თუკი პირველი ტურის მატჩიდან გამომდინარე, ავსტრალია ვინმეს სუსტი გუნდი ეგონა, განასთან ჩატარებულმა შეხვედრამ ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ პიმ ფერბეეკს სულაც არ ჰყავს ხელწამოსაკრავი კრებული. ათი ფეხბურთელის შემადგენლობით მოთამაშე ავსტრალიელებმა განასთან შეხვედრაში ვაჟკაცურად შეძლეს საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება და ვინ იცის, მსაჯს ჰარი კიუელი რომ არ გაეძევებინა, დღეისთვის მათ გაცილებით უკეთესი სამერვედფინალო შანსები ჰქონოდათ...

D ჯგუფი

23 ივნისი. ნელსპრუიტი. მბომბელა სთედიუმი. 22:30

ავსტრალია-სერბეთი

სავარაუდო შემადგენლობები

ავსტრალია: შვარცერი - უილკშირი, ნილი, ბოშამპი, ქერნი - კულინა, ვალერი - ემერტონი, კეჰილი, ჩიპერფილდი - კენედი.

სერბეთი: სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, ვიდიჩი, სუბოტიჩი, კოლაროვი - კრასიჩი, კაჩარი, კუზმანოვიჩი, იოვანოვიჩი - სტანკოვიჩი - ჟიგიჩი.

არბიტრი: ხორხე ლარიონდა (ურუგვაი)

თუკი პირველი ტურის მატჩიდან გამომდინარე, ავსტრალია ვინმეს სუსტი გუნდი ეგონა, განასთან ჩატარებულმა შეხვედრამ ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ პიმ ფერბეეკს სულაც არ ჰყავს ხელწამოსაკრავი კრებული. ათი ფეხბურთელის შემადგენლობით მოთამაშე ავსტრალიელებმა განასთან შეხვედრაში ვაჟკაცურად შეძლეს საყაიმო ანგარიშის შენარჩუნება და ვინ იცის, მსაჯს ჰარი კიუელი რომ არ გაეძევებინა, დღეისთვის მათ გაცილებით უკეთესი სამერვედფინალო შანსები ჰქონოდათ. ახლა კი ავსტრალიელთა საფლეიოფო პერსპექტივა იმდენად მიზერულია, რომ მასზე საუბარიც კი ზედმეტად მიგვაჩნია.

სამაგიეროდ, შესანიშნავი შანსი აქვთ სერბებს, რომელთაც განა-გერმანიის შედეგი ნაკლებად აინტერესებთ. რადომირ ანტიჩი და მისი ფეხბურთელები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულები. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ავტომატურად აღმოჩნდებიან მერვედფინალში, ხოლო თუ განა და გერმანია ფრედ ითამაშებენ, სერბები სულაც ჯგუფის გამარჯვებულებად მოგვევლინებიან

ავსტრალიას, რომელსაც განვლილ მატჩებში სრული შემადგენლობით თამაში არ დასცალდა, ორი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დააკლდება. ესენი არიან განასთან გაძევებული კიუელი და გამოცდილი ცენტრალური მცველი კრეიგ მური, რომელმაც ორივე წინა შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და თანაგუნდელის მსგავსად, დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა გერმანიასთან მატჩში გაძევებული ტიმ კეჰილი, რომელიც ორთამაშიან დისკვალიფიკაციას გადაურჩა და მხოლოდ განასთან დაპირისპირებას დააკლდა. ავსტრალიელთა ძირითადი შემადგენლობის განჭვრეტა არცთუ იოლია, რადგან ფერბეეკმა განასთან მატჩში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ათამაშა. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მათი ქმედებით კმაყოფილი დარჩა და ამიტომაც ბოლო შეხვედრის შემდეგ ბევრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ.

სერბეთის ნაკრები ამ უპრინციპულესი შეხვედრისთვის ოპტიმალური შემადგენლობით ემზადება. გუნდს უბრუნდება პირველ ტურში გაძევებული ალექსანდარ ლუკოვიჩი, მაგრამ დაცვის ცენტრში ნემანია ვიდიჩის მეწყვილედ მასზე მეტად, ნევენ სუბოტიჩის გამოჩენაა მოსალოდნელი. სწორედ ამ უკანასკნელმა შეცვალა გერმანიასთან მოგებულ მატჩში ლუკოვიჩი და საიმედოდაც გაისარჯა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა