მოულოდნელი ქართული გოლები: ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა ლიპარტია...
თუკი შარშან უკრაინულმა პრემიერლიგამ ქართული გოლის გარეშე ჩაიარა, ახალდაწყებულ ჩემპიონატში ტური არ გავა, ჩვენებურებმა თავი არ გამოიჩინონ - ამ უქმეებზე ჯაბა ლიპარტიას ჯერი იყო, რომელმაც "ზარიაში" სადებიუტო გოლი გაიტანა [იხილეთ ვიდეო].

მისი გუნდი ხარკოვში ესტუმრა "მეტალისტს" და 2:3 დამარცხდა. სტუმართა "ათიანმა" 59-ე წუთზე გაათაბრა (2:2 გახადა), როცა მარცხნიდან მოწოდებულ პასს ოსტატურად გამოეხმაურა. როგორც ყოველთვის, ლუგანსკელთა ყველა სტანდარტულს ლიპარტია ასრულებდა.

ტური კი იმ თამაშით დაიწყო, სადაც ქართველებმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშეს, თუმცა გაშვებისთვის მათ ხუანდე რამოსზე შური ვერ იძიეს - უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა სრულად იყვნენ მოედანზე "კრივბასი"-"დნიპროს" შეხვედრაში (0:2). დებიუტანტ "ოლექსანდრიას" ქართველმა ლეგიონერმა დავით თარგამაძემ პირველივე ტურში გაიტანა, ახლა კი მას კარგი შანსი ჰქონდა, კიევის "დინამოსთან" მატჩში წარმოჩენელიყო. ჩვენებური საკმაოდ აქტიური იყო (განსაკუთრებით პირველ ტაიმში), თუმცა მისი გუნდი ფავორიტთან 1:3 დამარცხდა.

ვასილ გიგიაძის "ტავრია" სტუმრად 2:2 დაუზავდა "ვოლინს", ჩვენი ვეტერანი ამ მატჩში სიმბოლურად მონაწილეობდა - 93-ე წუთზე გამოვიდა. ამ ტურში არ უთამაშიათ სანდრო გურულსა (კარპატი) და თორნიკე ოქრიაშვილს (ილიჩივეცი), არსენალელი სანდრო კობახიძე კი (ილიჩივეცთან 1:1) 69-ე წუთზე შეცვალეს.

ავსტრიის ბუნდესლიგაც დაიწყო, ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონის" სავარაუდო მეტოქე "შტურმმა" სტუმრად "რიდთან" 1:1 ითამაშა. გიორგი ფოფხაძის დებიუტი არ შედგა, ის სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა.

რუსეთში თასის 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. თქვენს ყურადღებას "ურალანი"-"რუბინის" თამაშზე შევაჩერებთ, რომელიც 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი 6:5 ყაზანელებმა იმარჯვეს. ამ მატჩში "რუბინში" დებიუტი ჰქონდა 19 წლის საბა კვირკველიას, ქართველი მცველი მოედანზე 110 წუთი იყო. სხვათა შორის, მასპინძელთაგანა ერთი პენალტი ექსზუგდიდელმა ჩისამბა ლუნგუმ გაიტანა.

"სპარტაკი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, მოსკოველებმა სტუმრად 1:0 მოუგეს "ისტრას", ჯანო ანანიძე 66-ე წუთზე შეცვალეს. "ხიმკი" "ზენიტს" ებრძოლა, მაგრამ საბოლოდ ვერას გახდა - 2:3. 38-ე წუთზე მასპინძელთაგან სუპერგოლი გიორგი ნავალოვსკიმ გაიტანა (შორეულ კუთხეში, ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა). "კრასნოდარი" კი დაემშვიდობა რუსეთის თასზე ოცნებას, ვორონეჟში "ფაკელთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურთაგან მხოლოდ კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ითამაშა.

ლევან გვაზავას "ტერეკმა" 2:0 მოუგო "ნიჟნი ნოვგოროდს", ლევანი შესვენებაზე შეცვალეს. ქართველთა "ვოლგამ" იაროსლავლში "შინიკს" 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი კი ლაშა სალუქვაძის ანგარიშზეა - ითამაშეს გია გრიგალავამ და მათე ვაწაძემაც, ხოლო აქამდე ტრავმირებული გოჩა ხოჯავა მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

ულიანოვსკში ადგილობრივი "ვოლგა" ვერაფერს გახდა "ანჟისთან" (0:3), რომლის კარსაც ნუკრი რევიშვილი იცავდა.

ლატვიის ვირსლიგაში "დაუგავამ" 4:2 მოუგო "გულბენეს", ოთხიდან ორი გოლის ავტორი მამუკა ღონღაძეა.

დაბოლოს, მე-2 ბუნდესლიგა მოგებით დაიწყო ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ", რომელმაც 3:2 აჯობა "დუისბურგს". კაპიტანმა ძალიან კარგად ითამაშა, მის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასია. "შპორტალმა" იაშვილს 2-იანი დაუწერა, რაც ძალიან კარგი შეფასებაა  [იხილეთ ვიდეო].

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა