ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერვასკვლავმა დერონ უილიამსმა ოფიციალურად გამოაცხადა "ბეშიქთაშთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სუპერვასკვლავმა დერონ უილიამსმა ოფიციალურად გამოაცხადა "ბეშიქთაშთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

ერთწლიანი ხელშეკრულება ითვალისწინებს გამთამაშებლის დაუყოვნებლივ "ნიუ ჯერსი ნეტსში" დაბრუნებას - როგორც კი NBA-ში ლოკაუტი დასრულდება. ESPN-ის ინფორმაციით, თურქეთში დერონის ხელფასი თვეში 500 ათასი დოლარი იქნება. უახლოეს დღეებში ამერიკაში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ამ მოვლენას მიეძღვნება. სავარაუდოდ, უილიამსი სტამბოლურ კლუბს სექტემბერში შეუერთდება.

ცნობილია, რომ "ბეშიქთაშს" NBA-ის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის შეძენა სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კობი ბრაიანტს არ ხიბლავს თურქეთში გადასვლის პერსპექტივა. არადა, კლუბის ხელმძღვანელობა ზუსტად ისეთი ხელფასის გადახდას აპირებდა "ლეიკერსის" ლიდერისთვის, რასაც დერონ უილიამსი მიიღებს.

თუმცა წინადადება ძალაშია და კობის ნებისმიერ დროს შეუძლია თანხმობა განაცხადოს.

P. S. გუშინ, გვიან ცნობილი გახდა, რომ "ბეშიქთაშს" სერიოზული პრობლემები შეექმნა. კერძოდ, ფეხბურთში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალის

გამო კლუბის ფინანსური ანგარიშები დაყადაღებულია. ასე რომ, უილიამსის გაფორმების პროცესი შეიძლება შეფერხდეს ან საერთოდ ჩაიშალოს.

"მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა ორივე თვალზე ოპერაცია გაიკეთა. ამ პროცედურის წყალობით ფლორიდელ ვარსკვლავს აღარ დასჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები.

გასულ სეზონში "ყველა ვარსკვლავის მატჩის" შვიდგზის მონაწილე საშუალოდ მატჩში 25.5 ქულასა და 6.4 მოხსნას აგროვებდა.

ევროპის ჩემპიონატზე სერიოზული დანაკლისი ექნება ლატვიის ნაკრებს. მას მეზობელ ლიტვაში ორი ლიდერის ანდრის ბიედრინშისა და კრისტაპს იანიჩენოკსის გარეშე მოუწევს თამაში.

როგორც იცით, "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ბიედრინშმა 2010-11 წლების სეზონის დიდი ნაწილი მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო გამოტოვა და არ არის ფიზიკურ ფორმაში. რაც შეეხება რიგის ვეფ-ის წამყვან მოთამაშეს იანიჩენოკს, მან ვერ მოასწრო ტრავმის შემდეგ აღდგენა.

ევრობასკეტზე ლატვიელები B ჯგუფში სერბეთის, იტალიის, გერმანიის, ისრაელისა და საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეეგ ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა