27 წლის ფორვარდის გადაბირების მსურველმა ინგლისელებმა "რომასთან" მოლაპარაკებები დაიწყეს

„ტოტენჰემის“ მწვრთნელ ჰარი რედნაპს თავდასხმის გაძლიერება უნდა და იტალიურ და ინგლისურ პრესას თუ დავუჯერებთ, „რომას“ 27 წლის ფორვარდ მირკო ვუჩინიჩს დაადგა თვალი.

მეტსაც გეტყვით: გაირკვა, რომ „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობამ რომაულ კლუბთან მოლაპარაკებები წამოიწყო. რედნაპის ფავორიტი წინა ხაზისთვის იტალიელი ჯუზეპე როსი გახლდათ, მაგრამ ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ეს უკანასკნელი „ვილიარეალიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადავა. აქედან გამომდინარე, „ტოტენჰემმა“ აქცენტი ვუჩინიჩზე გადაიტანა. არადა, „ჯალოროსის“ თავდამსხმელის ყიდვა თურმე „ბლექბერნს“ და მიუნხენის „ბაიერნსაც“ სურთ.

ახლა „ტოტენჰემის“ ერთ-ერთ მესვეურს მოვუსმინოთ, რომელმაც „გაძეტა დელო სპორტს“ ვუჩინიჩით დაინტერესება დაუდასტურა, საზოგადოებისთვის კი ინკოგნიტოდ არჩენა ამჯობინა: „ვუჩინიჩი უნიჭიერესი ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ სუპერგრანდს დაამშვენებდა. მირკო „ტოტენჰემს“ მაგრად გააძლიერებს.

ვუჩინიჩი მრავალმხრივი თავდამსხმელია, ტექნიკურიცაა და საგოლე ალღოც შესანიშნავი აქვს. ამასთან ერთად, მას არა მარტო ცენტრფორვარდის, არამედ გარემარბისა და უკან დახეული თავდამსხმელის პოზიციებზეც შეუძლია ასპარეზობა. აქედან გამომდინარე, ვუჩინიჩი „ტოტენჰემს“ ზუსტად ესადაგება. რომაელებს სწრაფად სურთ მოლაპარაკებების დამთავრება და ამის საწინააღმდეგო არც რედნაპს აქვს რამე. ერთადერთი, რაც ახლა გვანერვიულებს, მონტენეგროელის მძიმე ხასიათი და ცუდი ფორმაა. ვუჩინიჩმა გასული სეზონი საკმაოდ სუსტად ჩაატარა, თუმცა ჰარიმ იცის, როგორ უნდა მოამზადოს ფეხბურთელი და როგორ უნდა მიიღოს მისგან მაქსიმუმი.“

იტალიელი მიმომხილველები წერენ, რომ „რომა“ მზადაა, ვუჩინიჩი დათმოს, რადგან „ჯალოროსის“ მის პოზიციაზე ახლა ერიკ ლამელა ჰყავს, რომელიც იტალიელებმა „რივერ პლეიტიდან“ იყიდეს. სწორედ ვუჩინიჩის დარი შემტევია ბოიან კრკიჩიც. როგორც ირკვევა, „ტოტენჰემი“ ვუჩინიჩში 17 მილიონ ევროს იხდის, „რომა“ კი 20 მილიონ ევროს ითხოვს.

მირკო ვუჩინიჩი მარადიულ ქალაქში ოთხი წლის წინ აღმოჩნდა (ლეჩედან გადავიდა) და მაშინ „რომას“ მისი ტრანსფერი 19.5 მილიონი ევრო დაუჯდა. მონტენეგროელს „ჯალოროსისთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული. იტალიის ჩემპიონატში ვუჩინიჩმა 27 თამაშში 10 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მართლაც კარგი ფეხბურთელია და ტოტენჰემს კარგად შეეწყობა,მარა კაი იქნება ისევ რომაში თუ დარჩება...
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა