს, იანვრიდან უფრო დასვენებული იქნება და უფრო მაგრად ითამაშებს, აშკარად მუშაობს მინუსებზე, 3 4 თვეში ამხელა პროგრესი მეეჭვება ვინმეს ქონოდა, ელმასის კაი თამაში კიდე მგონია რომ უფრო გააძლიერებს, არ მოადუნებს, თორემ კაი ფორმაში მყოფ ხვიჩას ელმასი კი არა ალბათ, მსოფლიოში 1 2 ფეხბურთელი თუ ამოაგდებს ძირითადიდან ისიც გადაჭრით ვერ იტყვი უკვე ამას, მოკლედ ვფიქრობ წინ უფრო მაგარი ამბები გველის, მთავარია მალე გამოჯანმრთელდეს.
დავით 67
Xuta!კი დღეს ელმასი სჯობდა კვარას, რადგან ხვიჩას არ უთამაშია)
ვაჟა მასწავლებელი
თავდასხმიდან დაცვაში დასახმარებლად ჩასვლა მარტო კვარას ევალება? რაღაც დღეს ასე არ ხდებოდა!

ხვიჩას ტრავმა აქვს ,რა სასტავიდან ამოაგდეს რა სისულელეებს ლაპარაკობთ? ტრავმიანი ეთამაშებინა? გაგიჟდება კაცი:დ
რა - ღმერთი
“ქართველი ერი ახურებს” რა შუაშია? მაინცდამაინც უნდა გადასწვდე ქართველ ერს და თან ცინიკური ნაჟიმით?
giga
ნეაპოლურ სოციალურ ქსელებს გადავავლე თვალი და ძალიან არ მომეწონა რომ რაღაც "ელმასომანიასავით" დაეწყოთ
რობი
ელმასი კარგი ფეხბურთელია მაგრამ ხვიჩამდე ბევრი უკლია! დღეს ხვიჩა რომ ყოფილ იყო ის ორი ბურთიც არ გავიდოდა და კიდო მეტს გაიტანდა ნაპოლი! ეს იმიტომ რომ თამაშის მიწურულსთვის სპალეტი თავისი ფეხბურთელებისგან ყოველთვის ითხოვს რომ ყველა ბურთი ხვიჩასკენ მიდიოდეს რადგან ის ქმნის წინ რიცხობრივ უპირატესობას, ბურთის წინახაზე დარჩენას რაც საბოლოოდ შეიძლება გოლში გადაიზარდოს!ეს კი ელმას არ შეუძლია! მერედა დღეს ბევრი შეცდომა დაუშვა კიმმა და რუიმ
xuta
კარგი, კვარა, ძალიან კარგია, მაგრამ ნახეთ ელმასი! დაე, მათმა რქენამ გადაწყვიტოს ვინ-ვის?
zura222
ვიცი ყველაფერი მაგრამ ფაქტი ჯიუტია--რატომ დადიან რეალის ხალხი ნეაპოლში და რატომ იბეჭდება იტალიურ პრესაში ორაზროვანი სტატიები ? იტალიური კარგად ვიცი(3 წელი ვცხოვრობდი ბარიში და რომში)და ყოველ დღე ვკითხულობ და ვუსმენ იმათ ახალ ამბებს და ისიც კარგად ვიცი რომ ჩვენი "ჟურნალისტებივით" ჭორიკანები არ არიან და რასაც ეწერენ იმათი ნაწერის 90% მდე მართალია ! თანაც ის არაა საეჭვო რომ დღემდე არ დაუდეს ხვიჩას ახალი კონტრაქტი ? ლობოტკას ანგისას და სხვებს გაუახლეს კონტრაქტები ხელფასები გაუზარდეს და ხვიჩაზე რატომ ატორმუზებენ ?? და მაისურების გაყიდვას რაც შეეხება მესის და რონალდუს მაისურების გაყიდვაზე გაცილებით მეტ ფულებს აკეთებდნენ მაგრამ მაინც გაუშვეს გუნდებიდან ! P.S ისე მაგარი უნამუსოები არიან ნაპოლის შეფები - ამდენ მოგებას ნახულობენ ხვიჩათი და დღემდე არ ინამუსეს და ხელფასი არ მოუმატეს @@
კახა
კვარას ნემსების წამლებით გაუვსეს სხეული კრეტინმა მედიცინის კაბინეტების პლანქტონებმა... ხერხემლის კუნთების სპაზმა ვერაგია.... ის ორ კვირაში თავისით გადის, მხოლოდ სხეულის მოძრაობას ზღუდავს.... ნემსები მხოლოდ მოძრაობის უფლებას აძლევს სხეულს... როგორც კი დიდი დატვირთვის დროს კუნთებში სისხლთან ერთად ჭარბი რაოდენობით ჟანგბადი შედის ტკივილები ისევ ეწყება... მოკლედ ე.წ. ექიმებმა ორკვირიანი კრეტინიზმის სპექტაკლი დადგეს მასმედიის საშუალებით....
რა მაფიაა?
ტყუილად ახურებს ქართველი ერი ელმასთან ჭიდაობაზე ან ელმასის ვერ ჭიდაობაზე... არავინ დავობს რომ ხვიჩა სასტარტოა, მარა მეორეს მხრივს ელმასიც ძალიან კარგია, ხვიჩას არ ჭირდება ჯერჯერობით კონოურენციისგან მოტივაცია, ისედაც მოტივირებულია, მარა ნუ დაგვავიწყდება რომ იზრდება და სწავლობს ჯერ და ასე ტონუსში ყოფნას თუ გაისისხლხორცებს კიდე უკეთესი და ისე კი ფანტასტიკაა, სპალეტის ორი თითქმის თანაბარი ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს და ასეთი ფუფუნება რეალსაც კი არ აქვს... გვიხაროდეს პირიქით... თუმცა ძალიან რთულია გავიმეორებ ასეთი მონდომებილი კარგი მოთამაშეების სკამზე მოტივაციის შენარჩუნება და მართვა... ყოჩარ სპალეტის ჯერჯერობით... აქ კი ლანძღავენ ზოგიერთები ამ კაცს, მარა პირად ურთიერთობებში არაფერი ეშლება ხვიჩასთან... კიდე გავიმეორებ, ჩვენზე მეტად უნდა სპალეტის რომ ხვიჩამ მაქსიმუმს მიაღწიოს, ეს ხომ ტიტულებთან და დიდებასთან ასოცირდება პირდაპირ... სეზონის ბოლოს ვატყობ მე ბევრი გაოცებული სახე იქნება დედამიწაზე DDD
aleko
ხვიჩიამ არ ითამაშა?
gogi
მოეშვა ნაპოლი ბოლოს და დაცვის/კიმის შეცდომებმა დაძაბა სიტუაცია. მთლიანობაში დამაჯერებლად უგებდნენ და ელმასმაც კარგად ითამაშა, ნამდვილად ღირსეული კონკურენტია ხვიჩასთვის. სპალეტის ფაქტიურად ორი სრულფასოვანი გუნდი ჰყავს და მის პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული ამდენი კარგი ფეხბურთელის ერთ გუნდად შეკვრა.
ლაშა
3:0-ზე, ჟესუსის შეცვლის შემდეგ მაშინვე გავიდა 2 გოლი ნაპოლის კარში მას შემდეგ, რაც კიმი ვეღარ დააზღვია. ბოლომდე ვერ გავიგე ჟესუსის ცვლილება თუ რატომ მოხდა. კი, 3:0-ა, მაგრამ 2 გოლი და იქაც 1, უკვე ფრის საშიშროება იყო... ისე კვარა მაინც აკლია გუნდს, რადგან პლუს ისიც ჩადიოდა დაცვაში. და მაინც, ბოლომდე გაუგებარი იყო ჟესუსის ცვლილება!...
თინა
როგორ მაცინებ ხოლმე:-) ისე პროფესორასთან ერთად პროვოკატორიც ხარ :-)
ჟორა გაბრიჭიძე
ზურა, ზამთრის ტრანსფერზე არავისაც არ გაყიდიან, რადგან ათობით წელია გუნდს არაფერი მოუგია, ძლივს გაუჩნდათ რაღაცის მოგების შანსი და ეს შანსი, რომ ხელიდან გაუშვან რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვით, ამას გულშემატკივარი არავის აპატიებს. შენ იცი ნაპოლი რამდენ მილიონს აკეთებს ხვიჩას ნომრიანი მაისურების გაყიდვით? და მარტო მაისურები ხომ არაა? ასე, რომ იმ ას მილიონსაც გააკეთებენ და ხვიჩაც მათ დარჩება.
giorgi 12
კი ვნახე საყვარლად დარბიან უხარიათ რაქნან
zura222
ელმასს სამი გოლიც რომ გაეტანა ხვიჩას მაინც ვერ ამოაგდებს ძირითადიდან ვარიანტი არ არსებობს ! აქ მე სხვა რაღაცას ვფიქრობ--იქნება ეს ხვიჩას ტრავმა მოგონილიცა და იქნება მართლა ტრანსფერისთვის ამზადებენ ამ დეკემბრის ფანჯარაში ? ხომ დაიწერა იტალიურ პრესაში რომ რეალის ხალხი ორჯერ იყვნენ ნეაპოლში და ფასმაც გაიჟღერა--100 მილიონი ! ასე ხდება ხშირად როცა გუნდი ვინმეს გაყიდვას აპირებს ცდილობს რომ არ ათამაშოს არ დატვირთოს რომ შემთხვევით ტრავმა არ მიიღოს ! ნაპოლის შეფები 90 მილიონს იგებენ ამ ტრანსფერით და რატომ არ გააკეთებენ ? მაგრამ აქ მეორე მხარეცაა ნეაპოლელ ფანებს რას ეტყვიან და როგორ გადაურFებიან ? ისე ხვიჩა თუ ვერ გაყიდეს ელმასს მაინც გაყიდიან 20-30 მილიონად DD ელმასი ძალიან კარგი ფეხბურთელია ნაღდად მობეზრდა სკამზე ჯდომა და შეიძლება პრეტენზიაც წამოუყენოს --აგერ ბატონო გოლები გამაქვს საგოლე პასებს ვაკეთებო და ან ძირითადში დამაყენეთ ან გამყიდეთ სხვაგანო ! და რეალის ამბავი თუ ტყუილია რა თქმა უნდა ხვიჩას აირჩევენ ნაპოლის შეფები და ელმასს გაყიდიან ! მითუმეტეს ელმასის შემცვლელები ყავთ --ძერბინი და რასპადორი ორივე იტალიის ნაკრების ფეხვურთელები ! და კიდევ ყავთ მესამეც 70 მომერი გვარი დამავიწყდა ხვიჩას რომ არ მისცა საგოლე პასი
dato
ხვიჩას ქართველმა ჟურნალისტებმა კითხეს ნაკრებში იქნება თუ არა ?
ირაკლი
ბატონო პროფესორო! - დავალებით წერთ ასეთი შინაარსის წერილებს თუ გულწრფელად ფიქრობთ ასე?
gaga
ნახეეთ კადრები ტიკტოკზეა როგორ დარბიან დროშებით მაკედონელები ნაპოლიში ელმასდონას ძახილით :))))
პროფესორას
ერთი მეგობრული რჩევა, როცა არც ტვინი გაქვს და არც აზროვნების უნარი ჯჰობია რომ არ წერო ხოლმე, ხალხის სამასხარაო ხდები ხოლმე.
პროფესორა
ესეგი ამ სპალეტიმ ომდენი ქნა რომ ეს ელმასი წამოწია და ჩვენი ხვიჩა დაჩაგრა და ამოაგდო სასტავიდან. ელმასს და ოსიმენს კრიშავს რომ ხვიჩა არ გახდეს ბომბარდირი და ოქროს ბურთის მფლობელი. ჯერ ლანძღავდა და მარიო რუის ავალებდა პასები არ მიეცა, მერე მორფიანი საჭმელები აჭამა რომ დოპინგში ჩავარდნილიყო. რო ვამბობდი ღარიბაშვილი და კალაძე უნდა ჩაერიოს თქო დისლაიქები მიწერეთ. სასწრაფოდ ყველა ქართველი უნდა შევუცვივდეთ ნაპოლის ფეისბუქს და მოვითხოვოთ ხვიჩა ჩასვან სასტავში. ემგრანტმა ბებოებმა აქცია გამართეთ ნაპოლის მერიასთან და ეს მელოტი ჯოჯო დასაჯეთ ქართველები რო ძულს.
ლაშა
იმედია ამის შემდეგ ისევ არ "გვეხარება" ხვიჩას არ ყოფნა ნაპოლის შემადგენლობაში უკვე 4 იანვარს, ინტერის წინააღმდეგ. კვარას თუ 2 კვირა ყოფნის ტრავმისგან გამოსაჯანმრთელებლად, მაშინ შეკრებაზეც უნდა გაჰყვეს ნეაპოლიტანურ კლუბს თურქეთში! ნაკრებთან მიმართებაში ველით ინფორმაციას. ცნობილია, რომ სანიოლს გამოძახებული ჰყავს კვარა...
Semi
აბა უგრიალიათ მაკრდონიელ ემიგრანტებს დღეს. სიამაყით აღვსილები უფასო პიცას დაირტყავენ :)
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საზონოვის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზემ" "ტორინოს" მოუგო
ოფიციალურად - გოგლიჩიძე ზაფხულამდე "უოტფორდში" ითამაშებს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"უდინეზემ" კოლუმბიელი შემტევი შეიძინა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გოგლიჩიძე დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისში გააგრძელებს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან