კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, 35-ე ტური გაიმართა. საჩემპიონო რბოლაში მთავარი იყო მატჩი წყალტუბოში, სადაც ლიდერი დინამო თბილისი აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა და პირველ ადგილზე დარჩა: დინამო თბილისს ერთი მოგება აშორებს ჩემპიონობამდე...

სამგურალი - დინამო (თბ) 1:1

ისე გამოვიდა, რომ წყალტუბოს სამგურალი უმნიშვნელოვანეს, გადამწყვეტ როლს ასრულებს საჩემპიონო რბოლაში. წინა ტურში სამგურალმა დინამო ბათუმს გასვლაზე მოუგო, ახლა კი თბილისის დინამოსაც დააკარგვინა ქულები - 1:1.

თუმცა თბილისელებისთვის ამ ქულას ოქროს ფასი შეიძლება ჰქონდეს. ერთი ქულით წინ არიან ბათუმელებზე და ბოლო ტურში გაგრას თუ მოუგებენ, ჩემპიონები გახდებიან...

21-ე წუთი იყო, როცა სამგურალმა გაიტანა: ჯეფერსონ ჯერალდოს კარგ ჩაწოდებას მოჰყვა გიორგი ნიქაბაძის თავური. საინტერესოა, ნიქაბაძეს სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და აქედან 4 გოლი ბოლო სამ ტურში მიითვალა... და ჯეფერსონ ჯერალდოსთვის კი ეს მე-13 საგოლე პასი იყო სეზონში და ამ მხრივ საუკეთესოა.

დინამოელებმა 56-ე წუთზე გაათანაბრეს ულად-ომარ იმრანის ახლოდან გატანილით - 1:1. ეს გოლი, შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს: დინამოელები ლიდერებად დარჩნენ. რომ წაეგოთ, ბათუმელები იქნებოდნენ პირველზე...

სამგურალი კი მესამე პოზიციაზეა და ბოლო ტურში დილასთან თუ არ წააგებს, ისტორიაში პირველად გავა ევროტურნირებზე.

მატჩის დროს მოქმედებდა VAR-ი. ვიდეომსაჯი გიორგი ავაზაშვილი გახლდათ, ხოლო მისი ასისტენტი - დავით გაბისონია.

გაგრა - დინამო (ბთ) 1:4

ბათუმელთაგან დუბლი შეასრულა ჯამბულ ჯიღაურმა. ორივეჯერ შორიდან დარტყმებით გაიტანა და პირველი უფრო ლამაზი გამოდგა... ჯიღაურს 8 გოლი მოუგროვდა მიმდინარე ლიგაში. თითო-თითო გოლი კი სტუმართაგან ჯოვინო ფლამარიონმა და მათე ვაწაძემ გაიტანეს. ფლამარიონი 19 გოლით ლიდერობს ბომარდირთა დავაში, მეორეზე მყოფ ირაკლი რუხაძეს კი 13 აქვს აქტივში.

გაგრადან ერთადერთი ბურთი მცველმა ლუკა ნოზაძემ გაიტანა.

გაგრა მერვე ადგილზეა, ანუ საპლეიოფო ზონაში. ბათუმელებს კი ჩემპიონობის ერთადერთი შანსი დარჩათ: თუ თბილისის დინამო ბოლო ტურში გაგრას ვერ მოუგებს... შეგახსენებთ, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ზღვისპირელები გახდებიან ჩემპიონები, რადგან ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან თბილისელებს.

თელავი - დილა 1:1

დაძაბული მატჩი ფრედ დასრულდა. დილა სწრაფი გოლით დაწინაურდა: ჟან ვიქტორის დარტყმული ბურთი თელაველთა მცველ ილია ბერიაშვილს მოხვდა და ასე გავიდა კარში... პირველივე ტაიმში ფეხბურთელები წაკინკლავდნენ და არბიტრმა თითო-თითო კაცი გაუძევა გუნდებს: თელავიდან ცოტნე კაპანაძე და დილადან ონორე გომისი.

მასპინძლებმა 77-ე წუთზე გაათანაბრეს დავით მუჯირის თავურით. საინტერესოა, რომ მუჯირი 5 წუთის შესული იყო მინდორზე. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე ლიგაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი.

თელავი მეშვიდე ადგილზე დარჩა და დიდი შანსია, პლეი-ოფი აიცილოს თავიდან. რაც შეეხება დილას, მეოთხე საფეხურზეა და მესამეზე გასვლა შეუძლია: თუ ბოლო ტურში შინ სამგურალს მოუგებს.

ლოკომოტივი - საბურთალო 0:1

საბურთალომ ბოლო წუთებზე გაუტანა აუტსაიდერ ლოკომოტივს: გიორგი ჯინჯოლავას ჩაწოდებას მოჰყვა იური ტაბატაძის ზუსტი დარტყმა და 0:1. ეს ტაბატაძის მერვე გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.

საბურთალომ მეექვსე ადგილზე დაასრულა სეზონი. ლოკომოტივმა კი 35 ტურში 8 ქულა მოაგროვა...

ტორპედო - სიონი 3:0

ქუთაისელებმა დიდი ანგარიშით სძლიეს ბოლნისელებს, რომლებიც მეცხრე ადგილზე დარჩნენ.

პირველ ტაიმში გიული მანჯგალაძემ ეფექტური დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევარში კი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ჯერ თორნიკე ახვლედიანმა გიორგი ქიმაძის პასით... მერე კი ახვლედიანმა გააკეთა საგოლე გადაცემა და გიორგი კუხიანიძემ დააბოლოვა - 3:0.

მეორე და მესამე გოლები ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ნახევარმცველი კუხიანიძე ამ სეზონში ტორპედოს საუკეთესო ბომბარდირია 9 გოლით.

ტორპედო მეხუთე ადგილზეა, მაგრამ თასის ფინალი აქვს სათამაშო ლოკომოტივი 2-თან.

erovnuliliga.ge

a a ეგეც არ იყოს, ბათუმის დინამომ ქულები რომ გაანიავა და დისკვალიფიკაცია მიიღო, თურმე ეგეც სხვისი ბრალი ყოფილა და არა თავისი. თბილისის დინამო რასაც ჰგავს, ვხედავთ ყველა, მაგრამ ბათუმის იმ პრეზიდენტზე რატომ არაფერს ამბობენ, თავისი ქაჯობით რომ წაახდინა გუნდი?
თომა
კვირიკაშვილო ცუდი კაცი ხარ შენ.
ბაბა
სამგურალს ამბიცია აქვს და მოედანი არა, არადა პირიქით უნდა იყოს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
100% მართალი ხარ!მაგნაირ მინდვრის საფარზე სისწრაფე როგორ უნდა მოთხოვო ფეხბურთელს,გაგორებული პასის დროს კაცმა არიცის ბურთი საით გადახტება რაგბის ბურთივით დახტის. ამისთანა პირობები აქვს დინამოს ასეთი ბაზა და ვერ თამაშაშობს გუნდი, მეტი მოეთხოვება.
Tete1234
სამგურალის მინდვრის საფარი ძაან საზიზღრად გამოიყურება სირცხვილია..
სამგურალის ფანი
რომ გავალთ ევრო ტურნირზე მერე დაგელაპარაკები შენ ცალკე და შენ დინამოს სამგურალმა სადაც დაუfurtხა იქ მოუგო რო იცოდე.ცოტა დასტოინად სამგურალს და მის ,,''ყანას''რო ახსენებ.
ლადო
მოკლედ დინამო თბილისს მიართვეს ხონჩით ჩემპიონობა! წინა თამაშზე კუტალაძემ პენალტი რო აიკიდა თელავთან იქ გადაგდები იყო, ანუ დღეს არც წყალტუბოსთან ითამაშებდა და თელავთანაც კაცნაკლული გუნდი რას იზამდა ცალკე თემაა! დღეს პენალტი არ დაუდეს და ვის რა შაც ქვად უნდა ნეტა აქ ამათი 19 ჩემპიონობა??? ბათუმმა რომ "ივაჟკაცა" და დიდი წვლილი შეიტანა თბილისის გაცოცხლებაში ეგ ცალკე თემაა!!!
გიორგი
1990 წელი "იბერია" თბილისი 91 გოლი, 1993-94 "დინამო" თბილისი 79-51 გოლი (2 ეტაპიანი), 1994-95 "დინამო" თბილისი 125 გოლი, 1995-96 "დინამო" თბილისი 109 გოლი, "მარგვეთი" ზესტაფონი 85 გოლი, 2011-12 "ზესტაფონი" 45+52, "დინამო" თბილისი 44+47 (2 ეტაპიანი), 2012-13 "დინამო" თბილისი 88... ეს ისე, სტატისტიკისთვის რომ იცოდეთ, რომ ბათუმის 85 გოლი (ნამდვილად შესანიშნავი შედეგი) არ არის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო შედეგი. როგორც უნდათ თბილისის ჩემპიონობა გამოჩნდა "თელავთან" თამაშსში, მათ წინააღმდეგაც უშვებენ ბევრ შეცდომას, თუნდაც ვარის მეშვეობით. მომავალ სეზონში რომ დასჯიან მსაჯს, "დინამოს" "თელავთან" დაკარგულ 2 ქულას ვინ დაუბრუნებს?
საავედრა-ს
ბათუმი შეიძლება ბევრს იტანს მაგრამ მოსაგებ თამაშებს აგებს და 9 ქულიან უპირატესობას ანიავებს
ოთარი
ადრეც ვთქვი და რათქმაუნდა დაბლოკეს, ვარი აპარატურაა, რომელიც გაძლევს საშუალებას კარგად დაინახო ის რის დანახვასაც მსაჯი დინამიკაში ვერ მოასწრებს. გადაწყვეტილებას კი იღებს ადამიანი. ადამიანები კი ხშირად უშვებენ შეცდომებს. ჩვენ წესებს კი ვკითხულობთ მაგრამ ყველა საკუთარი ინტერპრეტაციით. ხელი ცალსახად ზრდიდა ფართობს, შესაბამისად იყო დარღვევა თან საჯარიმოში. ვარის მსაჯებმა კი სავარაუდოდ ასე იმსჯელეს: ხელზე რომ არ მოხვედროდა მაშინაც არაფერი მოყვებოდაო (შესაძლოა დავეთანხმოთ კიდეც) და ამიტომაც გაატარეს. ცუდი ისაა, რომ ვარზე ვერც თბილისში დინამოების თამაშზეც ვერ დაინახეს აშკარა დარღვევა. აი როცა ასეთი შემთხვევები გროვდა იწყება მერე ერთ გუნდს უდგებიან, მეორეს ჩაგრავენ. სინამდვილეში კი ადამიანები უბრალოდ შეცდომებს უშვებენ (90 იანი წლები აღარაა), თავისებურად განიხილავენ სიტუაციებს. არადა მართლაც ელემენტარულია უბრალოდ მკაცრად დაიცავი წესები ნებისმიერ სიტუაციაში და პრობლემა აღარ იქნება. რაღაც არა მგონია ევროთასებზე მასეთ სიტუაციებში ჩვენების კარებში ჯარიმები არ დანიშნონ. ბათუმის დინამომ კი, მხოლოდ თავის თავს დააბრალოს რაც ჭირს. არ შეიძლება ერთ თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს, მთელი სეზონი გადააყოლო. ე.ი. პროფესიონალზმი აკლიათ. ისევე, როგორც თბილისის დინამოს, რომელმაც თავის დროზე ზუსტად ანალოგიურად მოახერხა 9 თუ 10 ქულიანი უპირატესობის გაფლანგვა და ჩემპიონობა ტორპედოს დაუთმო.
ქობულეთიდან
კვირიკაშვილი დღემდე ყველაზე ობიექტური მსაჯი მეგონა ჩვენს ჩემპიონატში და თურმე როგორ ვცდებოდი! ვინც ფეხბურთის ინჩი-ბინჩი იცის და ვინც გამეორებაზე ნახა დამატებულ წუთებზე მომხდარი ეპიზოდი დინამოს საჯარიმოში, დამეთანხმება რომ იქ იყო 100% იანი პენალტი! მეტი რა არის პენალტი, კაცს გაშლილ ხელზე მოხვდა ბურთი და მიმართულება შეიცვალა!!! რა ჯანდაბათ გინდათ ეს ვარის სისტემა თუ ასეთ მნიშვნელოვან და ესოდენ საკამათო ეპიზოდს მსაჯი არ გადაამოწმებს? ჭირსაც წაუღია მაშინ ეგ სისტემა! აქ კვირიკაშვილმა განგებ არ გადაამოწმა ეპიზოდი, იმიტომ რომ იცოდა რომ ენახა უეჭველად უნდა დაენიშნა პენალტი. გრცხვენოდეთ, ასე აშკარად დახმარება დინამო თბილისის.
გიუშა
მეტი გოლი რაც ელიგა დაარსდა)
a a
ბათუმის დინამოში რო ეძებო პრობლემა არ ჯობია? გუნდს რომელსაც აკადემია არ აქვს, გუნდში არ თამაშობს არც ერთი ბათუმელი, არ ყავს თავდამსხმელი და გუნდს მთელი მეორე წრეა სკამზე უზის ოთხი ფეხბურთელი რა ჩემპიონობა ანეგდოტს ყვები?
გიუშა
Dinamo-ს მოიცა მეგობარო)შენი ლოგიკით თუ მოედანი არ უვარგა გუნდს პენალტი არ უნდა დაუდო?)
საავედრა
მიაჩანჩალებენ თბილისის დინამოს ჩემპიონობამდე ასე უნამუსოდ!. სად არი ვარი?! ბათუმის დინამომ რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა წელს 85 გოლი აქვს გატანილი, ფაქტია რო გუნდია რომელიც ყველაზე შემტევ ფეხბურთს თამაშობს რასაც 85 გატანილი გოლი მოწმობს, და ამ გუნდს ძრავთ არ გრცხვენიათ!?. ხო ყველამ კარგათ ვიცით რომ ბათუმის დინამო უკეთესი გუნდია და იმსახურებს. თუნდაც ის რომ 3-0 დადო ბეჭებზე ბათუმში ბათუმის დინამომ დინამო თბილისი
dinamo
რა ვარი მაგ მოედნიდან რო ცოცხლები გამოვიდნენ ფეხბურთელები მადლობა უნდა თქვან, გუნდს პრეტენზია აქვს ევრო თასებზე გასვლის და მოედანი ყანასაც არ გავს უარესია. თუ გავიდა სამგურალი ევრო თასებზე რაც არ მგონია, დილა და დემჩენკო უბრალოდ შეჭამენ სამგურალს როგორც წინა თამაშებში, მერე რა უნდა ქნას გუნდმა? თბილისი, გორი, ქუთაისი ასარჩევად გექნებათ საქმე სად ითამაშოთ.
ირაკლი
100% მართალი ხარ მეგობარო!
გიუშა
არაფერი გვეშველება,არც ვარი გვიშველის და არც ხარი)საინტერესოა რატომ არ მიმართა ვარ-ის ოთახმა პენალტის ეპიზოდში მსაჯს,ბოლო წუთზე,ნუ აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი დინამოს,,ფეხბურთელს,,
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
"რატომ გავაუმჯობესეთ თამაში?" - გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაახალისა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "შტუტგარტთან" განადგურდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "პარმასთან" ქულები დაკარგა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ჰარტბერგს" ფრედ ეთამაშა
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
[VIDEO] "მილანის" ფანებმა რაფაელ ლეაოს დაუსტვინეს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
ბალოტელიმ "სიონთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
ბალოტელი "ადანა დემირსპორში" გადავიდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
"ყველაზე დიდი გამოწვევა იმ გუნდებთან მქონდა, რომელთაც ქართველი მწვრთნელები ჰყავდათ..." - "სამგურალის" მთავარი მწვრთნელი ტიაგო გომისი
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
თბილისის "დინამომ" აუტსაიდერი "ლოკომოტივი" დაამარცხა და გალიდერდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"სამგურალი" ძმები ხორხელებით გაძლიერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა