დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონი გახდა: მეცხრამეტედ ისტორიაში! ბოლო, 36-ე ტური გაიმართა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, ყველა ადგილი დალაგდა და დარჩა მხოლოდ პლეი-ოფები.

დინამო თბ 2:1 გაგრა

დინამო თბილისი მოგების შემთხვევაში ჩემპიონი ხდებოდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა კიდეც. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა დინამო არენაზე გაგრას 2:1 სძლია. თბილისელთა ორივე გოლი ლამაზი იყო, ორივე შორიდან გავიდა...

პირველ ტაიმში კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გაიტანა, მეორე ტაიმის შუაში კი ულად-ომარ იმრანმა მეორე დაამატა. გაგრას ფორვარდმა თამაზ მაქაცარიამ 73-ე წუთზე შეამცირა სხვაობა. საბოლოოდ, დინამომ საჩემპიონო თამაში მოიგო, გაგრა კი ბოლოსწინა ადგილზე გავიდა: მართალია, სიონთან ერთად 36-36 ქულა დააგროვა, მაგრამ ურთიერთშeხვედრებში სიონს უპირატესობა ჰქონდა.

გაგრას ფლეი-ოფი მოუწევს სპაერთან, რომელიც ლიგა 2-ში მეორე ადგილზე გავიდა.

დინამო (ბთ) 2:2 ტორპედო

ბათუმელებს უნდა მოეგოთ და თან გაგრას იმედზე უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა საბოლოოდ, ეს არ მოხდა: დინამო ბათუმი მეორე ადგილზე გავიდა. ზაფხულისთვის 9-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობდნენ, თუმცა...

ტორპედოსთან შეხვედრა 2:2 დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდი 35-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა, როცა მეკარისგან მოგერიებულ ბურთს დაამატა. პირველი ტაიმის ბოლოს ირაკლი ბუღრიძემ ახლოდან ერთ შეხებაში დარტყმით გაათანაბრა. მეორე ტაიმის შუაში გიორგი არაბიძის პენალტმა ქუთაისელები დააწინაურა, მაგრამ მსაჯის დამატებულ წუთებზე მათე ვაწაძემ ახლოდან დაასწრო ყველას და 2:2.

ტორპედო მეხუთე ადგილზე გავიდა და წინ თასის ფინალი ელის ლოკომოტივი 2-თან.

საბურთალო 0:1 თელავი

თელავს ქულები სჭირდებოდა, რათა ფლეი-ოფის ზონას ასცდენოდა და ეს მოახერხა: საბურთალოს მოუგო. 75-ე წუთზე თელაველთა ფლანგელმა მირიან ჯიქიამ ჩააწოდა და საბურთალოელ გიორგი ჯგერენაიას საკუთარ კარში აეჭრა ბურთი - 0:1.

თელავი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო საბურთალო - მეექვსეზე. საბურთალოელებმა სეზონის ბოლო ნაწილი სუსტად ჩაატარეს.

სიონი 5:2 ლოკომოტივი

შვიდგოლიანი მატჩი ბოლნისში: სიონმა 5:2 მოუგო აუტსაიდერ ლოკომოტივს, რომელმაც სეზონი 8 ქულითა და 101 გაშვებული გოლით დაასრულა.

სიონი მე-14 წუთისთვის 2:0-ს იგებდა ლუკა ასათიანის თავურითა და ივან ფოცხვერიას პენალტით. შემდეგ ლოკოდან ლევან თავზარაშვილმა შეამცირა სხვაობა, რასაც ბოლნისელთა განელი რამინ დოობის გოლი მოჰყვა და ტაიმი 3:1 დასრულდა. მეორე ტაიმში მიხეილ ქოჩაკიძის გოლმა სიონის უპირატესობა გაზარდა. ამას 64-ე წუთზე მოჰყვა გიორგი უგრეხელიძის გატანილი და 5:1, ხოლო ერთ წუთში ლოკომოტივის ფეხბურთელმა რევაზ ბუშელაშვილმა ახლოდან დარტყმით დაასრულა კომბინაცია. საბოლოოდ 5:2.

