დღეს, 3 დეკემბერს ტოკიოში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, ფინალურ ბლოკში კი მხოლოდ ლაშა ბექაურმა იასპარეზა.

(-90კგ) წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ქართველი ჯუდოკა აღნიშნული მედლისთვის იაპონელ მაშუ ბეიკერს შეხვდა და 3 გაფრთხილებით დაამარცხა.

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავდაპირველად სამხრეთ კორეელი ყოფილი მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი, დონჰან გვაკი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში 2018 წლის პარიზისა და ოსაკას ტურნირის გამარჯვებულ იაპონელ შოიჩირო მუკაისაც სძლია, თუმცა ნახევარფინალში კოსუკე მაშიიამასთან შიდოებით დამარცხდა.

(57კგ) წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი პირველივე წრეში იაპონელ ცუკასა იოშიდასთან დამარცხდა. ამავე წონით კატეგორიაში ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა ნინო ლოლაძეც, რომელმაც მეორე წრეში გერმანელ პაულინ შტარკესთან წააგო.

(63კგ)-ში მოასპაერზე ეთერ ასკილაშვილმა პირველი ეტაპის გავლა შეძლო, მაგრამ მეორე წრეში პოლონელმა ანჟელიკა შიმანსკამ აჯობა.

სოსო
5 გოგო და ერთი ბიჭი იყვნენ მხოლოდ გაგზავნილები.გოგოებს,აქ სასპარინგოდ,მოწინააღმდეგე ზოგჯერ საერთოდ არავინ რომ არ ჰყავთ,სად უნდა ნახონ უკეთესი პირობები,თუ არა იაპონიაში?ყველასათვის ცალსახად სასარგებლოა,იაპონიაში ვარჯიში.
sani
მესამე ადგილი ბექაურისთვის კიდევ მიღწევაა,გაბრექილი დადის,შედეგს კი ვარჯიში ჭირდება რაც ბექაურისთვის სხვა რამეა…
ალექს
წელს რამდენი იაპონელი იყო თბილისის ტურნირზე, შემთხვევით 4 ხომ არა, თან კაცები?? ჩვენგან აგერ მხოლოდ ლაშა.

მეც ვერ ვნახე, მაგრამ როგორც ამბობენ, იაპონელი არ გააფრთხილა მსაჯმა და ბექაურს ერთი გდება არ ჩაუთვალა. საბოლოოდ ურიგოდ არ გამოსულა, ფაქტია. იმედი ვიქონიოთ, გაცდენილ დროს აანაზღაურებს და შედეგიც უმაღლესი ექნება!
ნეტა ყველა თქვენნაირად ფიქრობდე
კრისტალგიდრატი 100%
rable
მერამდენე წელია იაპონელები თბილისში არ ჩამოდიან. წელს იყო მხოლოდ ორივთუ სამი მესამე ნომერი, ჩვენები კი კემპს არ აგდებენ მათთან ერთად და შეესწავლინენ სრულად.
ტურისტი
სამაგიეროდ იაპონიას დაათვალირებენ გოგოები, ეგაც საქმეა))))
სოსო
სამწუხაროდ წინასწარ ბრძოლებს ვერ ვუყურე,მაგრამ მესამე ადგილისათვის ბრძოლაში,ბეკერს,სამ წუთზე ნაკლებ დროში მიაღებინა, სამი გაფრთხილება.ნახევარფინალში,9,35 წუთი გაგრძელებულა ჭიდაობა.ეტყობა, ფიზიკურად ვეღარ გაქაჩა.
ჟორა გაბრიჭიძე
ლაშას ვულოცავ მედალს, ტოკიოს გრანდსლემზე მედალი, მსოფლიოსას უტოლდება, ამიტომ ვწერდი ადრე, რომ ამ ერთშეხვედრიანი გოგონებისთვის უკეთესი იყო სადმე მასტერსზე წასვლა, მეტ გამოცდილებას შეიძენდნენ.
zurabi
ერთად გამოსულიყო ბარემ მთელი იაპონია .
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!