საქართველო-უელსის მატჩის წინ

უელსთან მატჩის წინ საქართველოს რაგბის მესვეურებს კარდფიში ბიბისი ესაუბრა, ბიბისის შეფასებით, არსებული კლიშეს საწინააღმდეგოდ, ქართველ მორაგბეთა ძალა მათ ფიზიკურ მომზადებაში ან თუნდაც გამძლეობაში კი არ არის, არამედ ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებაშიც - რაც ბოლო პერიოდში ძალიან შესამჩნევი გახდა, განსაკუთრებით უკანა ხაზზე, 9-10 ნომრების კომბინაცია აღფრთოვანებას იწვევს და ამ ყველაფერს ემატება ეროვნული სულიც, რადგან რაგბი ყველა ქართველის სისხლშია.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს სარაგბო ნაკრები მთავარი მწვრთნელი: აღფრთოვანებული ვარ უალსთან მატჩის პერსპექტივით, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სარაგბო გუნდია, კარდიფიც და ეს სტადიონიც უთუოდ მსოფლიო რაგბის სიმბოლოებია - ეს მატჩი, შესაბამისად ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. მე კოვიდი მძიმე ფორმით მოვიხადე, ერთი თვე კომაში ვიყავი და ერთადერთი რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან ჩემი პროფესიისა და ჩვენი გუნდის სიყვარულია, ეს ჩემი ცხოვრების სტიმულია, ახლა მეც და გუნდიც ფორმაში ვართ და მზად ვართ ამ გამოწვევისთვის.

სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი: ძალიან დიდი მადლობელი ვარ თბილი დახვედრის, მადლობა კარდიფს, გუშინ გავიარე ქუჩებში და ყველა ბარში უამრავი ქართული დროშაა რაც სიამაყით აღმავსებს, რაც შეეხება მატჩს - პირდაპირ გეტყვით რომ შედეგის მიუხედავად ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, რადგან უელსთან თამაშს უამრავი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის და თითოეული გამარჯვების ტოლფასია; აქვე დავძენ, რომ უელსის ნაკრები ყოველთვის მზად არის ეთამაშოს საქართველოს და ეს დიდი პატივია ჩვენთვის. ჩვენ ასევე გვყავს შავი ლომი, რომელიც ახლა ევროპის სუპერთასზე თამაშობს და ასევე ველოდებით შესაძლებლობას ამ ფრანჩიზით ჩავერთოთ სხვა მაღალი დონის ტურნირებშიც, როგორიც იუ-არ-სი ან ჩელენჯ-ქაფია. ერთი თვის წინ ვუმასპინძლეთ საქართველოში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, გავაცანით ქართული რაგბის 15 წლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ერთ ქვაკუთხედი სწორედ შავი ლომია; მსოფლიო რაგბთან ერთად ჩვენ უკვე ვმუშაობთ რომ გავაფართოვოთ ამ გუნდისთვის საშეჯიბრო ასპარეზი და ამაში გევრდით გვიდგანან როგორც სპონსორები, ასევე საქართველოს მთავრობა, - ჩვენს მხარეს სრული მზადყოფნაა.

R

mesxi
ფირუზ მთავრობაში შენ და ძმანი შენი რომ ყოფილიყავით ჭრელი ლომი მერე გვეყოლებოდა !!! მაგრამ ვეგარასდროს ფირუზა !!!
სოსო
ფირუზიი!წადი,კაკაო დალიე!
გიო
ფირუზა!!!!!! უელსელებს შაუგდეს?
ფირუზა
აბა რა, მთავრობა და ჭრელი ლომი/
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა