კარდიფში უელსზე ისტორიული გამარჯვება "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული მესამე ტაიმით თბილისში, არატრადიციულად აღნიშნა – პირველად ამ საზეიმო თავყრილობაზე, კარი რაგბის ქომაგთა კლუბის ასობით წევრს გაუხსნა და კითხვებზე პასუხებისა და ავტოგრაფების მიღების საშუალება მისცა. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.

ზეიმი რამდენიმე საათს გაგრძელდა და სიურპრიზით დასრულდა – რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ 10 ქომაგი საკუთარი სახსრებით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მიიწვია. იღბლიან ქომაგთა შორის 15 წლის ალექსანდრეც არის, რომელიც ყველა სარაგბო მატჩს ესწრება და ქართველ მორაგბეებს ემოციურად გულშემატკივრობს, – „მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა – ეს ნამდვილი სასწაულია“ – განაცხადა ნიკამ.

„არასდროს ქართული რაგბის წინაშე არ ყოფილა გახსნილი ისეთი ჰორიზონტები, როგორიც დღეს გვაქვს, – მსოფლიო რაგბისთან, რაგბი ევროპასთან მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ჩართვაზე ყველაზე ელიტურ ტურნირებში – სწორი სამწვრთნელო და საშეჯიბრო სტრატეგია, მომავლის სწორი ხედვა და დაგეგმვა, მიმდინარე პროცესების თანმიმდევრული მართვა და მჭიდრო კომუნიკაცია რაგბის ყველა საერთაშორისო ადმინისტრაციასთან – ეს არის ის კურსი, რამაც ამ მომენტამდე მოგვიყვანა და ეს არის, რის გამოც ჩვენ პირველად ასეთ მასობრივ შეხვედრას ვმართავთ რაგბის გულშემატკივრებთან“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

უელსთან ტრიუმფს წინ "ექვსი ერის" კიდევ ერთ წევრ იტალიასთან გამარჯვება უძღოდა, – მსოფლიო პრესა მიიჩნევს, რომ სარაგბო რუკაზე საქართველო დღეს ისე გამოიკვეთა, როგორც არასდროს და, რომ ეს პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

Rugby.ge

კაი ერთი
მამის დანატოვარით დააფინანსა? მე 100 კაცს გავუშვებდი ხალხის ფულით, რა პრობლემაა?))))))))))))
სოსო
ნაკრებმა ორი ისეთი გამარჯვება მოიპოვა,რომელსაც პროპაგანდას,ვერაფრით დაარქმევ.ეს შედეგია.ეგეც არ იყოს,პროპაგანდაც საქმის წინსვლისათვის,ერთერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.ეგ რომ არა,საქართველოში რაგბიში მოვარჯიშეთა რაოდენობა,ვერაფრით გაიზრდებოდა,10 000-ზე ზევით.ზუსტი ციფრი აღარ მახსოვს,12 თუ 14 ათასი თქვეს და ამიტომ არ მინდა ტყუილი ვთქვა.10 000- ზე მეტი ,ცხოვრების ჯანსაღი წესით მცხოვრები ადამიანი,მხოლოდ რაგბის დახმარებით რომ გეყოლება და კიდევ უფრო დაემატება,ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთოს,ქართველმა კაცმა?გინდ ფრაფაგანდა დაარქვი და გინდ პროპაგანდა,მაგრამ ეს ხომ, ერისათვის სასარგებლო საქმეა?!გიორგობას გილოცავთ,შენც,სოსო ტყემალაძესაც და მთელ საქართველოსაც.დაე წმინდა გიორგი გვეწეოდეს,ყველა სასიკეთო საქმეში.
რრრ
კი მაგრამ ეს ე.წ მესამე ტაიმი ლოთობა და ღრეობა ცუდათ არ მოქმედებს სპორტულ რეჟიმზე? სამომომავლოდ?
ანდრი
ტყემო, ფრაფაგნდა ხარ.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის