გორში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ. 27-ე წუთზე გაგუას მიერ მოპოვებული პენალტი გულიაშვილმა ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ, სტანდარტულები კარგად გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ. უნდა აღინიშნოს მეკარე კუტალაძის კარგი თამაში, რომელმაც რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი. შეცვლაზე შესულმა სიგუამ 82-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, კონტრშეტევაზე კი მეკარის უხეში შეცდომის შედეგად ნ. ხორხელმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში სვანაძის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 21 ნოემბერს უკრაინასთან გამართავს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

საქართველო - ისრაელი 1:2

გოლები: 0:1 ლემკინი (49), 0:2 ბარი (56), 1:2 ნ. ხორხელი (84)

გამოუყენებელი პენალტი: გულიაშვილი (27)

გაძევება: სიგუა (82)

საქართველო: კუტალაძე, კაპანაძე (მაისურაძე 73), გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, ო. მამაგეიშვილი (ნ. ხორხელი 60), ოსიყმაშვილი (სიგუა 60), გულიაშვილი (ლომთაძე 73), გაგუა (ნ. ხორხელი 87), ნ. გაგნიძე (ჯინჯოლავა 87)

Гиорги
საქართველომ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო თამაშები. საქართველოში ფეხბურთი არ გამოდის
სიმართლე
დროზეა საჭირო ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში, თორემ მომავალ წელს ჩვენს გუნდს იგივე დაემართება, რაც კალათბურთში მოხდა ამ შემოდგომაზე
წაიკითხე ხმამაღლა
ყველაზე სუსტი ნაკრები სან მარინოს შემდეგ!!! რა არა???
Giusha3232
მომენტი უნახავს მამიკოს ბიჭების შესაყრელად და მაყუთის საკეთებად!
zura
დღეს თამაშის შემდეგ სვანაძეს ოჯახის წევრი კონკრეტულად ბიძა და მამა ფეხბურთელებს უდიერად იხსენიებდნენ..ეს კომუნისტები თბილად არიან ნაკრებში,ფედერაციას აწყობს მსგავსი ფორმატი იმიტომ რომ სოლიდური ანაზღაურებიდან გარკვეული პროცენტი უკან ბრუნდება..
ნუგზარი
გაითვალისწინეთ რომ კვარაცხელია, მამარდაშვილი, დავითაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, საზონოვი, გოჩოლეიშვილი ამ ასაკის არიან და პირველ ნაკრებს ჰყავს წაყვანილი. ათხოვეთ ეს ხალხი სვანაძეს და შემდეგ მოვთხოვოთ შედეგი. მეორე შემდაგენლობაა ფაქტობრივად.
Givi
Ara mgonia romelime normaluri nakrebi amden ukan pass aketebdes da ase zozinit tamashobdes sheidzleba chamogedzinos kacs,,es ra seni gvaqvs qartvelebs?!ar vici 17,19,21 nakrebebi arafer shedegebs deben(gacilebit uketesi shedegebi iko wina wlebshi)da am dros kargi akademiebit da nichieri taobebit viwonebt tavebs,amas droze tu ar miexeda marto kvara da mamarda ver gvishvelis damijeret...
zura
რატომ არის სვანაძე ოჯახით ნაკრებში დასაქმებული?მამა,ბიძა,თვითონ..თანაც სოლიდური ანაზღაურებით ოჯახის წევრები..
Givi
Shtabewdileba damrcha rom shesvenebisas ragac gaimaza...samwuxaroaa
Giusha3232
რა გახდა ეს მაფიოზის სვანაძე?! მოიყვანეთ ისეთი პატიოსანი მწვრთნელი,რომელიც უპატროენებიდანაც აარჩევს ნიჭიერ ბიჭებს,ხომ ხედავთ რომ ამ მამიკოების ბიჭებით ფონს ვერ გადიხართ.აუტანელე ხდება დღითიდღე ამ მაფიოზების ქვეყანაში ცხოვრება.
ნიკო
მე არ ვიცი ფედერაცია ამ ასაკობრივი ნაკრებების თამაშს არ უყურებს? რაღაც სისტემაში უნდა მოვაქციოთ მოვაქციოთო რომ ჰკითხო და ფაქტია რასაც მე ვუყურებ ყველა ასაკობრივის თამაშს გუნდი თამაშობს გეგონება მეტოქის კარები არ არსებობს, უაზრო გადაგორება გადმოგორება, ის რომ აკადემიები მუშაობენ კარგად ესეც ტყუილია, შეხედეთ ჩვენი 17 წლამდელები ანდა 19 წლამდელები რომ თამაშობენ ფიზიკურად მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ასაკით უფროსები გეგონება, აქაც იგივე ხდება რაც კალათბურთში რამოდენიე გამორჩეული ტალანტი გაისვრის მაგალითად კვარაცხელია იქ იყო ფაჩულია და მისი თაობა და ამას ამოეფარებიან ფიფიები იტყვიან აი აკადემია კვარაცხელია გავზარდეთო არადა ვისაც გახსოვთ კვარაცხელიაზე დოკუმენტური ფილმი რუბინში რომ იყო იქ პირდაპირ ითქვა რომ სრულიად მოუმზადებელი ჩავიდა დიდი ფეხბურთისთვის უბრალოდ ძალიან ნიჭიერი იყო და იქ ამოაქაჩინეს ბევრი სხვა რამე, ამიტომაც არის რომ წინ ვერ მივდივართ, იმიტომ რომ 2-3 კაცის მეტი არ გვყავს სისტემა არ მუშაობს რეალურად, თორემ მასე ნიჭიერი ბავშვები ყველთვის იყვნენ ყველაზე ცუდ დროსაც გვყავდა მჭედლიძე და ყენია მაგრამ როგორც ამთავრებდნენ კი ვიცით, ამ ფედერაციამ ცოტა გაახილოს თვალები კვარაცხელიას წარმატებას თავის წარმატებად ნუ გვასაღებენ.
ბაჯო
სვანაზეს ტუ არ გაუსჰვებენ ტავი მოგვეჰრება ტბილისჰი.ნოლია მცვრტნელის ხელი ნოლი
კოტე
რა ქნას მაგ ე.წ. მწვრთნელმა?(? რასქც მამიკოები "აგვარებენ" იმას ასრულებს.
beqa
უმოტივაციო და უხასიათო გუნდია უფხო გუნდია
ალიბეგ
მარცხიც არის და მარცხიც ფეხბურთს არ თამაშობენ ესენი.
o o n

გია
ეს 21 არაფრად ვარგა.
merab1970
უმეტეს წილად უშინაარსო და ქაოტური სურბილი მოედანზე, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქოს და შეუთამაშებელი გუნდია. მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდა თითქმის. მაპატიეთ ბიჭებო, მაგრამ ასეთი თამაშით ევროზე შედეგს ვერ მიაღწევთ. წარმატებებს გისურვებთ
ადამიანი
რამაზ სვანაძის ოპტიმისტური კომენტარია საინტერესო
ბაჯო
მწვრთნელია სასწრაფოდ გასაგდები
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან ისევ 0:3 დამარცხდა