რეტიმნოში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა მესამე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ერთადერთი ქართველი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი მონაწილეობს
რეტიმნოში (საბერძნეთი) დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკეთა მესამე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ერთადერთი ქართველი დიდოსტატი სოფიკო გურამიშვილი მონაწილეობს.

მე-6 ტურში იგი ამერიკელ რიჩარდ თუჰრიმთან დამარცხდა, მეშვიდეში კი ნორვეგიელი თრონდ რომსდალი დაამარცხა და შვიდი შესაძლებლიდან 4,5 ქულას მოუყარა თავი. შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე კი 6-6 ქულით მარონ ბოსიჩიჩი (ხორვატია) და იური კრივორუჩკო (უკრაინა) მეწინავეობენ. 10 მოჭადრაკეს ნახევარ-ნახევარი ქულით ნაკლები აქვს.

ტურნირში 30 მანდილოსანიც იბრძვის მამაკაცების მხარდამხარ. 5-5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ელიზა რაევა (ბულგარეთი) და ვიტა ჩილოვსკა (უკრაინა) იყოფენ. გურამიშვილი მესამე ადგილზეა.

ტურნირის საპრიზო ფონდია 8500 ევრო. გამარჯვებული 2200 ევროს დაიმსახურებს, მეორე-მეექვსე ადგილებზე გასულნი, შესაბამისად, 1500, 1000, 600 და 400-400 ევროს. ქალებში საუკეთესოს 500 ევრო გადაეცემა, მეორე-მესამეადგილოსნებს - 300 და 200 ევრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა