ნახევარი წლით უგუნდოდ მყოფი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც საქართველოში არავის გაახსენდა, შვეიცარიაში გამოჩნდა
"კლაუს ტოპმიოლერმა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში შემიყვანა და მალტის ტურნირზეც წავყევი. ვფიქრობ, ჯერ ყველაფერი წინაა და გამართლება-არგამართლებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ახალგაზრდა ვარ და კარიერაზე ხელი არ ჩამიქნევია. ადამიანს შრომა ადრე თუ გვიან დაუფასდება. თუ არ იზარმაცებ, წესით, ყველაფერი გამოგივა", - უთხრა ირაკლი ჩირიკაშვილმა "ლელოს" შარშან, 1 დეკემბერს, როდესაც უგუნდოდ იყო და ასე ყველაფერი აგიხდეთ - "რადიო ჟენევას" ცნობით", შვეიცარიული სუპერლიგის ნეუშატელის "ქსამაქსის" პრეზიდენტმა ევგენი რუდაკოვმა დაადასტურა ორი ბრაზილიელისა და ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველის, ჩირიკაშვილის დამატება.

ირაკლიმ დაბადების დღისთვის (15 ივლისს 24 წლის გახდა) მშვენიერი საჩუქარი მიიღო.

"არკ ინფო" იუწყება, რომ 24 წლის ქართველზე კვირანახევარიანი დაკვირვების შემდეგ "ქსამაქსმა" მასთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. სამეული მედიას უკვე წარუდგინეს.

ირაკლი თბილისის "დინამოში" 18 წლისა გამოჩნდა. ნახევარმცველი კახა ცხადაძემ დააწინაურა და ძირითადში თავის გამოჩენის შანსს აძლევდა. მაგრამ "თანამეგობრობის თასის" მერე ცხადაძე გუნდიდან წავიდა და მის ნაცვლად დანიშნულმა ანდრეი ჩერნიშოვმა ირაკლის შანსი აღარ მისცა. მისი თქმით, რუს სპეციალისტს ახალგაზრდები გულზე არ ეხატებოდა და გუნდის დატოვება მოუხდა.

მერე ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა ვლადიმერ ხაჩიძის გაწვრთნილ "ბორჯომში", გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ თბილისის "ლოკომოტივში" ათამაშეს, მიიწვიეს ცხინვალის "სპარტაკში", ბოლოს - ბოლნისის "სიონში".

საგულისხმოა, რომ ირაკლის დასრულებული ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაუცდა - შარშან ზაფხულს "სიონი" დატოვა, მაგრამ უცხოური ვარიანტები უშედეგო გამოდგა, კლუბი საქართველოშიც ვერ მოიძია და დარჩა უგუნდოდ.

იმ დროს, როდესაც კლუბები კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტს უჩივიან, გამოცანად რჩება, ნახევარი წელი რატომ არავის გაახსენდა ნიჭიერი ახალგაზრდა?

ამ კითხვით ალავერდს ჩვენი გუნდების სელექციონერებთან გადავდივართ. ირაკლის ხომ უთამაშია საქართველოს 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში, 19-წლამდელებში კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით - ელიტრაუნდშიც, ანუ სულ იყო თვალთახედვის არეში.

ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვით, რომ თვალახვეულთათვის "ლელო" სატრანსფერო პერიოდში უგუნდო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებს აქვეყნებს, რომელშიც დეკემბერში ჩირიკაშვილიც დასახელდა. ჰოდა, გაახსენდათ, ირაკლი ბოლნისში მეორე ეტაპზე დაბრუნდა და თოთხმეტ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ახლა ჩირიკაშვილი შვეიცარიაშია, მდიდარი ქვეყნის სუპერლიგის უმდიდრეს კლუბ "ქსამაქსში" დავიდ ნავაროს გვერდით მოხვდა და იქნებ ახლა მაინც დავფიქრდეთ, რატომ გვექცა ტრადიციად ნიჭიერი ბავშვების კარგვა-დავიწყება: იმიტომ ხომ არა, რომ მავანთ ბნელი გარიგებები წესად უქცევიათ?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა