საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო "ნაპოლის" ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის "დინამოს" წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

დღეს საქართველოს ნაკრები ილია კოკაიას სახელობის სპორტულ ცენტრში პირველ ვარჯიშს გამართავს. საქართველოს ნაკრები არაბეთის გაერთიანებული საემიროების ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში 17 ნოემბერს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge

რა სამარცხვინო კომენტარია, როდის არ ითამაშა ნაკრებში ბოლომდე მონდომებით? თქვენნაირი ვითომ გულშეატკივარი მართლა არ იმსახურებს მისნაირ სპორტსმენებს.
რა ბოღმა ხარ
როგორ ამოგდით ასეთი ბოღმა პირიდან არ მესმის. ოდესმე კაცმა მცორედი საფუძველი მაინც მოგცა მსგავსი გეფიქრა? თუ გევასება სიბოროტის ლაპარაკი
Skeleton
მე როგორც გულშემატკივარი ეგოისტი ვარ სულ მინდა ხვიჩამ ითამაშოს, ვინც კარგად თამაშობს იმისი ნახვა მინდა აბა ვინც ფაფხურობს იმას კი არ დავეძებ. ამ დროს საკუთარ თავზე ვფიქრობ რადგან შოუს ნახვა მინდა :) ეგ სრულიად ნორმალურია თუმცა, გულშემატკივარს უნდა გვეყოს იმის შეგნება, რომ ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძიოთ და ნორმალურად მივიღოთ ტრავმის ფაქტორიც. როცა დასჭირდა ნაკრებს, ყველა თამაშზე თავი არ დაუზოგავს ხვიჩას. ერთა ლიგის ჯგუფიდან ფაქტობრივად მარტომ გაგვიყვანა და რომელ ასპექტში არ დაუდგა ნაკრებს გვერდით?! იქნებ ამხანაგურის გამოტოვება გადავიტანოთ როგორმე და რაღაც აბსურდები არ ვაბრალოთ ან მწვრთნელს და ან ფეხბურთელს. მწვრთნელს რომ არ ნდომოდა არც წინა სანაკრებოებზე გამოუშვებდა.
123
უფრთხილდება უკვე ფეხებს? აღარ უღირს ნაკრებში თამაში?
ბაბუაწვერა
ხვიჩას მაგივრად მამუჩაშვილი ათამაშეთ,ქართველი კრიშტიანო რონალდო.კარში ალავიძე დააყენეთ-მიმიქარია ნოიერი.დაცვაში კობახიძე-მიმიქარია ვან დაიკი.მაყურებლებად ბათუმელები წაიყვანეთ-თუ წავაგებთ მაროკოს ფეხბურთელებს გადაუხტებიან და ეჩხუბებიან რატო მოგვიგეთო.არჩილ ბერიძე არ დაგავიწყდეთ მსაჯსაც ეჩხუბოს თუ წავაგეთ
tngh
ამხანაგური მატჩია!!! ძალიან კარგი, ხვიჩა თუ დაისვენებს... სხვებს გამოვცდით. არ არის აუცილებელი მოგებაზე რისკის გაწევა.
რიკი
ე ბიჭო რაის ალთუნაშვილი?! თუ მართლა უყურებს ეს ვილი ეროვნული ლიგის თამაშებბს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს კვერნაძე რატომ არ გამოიძახა? ტიპი დაფრინავს თან მხოლოდ 19 წლის არის...

სახელს რომ ირქმევთ, ჯერ როგორ იწერება და გამოითქმება სწორად, ჯობდა ის გაგერკვიათ))) მ წ ვ რ თ ნ ე ლ ი.
მწვრთვნელი
"დე ლაურენტისმა დამირეკა ახლა ხანს" - :)!
მოსეხონელი
კვარაცხელია ყველას ძალიან გვიყვარს და გვინდ არომ ზევით და ზევით წავიდეს.მაგრა დალოცვილებო ეს სტადია ისე რო დაგედოთ და მთავრ გვერდე საქართველო იტალიის მატჩი გამოგეტანათ არ შეიძლებოდა საქმე ნაკრებს ეხება რომელიც მსოფლი ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვის.პატივი ეცით სხვებსაც.
ამაშია საქმე
გამორიცხულია რომ ნაპოლიმ ახლა ხვიჩა გაყიდოს.ტიფოზები სერიოზულ ბუნტს მოაწყობენ.ხვიჩა ნეაპოლის ახალი სიყვარულია.ვინც დათო ტურაშვილის გადაცემა ნახა ამაში დამეთანხმებით.მე მგონი მარადონას შემდეგ ასეთი პოპულარული არც არავინ ყოფილა.
ქ. გ.
ხვიჩას კონტრაქტის შესახებ და იმის შესახებ, რომ საქართველოში იქნება, მაგრამ, ალბათ, ვერ ითამაშებს ამხანაგურ თამაშში. https://www.calcionapoli24.it/rassegna_stampa/il-mattino-giuntoli-vuole-blindare-kvaratskhelia-ha-parlato-con-i-suoi-n538930.html
papai
საიდან ამდენი ინფო?:)
irakli
მეორე მხრივ, სხვა ფეხბურთელებს ეძლევა შანსი ამახანაგურში და ეს ძალიანაც კარგია.
მწვრთვნელი
ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ! ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე ხვიჩას არ ათამაშებენ! ლივერპული სერიოზულად ფიქრობს ხვიჩას აყვანას და არავის არ აწყობს, რომ რამე მოუვიდეს სერიოზული! ინდოელ მილიარდელს უნდა ლივერპულის შეძენა და ორთავეს წაიყვანს ოსიმენსაც და ხვიჩასაც! რეალი აღმოჩნედება თამაშგარეში თუ არ გააქტიურდა! დე ლაურენტისი მაგარი ფულის მოღუნვას ცდილობს!
irakli
მეორე მხრივ, სხვა ფეხბურთელებს ეძლევა შანსი ამახანაგურში და ეს ძალიანაც კარგია.
qomagi
ვამბობდი არ იქნება მეთქი ამ თამაშზე. ეს ისტორიული სენია ჩვენი ნაკრების,როდესაც ნაკრების მატჩი მოახლოვდებოდა,ვინმე წამყვანი მოთამაშე რომ არ დაგვკლებოდა შანსი არ იყო.ხან კალაძე,ხან კობიაშვილი,ხან არცელაძე,იაშკა და სხვ,ხანაც ყველა ერთად.იგივეა ეხლაც და ასე იქნება მომავალშიც და იმედია ნაკრები ის გუნდი გახდება ვინც კვარაცხელიაზე ან 1 მოთამაშეზე არ იქნება დამოკიდებული,თორემ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დაგვაკლდება კვარა მომავალშიც და მის იმედზე ვერ ვიქნებით მხოლოდ.
master
ვიცოდი აქამდე მივიდოდა საქმე....იმედია ჩაკვეც არ გამოგვაკლდება.გამოცხადებული მარცხის ქრონიკას გავს.ჯერ მეტოქე ძლივს ვიპოვეთ,მერე მეორე მეტოქე ვერ შევარჩიეთ ამხელა მსოფლიოში,შემადგენლობა გვიან გამოქვეყნდა.ხოჭოლავა და მიქაუტაძე კლუბების გამო არ გამოვიძახეთ,რა თამაშები აქვს კოპენჰაგენს გაგანია სანკრებო სეზონზე საინტერესოა.არანაირ წინასამატჩო შეკრება თითქმის არაა,ახლ კიდე კვარას და ჩაკვეს ტრავმები.ერთი მხრივ არაა ცუდი კვარას გარეშე ვნახოთ რას წარმოადგენს ნაკრები,მაგრამ აშკარად ჩანს ფედერაციის ზერელე დამოკიდებულება ამ სანაკრებო პაუზაზე.არადა კარგი იქნება წლის წაუგებლად ჩამთავრება,ან მეორე თამაში რატომ ვერ უნდა დაგეგმო,ამდენი არაბული ქვეყანაა დუბაის გარშემო.ამხანაგური თამაში ზედმეტი არასდროსაა.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა