საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებული წელი მარცხით დაასრულა. ქართველი ლეგიონერები ისვენებენ და მთელი ყურადღება ახლა უჩვეულო დროს ჩანიშნული მსოფლიო ჩემპიონატის მიმართაა. ვერ ვიტყვით, რომ თურაშაულის პატრონები ტყეში პანტას ვეძებთ, თუმცა ეროვნული ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მის მიმართ ინტერესი არსებობს - ვინ მოიპოვებს ჩემპიონობას, რომელი გუნდები დაიცავენ საქართველოს ღირსებას ევროასპარეზზე,

ვინ იქნება უიღბლოთა შორის და ა.შ.

რა სათამაშო დონეც უნდა გვქონდეს, ხვიჩა კვარაცხელიასა თუ გიორგი მამარდაშვილის მსგავსი ფეხბურთელების პირველი ნაბიჯები სწორედ აქ იდგმებოდა და ეს უნდა გვახსოვდეს, გასულ სეზონში "ნაპოლის" გარემარბი ცოტა ხნით ხომ ბათუმელთა ღირსებას იცავდა და სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გულშემატკივრები დააბრუნა.

როგორ გაჩემპიონდება თბილისის "დინამო"?

ჩემპიონატს დასრულებამდე ორი ტურით ადრე თბილისის "დინამო" ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები მოქმედ ჩემპიონ ბათუმელებს 3 ქულით აღემატებიან. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა გია გეგუჩაძის გუნდის მხარეს იქნება.

ის, რაც ევროტურნირებზე ბათუმურ კლუბში მოხდა, მათ დიდი უპირატესობის დათმობის ფასად დაუჯდათ. როცა გუნდიდან ლიდერები მიდიან და სათანადოდ ვერ ძლიერდები, შეუძლებელია, მაღალ ამბიციებზე ისაუბრო. ბრატისლავის "სლოვანთან" იმ დრამატული ბოლო წუთების შემდეგ ბათუმის "დინამო" ერთგვარ ნოკაუტში აღმოჩნდა, რომლიდანაც გამოსვლას ბოლომდე ახლაც ვერ ახერხებს.

მომავალ ევროტურნირებამდე ჯერ დიდი დროა, თუმცა უკვე იმდენი მარცხი და გულისტკენა გვინახავს, მაინც ოპტიმისტურად განწყობა ლამის გმირობის ტოლფასია, თუმცა სხვა რა გზა გვაქვს - ისევ გგონია, რომ ჩვენი კლუბები რაღაც ახალს მოიფიქრებენ, სათანადოდ გაძლიერდებიან, სტაბილური კონტინგენტი ეყოლებათ... ამავდროულად, ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, ლამის პირველივე შემოთავაზებაზე მოთამაშეები საზღვარგარეთ რომ მიდიან. ამასობაში, ისეთი წაგებები დაგვიგროვდა და იმ დონის ქვეყნებთან, გულშემატკივრებისთვის რთულად ასახსნელია...

რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერების დარჩენილ მატჩებს, კალენდარი საკმაოდ რთულია. დაველოდოთ, რა მოხდება.

"სამგურალთან" მომხდარი ინცინდენტის გამო, ბათუმის "დინამო" შემდეგ მატჩს საკუთარ მოედანზე ცარიელი ტრიბუნების წინ გამართავს, კლუბის პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს კი სტადიონზე შესვლა ერთი წლით (როგორც საშინაო, ასევე გასვლით მატჩებზე) აეკრძალა.

35-ე ტური. 26.11. 13:30 სთ

"სამგურალი" - "დინამო თბილისი";

"გაგრა" - "დინამო ბათუმი"

ბოლო ტური. 03.12. 13:30 სთ

"დინამო თბილისი" - "გაგრა";

"დინამო ბათუმი" - "ტორპედო"

ევროტურნირები

მოგეხსენებათ, ქვეყნის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სამი გუნდი კი კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით - პირველობას ვინც ვერ შესწვდება, ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს, ორი ადგილი კი გასარკვევია.

ევროტურნირის ერთი მონაწილე თასის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს, სადაც ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს - 7 დეკემბერს ბათუმში (19:00 სთ), ფინალში ერთმანეთს "ლოკომოტივის" მეორე გუნდი და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. თუკი თბილისელები კონფერენს ლიგაზე გასვლას შეძლებენ, ეს მართლაც იშვიათი მოვლენა იქნება, ევროტურნირზე სათადარიგო გუნდი ვიხილოთ. თავის მხრივ, ქუთაისელები ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალს ვეღარ შესწვდებიან და მთელი ყურადღება დავით ყიფიანის თასისკენ აქვთ მიმართული.

რაც შეეხება ეროვნული ლიგის მესამედგილოსნის ვინაობას, წყალტუბოს "სამგურალი" ბოლო დროს მუდმივად ევროტურნირებზე მყოფი გორის "დილას" 1 ქულით აღემატება. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ ტურში თვით ბათუმში იმარჯვა და "სამგურალს" ახლა თბილისის "დინამოც" უნდა უფრთხილდეს.

მთავარი დრამა ისაა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის მებრძოლი გუნდები უკანასკნელ ტურში ერთმანეთს გორში დაუპირისპირდებიან.

35-ე ტური, 26.11. 13:30 სთ

"სამგურალი" - "დინამო თბილისი";

"თელავი" - "დილა"

ბოლო ტური. 03.12. 13:30

"დილა" - "სამგურალი"

ვინ გავარდება?

თუკი ეროვნული ლიგა მომავალ წელსაც მსგავსი ფორმატით ჩატარდება, მაშინ ახლა ერთი გუნდი პირდაპირ გავარდება, ორი კი პლეი-ოფში ითამაშებს. ბოლოადგილოსნის ვინაობა დიდი ხანია ვიცით - თბილისის "ლოკომოტივი", ამ სამ გუნდ შორის კი პლეი-აუტს მხოლოდ ერთი გადაურჩება - ბოლნისის "სიონი" (33 ქულა), "თელავი"(35) და "გაგრა"(36). ქობულეთის

"შუქურამ" ეროვნულ ლიგაში აღზევება უკვე გაინაღდა. რაც შეეხება პლეი-ოფს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ იქ "სპაერი" და "სამტრედია" ითამაშებენ. ამ უკანასკნელის გადასწრების თეორიულ შანსს მარტვილის "მერანი" ინარჩუნებს.

საფეხბურთო წელი დასასრულს უახლოვდება, მომავალი სეზონი კი თებერვლის ბოლოს, სუპერთასით განახლდება.

სეკო
ეგ ჯუღელი უმაღლესიდანაც დაგწევთ.
ნერაძური
მეტი პროფესიონალია საჭირო საფეხბურთო კლუბის მართვაში, ბიზნესი, ფული და ფეხბურთის სიყვარული კარგია მაგრამ როცა კომპენტურობა არაა შედეგი არც მოვა, ამ ბათუმის ჩემპიონობა სასაცილოდ მოსჩანს.
კაპიტან გარდენბურგი
ეს ლოგიკა არაა აქ სწორი, დინამო თბილისია ქართ ფეხბ სახე! და როცა ფლაგმანი ასეთ დღეშია ჩემლიონატიც იგივეა, ბათუმა არც მიეთხოვებიდა აქამდე მეტი, განსხვავებით თბილუსისგან
bejo
გუნდების რაოდენობა თუ გაზარდეს ეგ იქნება უცოდინრობის პიკი ... ან მოსყიდვა იმ გუნდების ვისაც გადმოიყვანენ ... რა გაზრდა 9 გუნდიანი გაუშვით ან 8 რაც მეტია გუნდი მით დაბალია დონე პრემიერლიგა არ მითხრათ ეხლა ბავშვებმა ))) ჩვენ სხვაგან ვბანაობთ ... ისე საერთოდ მეორე წრე 4 გუნდში უნდა გვქონდეს და შეიძლება მაგით აიწიოს დონემ ... ბავშვები არ გამომეხმაუროთ ... კალაძის ინტერვიუ გამახსენდა სანამ ჭკუას გაიზრდიდა (ეხლა ბევრი რამე აქვს ნასწავლი) რომ გამოვიდა და მივესალმები რაოდენობის გაზრდასო 16 გუნდამდე გავზარდეთ და მერე ყოველ წელს ამცორებდენ რო 10 მდე შეემცირებონათ როგორმე რომ მიხვდენ რაც მიქარეს... შვეიცარია დანია და ეგეთი დონის ქვეყნები ატარებენ 10 - 12 გუნდიან ჩემპებს ... საერთოდაც რაოდენობის გაზრდა ესე კობის სიზმარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული რა უბედურებააა ...
ქობულეთიდან
კვარაცხელიას, დავითაშვილს, აზაროვს და გაფრინდაშვილს რომ გაუშვებ და ვაწაძეს და ღუდუშაურს რომ მოიყვან,რა შედეგს უნდა ელოდო ძალიან გამკვირვებია. რას ერჩოდნენ ნიქაბაძეს ვერ ვხდები, ვაწაძეს აღარ ჯობდა?
T.t
უბრალოდ რას ვერ ვხვდები იცი? საპრეტენზიო ბათუმს რა ქონდა მსაჯთან,ოღონდ მართლა ვამბობ.ჯერ გოლი რაზე გადაუმოწმეს სამგურალის,მერე 7 წუთის დასამატებელი რა იყო იქ და კიდე ბათუმი იყო პრეტენზიით.მართკა გასაკვირია.
დავიდუსი
იმედი მქონდა ბათუმი არ იქნებოდა ერთ წლიანი გუნდი,მაგრამ სამწუხაროდ ასე გამოდგა! გასაგებია კვარას ვერ დაიტოვებდა, მაგრამ დანარჩენები უნდა დაეტოვებინა,თუ სერიოზული გუნდის შექმნას აპირებდა? თუ არა და რას ყრიან ასე უაზროდ ფულებს? ათეთრებენ თუ რას შობიან? ტოტალიზატორები ჩვენი ჩემპიონატი ნაკლებად აინტერესებთ!
ბეგი
ზუგდიდი,ზესტაფონი,ბათუმი,ვინაა შემდეგი?ესეთი ჩემპიონობა თუ უხარია გუნდს ევროსარბიელზე ისევ დავიჭერთ კაი კურდღელს ეტყობა ფედერაციას დინამოს ვირუსი შეეყარა
კაპიტან გარდენბურგს
თბილისის დინამოს რომ მიაფრინდი ბათუმის დინამო რომ გახდა ჩემპიონი სად გვანახა წარმატება?!
გიუშა
მურთოს სამგურალი კი მოუგებს დინამოს მაგრამ ბათუმი მოუგებს გაგრას???)))
გიუშა
აჩია სლუცკი ჩამოიყვანე,მაინც რუსეთიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი)
1.2.3.4.5.6.
ევროპაზე რო გადიხართ და ასე დაბალ ტემპში თამაშობთ ისევ იგივე შედეგი გექნებათ და ისინი თუ დარბოდენ ჩვენებს სირბილს არ ასწავლიან თუ ვერ სწავლობენ თუ არ გვყავს ვისაც სწავლება შეუძლია თუ რა სჭირთ ერთხელ ვინმემ თქვით
Denver
12 გუნდი იდეალურია.
რაბუ
ახალი არაფერია, ჩვენი საკლუბო ფეხბურთი დიდი ხანია დასჯილია
მურთო
მაგრად მგონია რომ სამგურალი დინამოსაც მოუგებს და ბათუმი გახდება ჩემპიონი
კაპიტან გარდენბურგი
დინამო თბილისი თუ გახდა ჩემპიონი ისევ, წრეზე წავიდა ესეიგი ქართული საკლუბო ფეხბურთი და მორიგი სირცხვილი იქნება ზაფხულში. მივდივარო არ თქვა კაცო იმ კაცმა? არაა საშველი და ეს კლუბი სამუდამოდ განწირულია? ამ ზაფხულს მაინც რომ სააახევენ თავზე ბურთს იქნებ რამე შეცვალონ
ვერგავიგე
ესე ხელაღებით გუნდების რაოდენობას რატომ ცვლიან? ხმები ხომ არ ჭირდებათ პრეზიდენტის არჩევნების წინ? აბა, რა ვიფიქრო? ფაქტია 10 გუნდიანში ვერ იზრდება დონე, იმის მაგივრად რომ შეამცირონ და ხარისხი აწიონ, პირიქით ზრდიან და ხარისხს ანულებენ.
გია
ჯერ არაფერია გარკვეული საინტერესო ბოლო ორი ტურის მოლოდინში?
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
მადლობა, ყველაფერი გავიგე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს