მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

გიორგი-50
თოკოს ენაცვალოს ყველა, ყველას გვიყვარს, მაგრამ კაპიტანს, რომელსაც ერთ თამაშში 6 დაკარგვა ააქვს(შეიძლება მეტიც), არ ეკადრება... მე მინდა ვთხოვო ჩვენს ღირსეულ კაპიტანს, რომელმაც, წინა თამაშში ისლანდიასთან მართლა კაპიტანი იყო, გადაახვიოს იტალიასთან თამაში და გაანალიზოს საკუთარი თამაში და ფიზიკური მზადყოფნა, მე ხაზს ვუსვამ ,,ფიზიკურს'', თორემ ბურთი ზოგჯერ შეიძლება ვერ ჩავარდეს ან თამაში ვერ წაგივიდეს... თორნიკე, ჩვენი იმედი ხაარ და მაგიტომ გვეტკინა განსაკუთრებით შენი ,,ჩავარდნა''... ეს აღარ უნდა განმეორდეს...
სოსო
რით წავაგეთ ეს და ევროპის ჩემპიონატის თამაშები?პერიმეტრიდან გაშვებული ქულებით.ხომ ასეა?რა არის საჭირო,პერიმეტრი რომ დაკეტო?დაცვის სწრაფი მოძრაობა და ბურთის მიმღების სწრაფი დაკეტვა,რომ სროლა დამიზნებულად ვერ შესძლოს.ამისათვის საჭიროა ყველა კალათბურთელი მონაწილეობდეს მატჩში და ინარჩუნებდეს მაღალ ტემპს.ჩვენ კი,მთელ თამაშს,მაქსიმუმ 8-9 კაცით ვატარებთ,რომელთა ნაწილიც,უკვე ასაკშია და აღარც სისწრაფე ჰკმარა და აღარც გამძლეობა,მთელი თამაში,ასეთი დატვირთვებისათვის.გადაღლილს,მოძრაობის კოორდონაციაც უფუჭდება,აზროვნების სისწრაფეც და ტყორცნის სიზუსტეც.აქედანაა ბოლო წუთებში მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებებს მიღება და აიხსნელი დაკარგვები. გუნდში თუ სულ ცოტა 10 საიმედო კალათბურთელი მაინც არაა,შეუძლებელი ხდება,ზედიზედ ორი დაძაბული მატჩის მოგება.ლიდერებს ასაკი ემატებათ,საქართველოს ჩემპიონატი კი,საკმაოდ დაბალი დონისაა და სტაბილურად საიმედო კალათბურთელებს ვერ გვაძლევს.ნბაში წასულებიც,ვერაფერში გვადგებიან და ვართ იქ,სადაც ვართ.დღეს ისეთი მდგომარეობაა,რომ ისლანდიას სახლშიც თუ მოვუგეთ,მსოფლიოს პირველობაზე გავალთ,მაგრამ ეს პრობლემებს ვერ მოგვიხსნის.2-3 წელიწადში,საკადრო კრიზისი,კიდევ უფრო გამძაფრდება და საეჭვოა ქართულმა კალათბურთმა იმ დროისათვის ნაკრებიდან წამსვლელი ვეტერანების სრულფასოვანი ჩანაცვლება შესძლოს.უფრო სწორად,დღევანდელი გადასახედიდან,ეს გამორიცხულია.კარგია,რომ ევროპის ჩემპიონატმა,ეს საკალათბურთო სასახლე მაინც დაგვიტოვა,იმ საშინელი იმედის გაცრუების გარდა,მაგრამ თუ ამ დარბაზის რესურსი,ქართული საკალათბურთო კადრების მაღალ დონეზე მოსამზადებლად ვერ გამოვიყენეთ,მაშინ კაპიკი ყოფილა მისი ფასი.უცხოეთში ბავშვების გაგზავნა,ჩვენ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის.მათი აქ გაზრდაა საჭირო და მერეღა გაშვება.
Fan01
მიდი ტოკო, გენატსვალე
გიორგი 50
მართალია, თორნიკეს თითქოს მთელი თამაში ეძინა...
Irakli
ჩემი აზრით საქართველოს ნაკრების დამარცხების მთავარი მიზეზი იყო ის რომ იტალია ობიექტურად უფრო ძლიერია და უბრალოდ გვჯობდა. შანსი გააჩინა ჩვენი ზოგიერთი მოთამაშის მოულოდნელად კარგად შესრულებულმა სამიანებმა და ამ შანსის გამოყენება შეიძლებოდა. ამიტომ დამარცხებაში მთავარი დამნაშავე მაინც ილიას ზუროსი მგონია. რატომ? იმიტომ რომ მაკდაფენი რომ მაიმუნობდა არაფერი ქნა, იმიტომ რომ შენგელიას რომელსაც თამაში არ წაუვიდა, ვიტყოდი ეძინა (რამდენჯერ მოპარეს ბურთი) მწვრთნელმა მიანდო ბოლო სროლა და რაც მოხდა ვნახეთ. და კიდევ არასწორი მგონია მაკდაფენის ასეთი კრიტიკა, კაცს უამრავი კარგი ემოცია აქვს ნაჩუქარი ქართველი გულშემატკივრისთვის და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, მიუხედავად ყველაფრისა მისი დონის რამდენი კალათბურთელი გვყავს ნაკრებში? P.შ ევროპის გასული ჩემპიონატის გათვალისწინებით, ვფიქრობ ახლოვდება დრო , რომ ზუროსს მადლობა გადავუხადოთ და შევცვალოთ. მადლობა მას კი ნამდვილად ეკუთვნის!

ჰაერში თამაშზე საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. 99% გვაჯობეს ყველანაირად
ქორ-პარიკმახერი
რომ წერთ ,, სამწამიანში მოწინააღმდეგეს არ უშვებდაო" თქვენ მგონი ამ თამაშს არ უყურებდით.. რამდენი მოგვიხსნეს ჩვენ ფარზე?! და რამდენჯერ ქონდათ ამის გამო ერთ შეტევაში რამდენიმე შანსი? ერთ შეტევაში რომ იმდენჯერ მოგიხსნიან და იმდენჯერ ესვრიან სამქულიანი ვიდრე არ ჩაგიგდებენ წააგებ აბა რა იქნება, იძახეთ მერე სამწამიანიდან არ ვასროლიებთო. ესვრიან სამიანს მოგიხსნიან კიდევ ესვრიან კიდევ მოგიხსნიან და ასე სანამ არ ჩააგდებენ.
ბს
სამწამიანში რომ ბურთი თავზე დაგვახიეს, ეგეც მაკძადენის ბრალია? სირცხვილია ბოლობოლო საკუთარ ფარზე რომ ვერ ხსნი ბურთს და ამას გამთამაშებელს აბრალებ
ბს
ბოლო წუთებზე ვერ მოვხსენითო რომ წერთ მანამდე ხომ რას ამბობ დაგლიჯეს ჩვენებმა სამწამიანში, რამდენი ბურთი მოგვიხსნეს! ფუუუ
nika
არადა სულ ცოტა დაგვაკდა მოგებამდე მოგება მაინც სულ სხვააა :)
tngh
დასანანი მარცხი იყო...
მოქალაქე
ძალიანაც კარგი რომ იზეიმეს. ერთი მიზეზი მითხარით რატო უნდა მოგვეგო იტალიის ნაკრებისთვის...განვიხილოთ თამაში პერიმეტრი რითი უნდა დაგვეცვა სანაძეთი ალბათ უგუნდოდ არის ცინცაძეთი თუ ახლად მოკეთებული შენგელიათი ან შერმადინი ირბენდა პერიმეტრზე.ან ბოლო წუთებზე ბურთი რომ ვერ მოვხსენით სად იყო შერმადინი ან მწვრთნელი.მიზეზი მითხარით რატო უნდა მოგვეგო

საქმე არის მარტივად - მუდმივად კაცი გვრჩება პერიმეტრზე და მეტოქეს სულ უპირატესობა აქვს. იტალიელებმა ბევრი გააფუჭეს და ამიტომ ეს ანგარიში მათ უპირატესობას არ ასახავს. ბოლო რამდენიმე შეტევაც პირდაპირ შევასეირნეთ ფარში და ეხლა ვაბრალებთ მაკ ფადენს და შენგელიას - აი, რომ ჩაეგდო და ა.შ. მანამდე ანგარიშში ,5 ქულით წინ ვიყავით და მარტივად გავანიავეთ. იქამდეც ქვეყნის შეტევა გავაფუჭეთ და ასე იტალია კი არა, ნებისმიერი მოგვიგებს. თუ რამე არ შევცვალეთ, იმედი იმისა, რომ ჰოლანდიას გასვლას მოვუგებთ და შემდეგ ისლანდიას , ტყუილად გვექნება
ვვვ
ნეტა უაზროდ არ უზრდელობდე ))
თენგო
ჩვენი ღვაწლმოსილი კალათბურთელები ცოტა მალე გვეღლებიან. ახალი მწვრთნელი გვინდა, აშკარად! მაკფადენიც მოგვიძველდა!
REZO
აშკარად არ წაუვიდა თამაში და ზუროსმაც ამდენი გაფუჭების მერე არ დასვა...
მოქალაქე
ჯერ ერთი რა მოტივით უნდა მოგვეგო ,რა ჩვენ უფრო მაღალი დონის ლიგა გვაქვს და ვარსკვლავები თამაშობენ,ან ბებრებით გვინდოდა მოგება ხომ შეხედეთ ცხენებივით დარბოდნენ 12 კაცი თითქმის ყველა ერთი დონის...ჩვენ შენგელია და შერმადინი სხვა ვინ სანაძე კიდო ასაკიანები ამით გვინდა მოგება....სკამი ნული აბსოლუტურად. ზუროსი რატო გვყვავს და მაკფადენი.
კოკო
სამდღიან ინტერვალში ამხელა მანძილის დროულ და ორგანიზებულ დაფარვას ჭირდება ჩარტერული რეისი. იმის მაგივრად რომ გუნდმა ნორმალურად დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და ნორმალური შეკრება ჩაატაროს, დროს ვკარგავთ უაზრო გადაჯდომებში, რამდენიმე საათიან ლოდინში აეროპორტებში და მერე გვიკვირს, რატომ იყო ამდენი კარგვები, რატომ ვერ მოასწრო თოკომ სროლა, რატომ ვერ ვმოძრაობდით და რატომ გვიჭირდა პრესინგის დაძლევა. ფედრაციავ და მთავრობავ, თუ ხალხის გახარება გინდათ, მარტო ეროვნული ნაკრების მაისურით საჯაროდ გამოჭიმვა არ კმარა. დაგენიშნათ ერთი ჩარტერული რეისი, გუნდი მოწესრიგებულად მოივლიდა ამხელა გზას და დასვენებისა და ვარჯიშის დროც დარჩებოდა. მთავრობას თუ მაგის შნო არა აქვს, გეთქვათ რომელიმე ატკატიან და ბიუჯეტური სახსრების მჭამელ მილიონერ პარლამენტარისთვის, ის მოგიგვარებდათ მაგ საკითხს. თფუი, თქვენი, ამას თუ სახელმწიფო და ქვეყანა ქვია.
სოსო
ისე სხვა ჯგუფებს რომ გადავხედე როგორ გაგვმართლებია ეს შასი უნდა გამოვიყენოთ რა ქვეყნები რჩებიან ჯგუფებში იქ შანსიც კი არ გვექნებოდა
გიორგი
ბატონო დავით! იქნებ განვლილი ევროპის ჩემპიონატის მოკლე შეფასებაც გაგეკეთებინათ. “უბრალო მაყურებელი” არაფრის აზრზე არ ვყოფილვართ თურმე. ბაზრის გამყიდველი მაყურებელი არ არის , თუ ამ ნიშნით კალათბურთი არ უნდა ესმოდეს?! კი, რომ მოგვეგო, ყველანი ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით, მაგრამ წაგების ობიექტური მიზეზებზე აღარ უნდა ვილაპარაკოთ?! ქართული სპორტი ყველასია და არა ვიქტორის, ლევანის და კახასი! საწყენია!
გიორგი
მარტო დღეს?! იმის აჩრდილია, რაც იყო, სამწუხაროდ. დიქსონს მაგალითად ქარიზმა ჰქონდა, გუნდს და მაყურებელს იყოლიებდა. მაკფადენი დაკუნტრუშებს. ზედმეტად იღებს თავის თავზე თამაშს. ბოლოში ხუთ ქულას ვიგებდით და ერთიც რომ ჩაგვეგდო, რამხელა ფსიქოლიგიურ უპირატესობა ვიღებდით. მაგრამ “არა შეჯდა მწყრერი ხესაო…”
f
სულელური ჯარიმები კალათბურთის ანა ბანას უციდინრობაზე მეტყველებს.

ესენი იტალიელებს არ გვანან. არც კალათბურთელებს. ფეხბურთელებივით იზეიმეს. გუნდური თამაში უნდა ასწავლონ ბავშვებს, გაიზრდებიან და შედეგიც მოვა
geos
მაკფადენზე უფრო თოკომ წააგო, მარა საყვედური მაინც არავისზე ითქმის.
Martali
კი მაკფადენმა ბოლო წუთევბი ჩააგდო მაგრამ ბერიშვილის გარდა რომელმა არ ჩააგდო? და ბოლო წამებზე მაკფადენმა შეგვინარჩუნა შანსი ორი კაცი თავისზე გადმოიყვანა და ცარიელ შენგელიას მიცა და შენგელიამ კი უბრალოდ ვერ ისროლა. არადა დრო ქონდა(( ასე რომ წაგება შენგელიას ბრალია და მთელი გუნდის და მწვრთნელი კი მგონი საერთოდ არ გვყავს. ესროლა მაინც და ვერ ჩაეგდო ჯობდა ასე სულელურად დრიბლინგის დაწყებას და ვერ მოსწრებას სულელურად.
Status quo იმ
მაკფადენმა დღეს ჩაისვარა.
რონი
პირველ რიგში მადლობა ბიჭებს ბოლომდე ბრძოლისთვის.... მეორე ის რომ სასწრაფოდ გასაშვებია მაკფადენი და მაგაზე მაღალი კლასის მოთამაშეა მოსაყვანი...ასევე ზუროსიც გასაშვებია დისციპლინა ნოლია ყველა ისე თამაშობს როგორ ხასიათზეც არის... ამდენი უაზრო ჯარიმები და ბურთის დაკარგვები რო არა დღეს თამაშს მოვიგებდით!!!!
Gogi
ფაქტი ერთია გუნდური, გააზრებული, კომბინაციური თამაში არ გვაქვს რაც პირველ რიგში მწვრთნელის პრობლემაა. ამ ფონზე ყველა თავისას ჩალიჩობს და შედეგს ვხედავთ. მაკფადენის გარდა ანდრონიკაშვილმა რამდენჯერ ‘გამოიჩინა’ თავი? წინა თამაშებშიც ასე იყო. არაა გუნდში დისციპლინა და ეგეც ზუროსის თემა…..ფედერაციას კი ძინავს თან უკვე დიდი ხანია
დავითი
დღევანდელი თამაშით ვინც აფასებთ ტადს,ისტორიაში ყველაზე სუსტი ლეგიონერიაო ,საქართველოს მონაწილეობის გარდა კალათბურთისთვის ცხოვრებაში გიყურებიათ? მაკფადენს კი არა ,რასელ ვესტბრუკს და ენტონი დევის არ მისდით თვეობით თამაშები და იქით ირვინგს,მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს ,კალათბურთი ეგეთი სპორტია თუ არ წაგივიდა თამაში შეიძლება ერთი მეტრიდანაც ამოგივარდეს კალათიდან ბურთი. სერბეთში ზედიზედ 5 სამქულიანი რომ ჩააგდო ბოლო წუთებში მაშინ ხომ იყო საუკეთესო? არავინ დაობს დღეს რომ მაკფადენმა წააგო თამაში,მაგრამ კლავიატურა ცოტა გააჩერეთ,ნუ გადაუარეთ! ზუროსი ხომ იქნებოდა ისევ გმირი,დღეს რომ მოიგო? ზოგიერთი ქომაგი არა,მაგრამ ბაზრის გამყიდველი ხართ და გამოიყენეთ ეს ნიჭი სხვაგან !!!
დათო
შენგელია 5 დაკარგვა!!! მაკფადენი 4 დაკარგვა!!! მთელი გუნდის დაკარგვების ნახევარზე მეტი ამ ორ კალათბურთელზე მოდის. მაკფადენის შედეგიანობა საერთოდ 5/14 იყო, სამქულიანები 2/10!!!!!. არც ერთს არ ეკუთვნოდა 25 წუთზე მეტი, მაგრამ ვინ უნდა ათამაშო?

ასეთ საჩუქარს რომ მიიღებ და 6 წამში სროლაზე ვერ გახვალ, დანარჩენი რაზე უნდა ისაუბრო?! ზუროსი წლების წინ იყო გასაშვები, მაგრამ რაღაც ვალი გვაქვს ეტყობა.
ეხაა
მაგარი იყო კაპუსტინიც და ტიუბინიც …მაგრამ რასაც დარსაძე ყრიდა სამიანებს რავი აბაა !!! რა გინდათ კალათბურთს 5 კაცი კი თამაშობს მაგრამ გუნდში უნდა იყოს მითუმეტეს ნაკრებში 12დან 9-10 ძლიერი კალათბურთელი ჩვენ კი ხან 2 ნახევარი გვყავს ხან 3 ნახევარი …და კიდევ მაგრად ვეთამაშეთ იტალიას …უბრალოდ ერთი რამ ვერ გამიგია ( კი ბატონო ყველას თავისი ცხოვრება და კარიერა აქვს მაგრაამ…) დღეს 7-8 კალათბურთელზე წავიკითხე რომლებიც ამერიკის რაღაც სკოლებში თუ ტექნიკუმებში თამაშობენ …შე დალოცვილო თუ კი კალათბურთელი ხარ რა გინდათ მაქ არც ქვეყანას ადგებით და დასდევთ სტუდენტებს რა იყო ცოტა გუნდებია ევროპაში თუ რა ხდება ბითაძემაც ტყუილად წავიდა მგონი იმ ნბა-ში 5-6 წუთის იქ თამაშს აქ სადმე კარგ გუნდში გაიჩითებოდა უკვე ….!!!
geo
მაკფადენმა წააგო ეს თამაში ამის დასტურად ბევრი არგუმენტი არსებობს
პაატა
მწვრთნელმა უნდა ათამაშოს გუნდი, 90% თავისით კი არ უნდა თამაშობდნენ! რისი მომტანია ზუროსის ემოციურიბა და ზედ კიდევ ბოისას ვითომ პროფესიული ჟესტიკულაცია?!;( კომბინაციურად ერთხელ ასროლინეს ბერიშვილს, დანარჩენად თვითონ გააკეთა! ამდენ სამიანს გუნდი რომ ჩაგიგდებს ე.ი. მწვრთნელი დაცვას ვერ ათამაშებს, რა არის ამაში გაუგებარი?! ძალიან მინდა მსოფლიოზე რომ გავიდეთ, მაგრამ ევროს შედეგზე უარესი იქნება და აზრი რა აქვს? ის რომ სანიკიძე და ზუროსი ჩინ-მენდლებს დაიკიდებენ?! ამოვიდა ყელში ამდენი დაბალი დონის სპეციალისტის ბოგინი (ამ სიაში მაისაშვილი პირველია და მერე ზუროსი)
ჯაბა
ნამდვილად საოცარი თამაში იყო, მაგრამ რაგბი რა შუაშია?
master
მაგარი თამაში იყო ძალიან.მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიჭებს.ერთი ხელის გაწვდენაზეა მსოფლო ჩემპიონატის საგზური,ერთი ხელის გაწვდენაზე,ასეთი შანსის გამოუყენებლობა არაფრით არ შეიძლება.მთელმა ქვეყანამ,მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს რომ ეს ისტორიული შანსი გამოიყენოს ნაკრებმა.ასეთი შანსი შეიძლება კიდეც 10 წელი არ გვქონდეს.შენგელიამ როგორმე ჯანმრთელად უნდა მიაღწიოს თებერვლამდე და რამენაირად გათავისუფლდეს იმ ორი თამაშისთვის კლუბიდან.ეს ისტორიული შანსია...
გუსანი
ოდნავ ჩახედულისთვის მგონია ყველაფერი გასაგებია, კი მწირია რესურსი და რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ, ვისი ბრალია ან სისუსტეა ეს? ზუროსის და ლეგიონერის, გავაქართველეთ ეტყობა თედი, არასტაბილურია... არაპროფესინალურია როცა არ მიგდის თამაში და ჯიუტად იღებ საკუთარ თავზე, რას აკეთებს ამ დროს ზუროსი? ..პრეტენზიები სხვა კალათბურთელებსაც ეკუთვნით პროგრესის უქონლობის გამო. რა გვინდა ამ დონით მსოფლიოზე ?, ჩავაგდეთ ევროპა და განალიზდა ეს ფედერაციისგან. მარტო გულანთებულობით თამაშებს ვერ მოიგებ....კიდევ დამტკიცდა ბაგაცკისის რეპლიკის საფუძლიანობა...
სოსო
დრო აღარ იყო იმ დროს მიცა უკვე მაკფადენმა ბურთი
Givi
Makfadens ashkarad regresi aqvs wina tamashis merec davwere,tokom pirveli taimi chaagdo mere araushavda, berishvils wauvida srola da gadamwkvet momentshi mainc makfadeni isroda ver gavige raa...da kidev bevrjer vkargavt uazrot burts da gasaxdelidan nasrolic vardeba chvens kalatshi ukve meramdeneed...
გუსანი
თამაში წავაგეთ მაკფადენის გამო, ფორმაში არარის და თამაში ჩააგდო. ზუროსი კი უმექმედო იყო!.როგორ უნდა შევაქო კალათბურთელი კალათში 2-3 ბურთის ჩაგდების გამო, მაგრამ ბერიშვილმა გამაკვირვა... ნაწყენი ვარ რატის გამო, ადრეც ვწერდი ხასიათი უნდა გამოასწოროს, ხშირად ეგოისტურად და გაუმართლებლად მოქმედებს. მე მეჩვენება??! მაგრამ ზუროსი ტაქტიკურად ვეღარ ზრდის ნაკრებს, სროლაში კოჭლობა ერთია და ტაქტიკაში ხშირად ვისვრით, აბა როგორ უნდა შეფასდეს ბოლო წუთი და განსაკუთრებით ბოლო 6 წამი?...გულსატკენია, ჩაგდებული ევროპა... ამ დონით მსოფლიოზე რამე გვესაქმება? რესურსი მწირია და რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ, განახევრებულ იტალიასთან შანსი ვერ გამოვიყენეთ, ხალხიც პასიურობს... ფედერაციამ ახსნა განმარტება არც ევროპაზე გააკეთა, მერე დაგვიანდება... ზუროსმა ამოწურა დიდი ხანია რესურსი...
Semi
კალათბურთზე პოპულარული რანაირადაა რაგბი ვერ ამაომიხსნია. საოცარი თამაში იყო
ჟორა გაბრიჭიძე
ეს მაკფადენი ზედებულით ხომ არ გვაწერია, რომ ვერ იშორებთ? რა დამსახურებისათვის გვყავს აყვანილი გუნდში? გამთამაშებლის უშუალო მოვალეობაა სამიანებს ისროდეს კარგად, მაგან მარტო მეოთხე ნახევარში ისროლა ხუთჯერ და ყველა ააცილა. რომ არ მისდის სროლა უთხრას მწვრთნელმა, რომ აღარ ესროლოს სამიანი და სხვას მისცეს ბურთი. მადლობა ბიჭებს ძალიან მოინდომეს და კინაღამ ნავსი გატეხეს.
მაკდაფენი უნა გავუშვათ
მაკდაფენი უნა გავუშვათ
კახა ქ.
ეხლა დიდი ექპერტი არ ვარ ,მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე.ხედავ რომ სამქულიანებს თითქმის ყველას აგებენ და დაახლოებით ერთ მეტრში უდგანან ან საერთოდ არ უდგანან მსროლელს.ხომ შეიძლება უფრო ახლოს ეთამაშო,აი ფეხბურთში რომაა გამოთქმა,ფეხზე დააჯექიო,იმ პონტში.არ ვიცი რა,ისეთავისუფლად ესროდნენ რო რავიცი.მერე შეტევაში ამდენი ბურთის დაკარგვა....ვინ ფანატიკოსი ამდენს.კი იბრძოლოს, მაგრამ ძალი ან ბევრი, ასე ვთქვათ ბრაკი აქვთ.არ შემიძლია არ გამოვყო ბერიაშვილი.რა საჭირო დროს აგდებდა სამქულიანებს.დაჟე თამაში რომ მორჩა,იტალიელთა მწვრთნელი რაღაცას ეუბნებოდა,ეტყობოდა კომპლიმენტის პონტში.წარმატებები ბიჭებს,მაგრამ ამდენი შეცდომებით ძნელია მოგება.
aburjga
მე ამ თამაშს ვერ ვუყურე. მაგის ნერვები სადღა მაქვს! მაგრამ სტატისტიკიდან გამომდინარე თორნიკე შენგელიას ჩაუვარდა ეს თამაში, ვერ არის ალბათ ჯერ ჩვეულ ფორმაში. ბოლო ტყორცნაც მას გაუფუჭებია და რა ვიცი, მაკფადიენიო ყველა წერთ, თორნიკე ვერ გაიმეტეთ ხომ?! ადრეც გვიჭირდა შორიდან ტყორცნებში, ამის გამო კაპუსტინი გვყავდა დინამოში მოწვეული!
ვახსიმონტო
მაკფადენი გასაგდებია , მაგან წააგო ბოლოს რაც ისროლა ყველა გააფუჭა, თუ არადა სანამ გააფუჭებდა მანამდე ჩააბარა ბურთი უაზროდ, ბოლოს კი დააგვირგვინა -- რაღაც სასწაულად მოცემულ შანსში 6 წამიან მონაკვეთში ბურთი ათრია და ისეთ დროს მიაწოდა თოკოს აზრი რომ აღარ ჰქონდა ! ვინ გამოიძიება თუ არა და გაყიდულ თამაშს თამაშობდა ნაღდი
Soso
ჰოლადიაში მოგება და მერე ისლანდია უნდა გავანადგუროდ მოთამაშეებმა და დარბაზმა მაგარი აურა იყო არადა რა კარგი დასასრული გამოდიოდა
რრრ
ასეთი არაფერი მინახავს, რა კი ბატონო ბოლო სროლა ვის არ გაუფუჭებია, მარა ამხელა გამოცდილების კაცმა რაც შენგელიას აქ საერთოდ ვერ ისროლო? სივრცე ქონდა და ყველაფერი, ასეთი არაფერი გამიგია რა, აგერ ნახავთ თუ გავალთ მსოფლიოზე მაგრა დავისჯებით ამ შანსის განიავებისთვის.
Nukri
ბიჭებმა იბრძოლეს რაც შეეძლოთ და სამწუხაროა რომ ისევ დავმარცხდით, წაგების მიზეზი ისევ და ისევ მეტოქის უპირატესობა სამიანებში, ევრობასკეტშიც ყველა თამაში სამიანების გამო წავაგეთ, ეს კომპონენტი გვაქვს გამოსასწორებელი და უკეთ წავა საქმე
G.LA
არა უშავრს ბიჭებო, იტალიასთან მარცხი სირცხვილი არ არის. თავდადებაც იყო ჟინიც რაც მთავარია. ეს უკვე აღარ იყო ის თამაში რაც ევროპაზე ვნახეთ. წინ კიდევ თამაშებია და იმედია საწადელს მივაღწევთ. წარმატებას გისურვებთ და რწმენას საკუთარ თავში.
ლუკინო
არ ვიცი მეგობრებო კალათბურთში დიდად ვერ ვერკვევი და შეიძლებ ვცდები მაგრამ ადამიანი ვარ თვალები მაქვს და ვუყურებდი თამაშს ასე თუ ისე წესები ვიცი და მინდა ვთქვა ტედ მაკფადენის……….იმენნა მაგას ვაბრალებ ამ წაგებას!!!!!!!სამჯერ ზედიზედ შეტევაში ბურთი დაკარგა უბრალოდ ხელიდან გაუვარდა როდესაც ანგარიში იყო გადამწყვეტ მონაკვეთში!!ზედიზედ ოთხჯერ 3 ქულიანი ვერ ჩააგდო და წავაგებთ აბა რას ვიზამთ!მაკფადენზე უარესი შავკანიანი კალათბურთელი ჩვენს ნაკრებს ჯერ არ ყოლია არასოდეს.დღევანდელი მარცხი მის ნამუსზეა
ბს
კარგით რაა, არ მოვდიოდი ნერვეზმნთქი და მაინც გამამწარეს! სამწამიანი როგორ სამარცხვინოდ წააგეს! არ დაიწყოთ ახლა სამქულიანებით ამოგვავსეს და არ გაგვიმართლა და ა.შ. ამდენი უაზრო შეცდომა, ამდენი უაზრო დაკარგვა და სამწამიანში ასე სამარცხვინოდ ჩასვრა. არ ვიმსახურებდით გამარჯვებას , არანაირად!
რუსთავი
არ ჩამქოლოთ, ჩემი აზრით ეს თამაში მაკფადენმა წაგვაგებინა ტველა საკვანძო სროლა გააცუდა და ბურთი მივიღეთ კალათში... და ზოგადად ვერ არის თავის წინამორბედის დონის არათუ უკეთესი, უკვე დიდი ხანია დროა მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის.
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89