საინტერესო ფაქტი: ამ მატჩში 5-მა ფეხბურთელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა გოლი... დოობიმ, უგრეხელიძემ, ქოჩაკიძემ, თავზარაშვილმა და ბუშელაშვილმაც. სიონი მერვე ადგილზე გავიდა და ფლეი-ოფში შეხვდება ლიგა 2-ის მესამეადგილოსან სამტრედიას.

დილა 3:0 სამგურალი

მესამე ადგილის და შესაბამისად, კონფერენციის ლიგაზე გასვლის საკითხი წყდებოდა. დილას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, ხოლო სამგურალს ფრეც ხელს აძლევდა. საბოლოოდ, გორელებმა 3:0 მოიგეს და კვლავაც მოიპოვეს ევროსაგზური: ზედიზედ მესამე სეზონში...

აი, სამგურალს კი ევროტურნირებამდე კვლავ ცოტა დააკლდა. წინა ორ სეზონში თასის ფინალები წააგო, ამჯერად კი ბოლო ტურში მოეცარა ხელი. დილას სამივე გოლი კომბინაციური თამაშს შედეგი იყო: ანდრი დემჩენკოს გუნდიდან გოლები თორნიკე კაპანაძემ, ტიერი გეილიმ და ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანეს. ეს სპანდერაშვილის პირველი გოლი იყო სეზონში.

ამ შეხევედრისას მოქმედებდა VAR-ის სისტემა: ვიდეო მსაჯი იყო დავით ხარიტონაშვილი, ასისტენტი კი - გიორგი ელიკაშვილი.

erovnuliliga.ge

qomagi
1 ეტაპი როგორმე გადალახოს დინამომ და შემდეგ 2 რაუნდი რომც წააგოს,კონფერენს ლიგაზე მინიმუმ პლეიოფში გავა.რატომღაც წელს მაქვს თბილისელების იმედი
ნიკო
თუ სწორად მახსოვს ჯანაშიამ იყიდა ზუგდიდი,მერე კი თამაშების ჩაწყობის გამო მოკვეთეს,საშინელი რკინაბეტონი რო დააგროვეს სტადიონზე ეგეც გვახსოვს,მაგრამ გვახსოვს კარგი ზუგდიდის ოდიშიც,მოკლედ რაც ის ცირკაჩი ოკუპანტა პრეზიდენტი წავიდა ბაიაც გაქრა მგლებიც და ზუგდიდიც
ქომაგი
გორის დილა ყველაზე ლამაზ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს ეროვნულ ლიგაში დაბალი მოკლე სწრაფი პასებით, გუნდს ეტყობა მწვრთნელის ხელი, კვალიფიციური მწვრთნელია დემჩენკო და რაც მთავარია დროს აძლევენ და მშვიდად მუშაობის საშვალებას. თორე დილა არასტაბილური იყო წელს და პერიოდულად 4-5 თამაშიანი წაგებებიც ქონდა. სხვა გუნდის ხემძღვანელობა გაუშვებდა ესეთ დროს მწვრთნელს. ჭკვიანები არიან დილას ებრაელი მფლობელები და შედეგებიც აქვთ სტაბილურად. თუ კიდევ უფრო გაძლიერდებიან წესით ჩემპიონობაზეც უნდა გაიწიონ გაისად.
ბაჩი
რეგიონი რომელიც საბაზისო რეგიონია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის რომლის გარეშეც საფეხბურთო სანმარინო ვიქნებიდით არა თუ საპრიზო ადგილოსნეები არამედ წლებია საერთოდ ერთი გუნდიც არ ყავს ე ლიგაში,რაღაც სასწაული ხალხი ვართ,ჩვენი ფედერაცია ლაგოდეხსა და ახალციხეში ხსნის აკადემიებს,კი ბატონო გახსნას,მივესალმები მაგრამ ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდება ამ სფეროში ისევე როგორც გურია აჭარა და იმერეთს რადგან აქ იბადებიან მარგალიტები,განსაკუთრებით გურია და სამეგრელო არის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ბალოტელიმ "სიონთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ბალოტელი "ადანა დემირსპორში" გადავიდა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
თბილისის "დინამომ" აუტსაიდერი "ლოკომოტივი" დაამარცხა და გალიდერდა
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] საქართველოს ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო - დებიუტანტის გამარჯვება ქუთაისში სუპერგოლით!
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"სამგურალი" ძმები ხორხელებით გაძლიერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ
"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა