მსოფლიო ჩემპიონატის გახურების პარალელურად, ეროვნული ლიგის ფინიშსა და გამარჯვებულს მივუახლოვდით. თბილისის "დინამო" ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის გაფორმებასთან ახლოსაა - უკანასკნელ ტურში "გაგრას" მასპინძლობს და გამარჯვება სჭირდება. ბათუმის "დინამოს" გაძლიერების ფონზე, კონკურენტულ გარემოში მოგებული ტიტული ნამდვილად უფრო სასიამოვნოა...

ერთია შიდა ამბები, მეორე კი - ევროტურნირები, რომელიც მომავალ ზაფხულს დაიწყება. ქართველი გულშემატკივრები პოზიტიურ მოლოდინებს გადაჩვეულნი არიან და ეს რამენაირად უნდა შეიცვალოს. თუმცა, არსებობს კი ამის წინაპირობა?

გუნდის გასხვისების მზადყოფნის მიუხედავად, რომან ფიფია თბილისური კლუბის პრეზიდენტად რჩება. ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ "დინამოს" შეძენის რეალური ინტერესი არავის გამოუთქვამს. რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? "დინამომ" გაძლიერებაზე ფიქრი თითქოს ადრევე დაიწყო, რაც ვაგნერის შეძენით გამოიხატა, თუმცა ეს რამდენად საკმარისი იქნება? გარდა ამისა, გუნდში არიან მოთამაშეები, რომელთა მიმართ სატრანსფერო ინტერესი იქნება და თუკი როგორც ფეხბურთელის, ასევე სანაკრებო ინტერესსაც გავითვალისწინებთ, მათი ნორმალურ ქვეყნებსა და კლუბებში გადაბარგება მხოლოდ სასიამოვნო უნდა იყოს. ამავდროულად კი, იმავე წრეზე წავალთ - ყოველი სეზონის წინ ახალი გუნდი უნდა შეიქმნას. ესაა დილემა, რომელიც მუდმივად იქნება და როცა ლიეტუვის ან სომხეთის კლუბის წარმატება გაგვაკვირვებს, ისინი რომ მთლიანად ლეგიონერებს ეყრდნობიან, ამის ცოდნა მნიშვნელოვანია...

მეკარე ლუკა კუტალაძე, ახალგაზრდული ნაკრების უკანასკნელ შეხვედრაში მშვენიერი გოლის ავტორი საბა ხვადაგიანი, ეროვნული ნაკრების წევრები, ანზორ მექვაბიშვილი და ჯიმი ტაბიძე - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომელთა მიმართ გადაბირების ინტერესი უცხოურ კლუბებს ექნებათ.

ჯერ ყველაფრის დასრულებას უნდა დაველოდოთ. რაც ნამდვილად ვიცით, მომავალ წელს ევროტურნირებზე ბათუმის "დინამოსაც" ვიხილავთ. რაც შეეხება კიდევ ორ ადგილს - "სამგურალი" და "დილა" გორში ერთგვარ ფინალს გამართავენ, სადაც მესამე ადგილის დასაკავებლად წყალტუბოელებს ფრეც აძლევთ ხელთ, თასის ფინალში კი ქუთაისის "ტორპედო" "ლოკომოტივი 2"-თან ფავორიტად მიიჩნევა...

2022 წელი მალე დასრულდება. სანაკრებო წარმატებებისა თუ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ის ბევრ კარგ მოგონებას დაგვიტოვებს, თუმცა საკლუბო დონეზე წარუმატებლობები გულში ყოველთვის ხინჯად გვრჩება და არც ოპტიმიზმი გვტოვებს, რომ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ.

მეიცა
გეთანხმები 100% რატო იყიდის ვიღაც,ჩვენ გვატყუებენ ვყიდითო, არც უფიქრია გაყიდვა,ბიზნესია ფულს შოულობენ..
სასაცილოა
რა აზრიაქვს გავა ევრო თასებზე და შეარცხვენს მთელ საქართველოს ყველაზე უ..სი..რც..ხვი..ლ..ო გუნდია საქართველოში....რაც ფიფიამ დინამო შეიძინა ვაფშე ხელი ჩავიქნიე დინამოზე თუ არ გასხვისდდა დინამო აზრი არაქვს ჩათვალეთ სულ ესე იქნება მაქსიმუმი შედეგი საქართველოს ჩემპიონობა და მერე შერცხვენა საქართველოსიი...თუ არ გამოაქვეყნებთ ესეიგი თქვენ დინამო არგყვარებიათ!!!!
ჟორა გაბრიჭიძე
როცა ერთ როლანდოს არაბები წელიწადში 200 მილიონს პირდებიან, შენ კი ორ მილიონად მთელი წელი გუნდის შენახვა გინდა, რა საკლუბო დონეზე გუნდის წარმატებაზეა საუბარი?
დააT
სანამ მატყუარა ფიფია იქნება დინამოს მფლობელი დინამო სულ ფარჩაკი იქნება
ანტა
რა გველის და კრახი ისევ მოგვატყუა
თერჯოლელი
ფეხბურთელებიც და ტალანტებიც არიან,მაგრამ ფეხბურთი არ გვაქვს.....
ასევე
დასუსტების უნდა ეთქვა და შეეშალა..:D:D:D:
kaka
უმადურებო იმიტო ბრწყინავტ ახია ფიფია უმადურებო...........................
Akaki
დინამოს რაც შეუძლია ფარერებმა და მერე ესტონელმა ფეხბურთის მოყვარულმა არაპროფესიონალებმა გვაჩვენეს. ანუ გაგვაფარჩაკეს. მე4 ლიგის გუნდი რომ არ წააგებდა ისე წააგეს
გრიშიკა
არც ფიფია და არც ფედერაცია არ უქნია ღმერთს,ერთ წრეზე ატარებენ ჩვენ ფეხბურთს.
qomagi
ყველაფერი წინაა.ეხლა მთავარია გაგრა დავამარცხოთ გართულებების გარეშე და მოვემზადებით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოსთვის.ვინც რა უნდა იფიქროს,მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ დინამოს შეუძლია თუნდაც 1 ეტაპის გავლა ლიგაზე,რაც მინიმუმ კონფერენც ლიგის პლეიოფს უდრის.
საქართველო
ჩემი ნება რომ იყოს წელს არცერთ გუნდს არ მივცემდი ჩემპიონობას,რას ჰგვანან?! ფეხბურთის გარდა ყველაფერია. დინამოს ვერ უყურებ კაცი ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, ბათუმი დაიშალა ბოლომდე,ნახევარი სეზონი 4-5 სათადარიგო უზით,ეს უკვე არასერიოზულია, სამგურალი ყ ელაზე სიმპატიურია,მაგრამ მე ვერ ვხედავ გუნდს რომელიც ევროთასებზე არ შეგვარცხვენს
Რაგბის ფანი
ტრადიციულად 10-0 წააგებენ რომელიღაც სოფლის გუნდთან
ირაკლი
"დინამომ" რომ რაიმე ევროპულ წარმატებას მიაღწიოს, ეს პირველ რიგში მის ხელმძღვანელობას უნდა უნდოდეს. ფიფიას ათ წელზე მეტია ფეხებზე კიდია ეგ წარმატება და ვითომ ეხლა რა შეუცვლის აზროვნებას?
გიუშა
ბათუმის დინამოს გაძლიერების ფონზეო???))
შოკირებული გულშემატკივარი
სირბილს თუ ისწავლიან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხშირად ითამაშებენ

წინასწარ გეტყვით ინტრიგა რომ არ იყოს! პირველივე ეტაპზე გამოვარდებიან მიუხედავად იმისა ფარერების ჩემპიონიც ან მალტის ჩემპიონიც რომ შეგვხვდეს!
Givi
Wreze davdivart da araferi gamodis amitom...kvelam vicit rom dinamo miakidis 4-5 fexburtels savaraudot (tabidze,xvadagiani,meqvabishvili,moiswrafishvili,sigua...) ishovis ramodenime milions da mat chaanacvleben 17-18 wlis nichieri bavshvebit,meore wels mere magat gakidian da ase grdzeldeba...gamosavali aris is rom nashovni milionebit 4-5 normaluri legioneri chamoikvanon...
ტაბუ
ფიფიას ხელში ნულოვანი პერსპექტივაა.
martali კაცი.
რა აზრი აქვს ერთ ეტაპს ვერ გადალახავენ ჩემპიონთა ლიგაზე მერე ეგრევე კონფერესლიგა და იქაც ეგრევე გამოვარდებიან ეს არის ჩვენი საუკეთესო ვარიანტი სხვას არც უნდა ელოდო და არც გამოვაა გამორიცხულია..
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა