2 მატჩი 24 საათში. სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-სა და განვითარების ლიგაში ზედიზედ ითამაშა. ჯერ მან "მილუოკის" მაისური მოირგო და 3 ქულა ჩააგდო, განვითარების ლიგაში კი :ვისკონსინ ჰერდის" მაისურით ითამაშა და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

"მილუოკიმ" "კლივლენდი" ანგარიშით 117:102 დაამარცხა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა სათამაშო დრო 9:26 წუთი მიიღო და 3 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. სანდრომ ერთხელ პერიმეტრიდან არაზუსტად ისროლა, ერთი ორქულიანი კი ჩააგდო. მისი ორი საჯარიმო სროლიდან ზუსტი ერთი აღმოჩნდა.

მეორე დღეს მამუკელაშვილმა G ლიგაში გადაინაცვლა, სადაც "ვისკონსინს სქაიფორსთან" მოგებულ მატჩში ორმაგი დუბლით დაეხმარა და ამ სეზონში პირადი რეკორდით გამოირჩა – 27 ქულა ჩააგდო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედნაზე 33 წუთი დაჰყო, რა დროშიც 27 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა (5 შეტევაში, 5 დაცვაში) და 4 პასი მიითვალა. სანდრომ თამაშიდან 19-ჯერ ესროლა და 11 ჩააგდო, 4 საჯარიმოდან კი 3 გამოიყენა. მის ანგარიშზე ასევე 3 დაკარგვა და 2 ფოლი იყო.

"ვისკონსინ ჰერდს" 5-5 მოგება-წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი სტუმრად 30 ნოემბერს, გრანდ რაპიდს გოლდსთან ჩაატარებს.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა