მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სენეგალი 3:0 დაამარცხა და 10 დეკემბერს, გათამაშების შემდეგ ეტაპზე, საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გუნდები თავიდან ძალიან ფრთხილობდნენ, რბილად რომ ვთქვათ, თამაში ვერ იყო ლამაზი სანახავი. პირველი მომენტი აფრიკელებმა შექმნეს, როდესაც სარმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. იქამდე ბურთი ბრიტანელ სტოუნზს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა. შემდეგი შანსი ისევ სენეგალს ჰქონდა, მაგრამ დიას დარტყმული ბურთი მეკარე პიკფორდმა მოიგერია. ინგლისი 39-ე წუთზე ჰენდერსონის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის დასასრულს კი მენდის კარი კეინმაც დალაშქრა და საუთგეითის გუნდმა სერიოზული უპირატესობა მოიპოვა.

შესვენების შემდეგ სენეგალმა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა შეწყვიტა, საკამ ანგარიში გაზარდა და ინგლისმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ალ ჰორი. "ალ ბაითი". 65 985 მაყურებელი

ინგლისი - სენეგალი 3:0

გოლები: 1:0 ჰენდერსონი ((39), 2:0 კეინი (45+3), 3:0 საკა (57)

sandrex
როცა მოთამაშეს სხეულის წინ ხვდება ბურთი ხელზე,ანუ ხელზე რომ არ მოხვედროდა სხეულზე ხვდებოდა - პენალტი არ არის!როცა სხეულიდან ასხლეტილი ბურთი ხვდება ხელზე - პენალტი არ არის! ისიც გაითვალისწინეთ რომ არ დაენიშნა პენალტი რა ლაპარაკი მოყვებოდა? ათასნაირად გაარჩევდნენ და დაასკვნიდნენ რომ არ იყო!
sandrex-ს
ჯერ ერთი, საიდან იცი, რომელ ნაკრებს ვგულშემატკივრობ. მეორეც, მეც იმას ვწერ, რომ ზოგ შემთხვევაში ხელით თამაში პენალტია, ზოგში არა, ფიფას და უეფას კი მკაფიო პასუხი არ აქვს, როგორ ხდება ამ შემთხვევათა დიფერენცირება. რჩება ერთადერთი პასუხი-სადაც აწყობთ, იქ ნიშნავენ, სადაც არა-არ ნიშნავენ. ეგაა ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რაც ყველა სფეროში დამღუპველია, თუმცა ლამაზი სიტყვებით შეიფუთება და მორჩა. ან ფიფა-უეფას ვინ და რა პასუხი უნდა მოთხოვოს
sandrex
აი,შენ რომ გულშემატკივრობ იმ ნაკრების კარებში დაედოთ მასეთი პრნალტები,მარტო ამ ჩემპიონატზე მინიმუმ ხუთ შემთხვევას გეტყვი მასეთი პენალტები რომ არ დაიდო!
ლაშა
ლგბტ მხარდამჭერი კეინი/ინგლისი (და არამარტო ინგლისი), რომელსაც ფიფამ მოუწოდა არ გაეკეთებინა ფერადი სამკლაური და სანაცვლოდ 250000 გირვანქიანი ფერადციბერბლატიანი საათი იყიდა პირადად ჩემთვის სამარცხვინო და მიუღებელია და მათ არამხოლოდ ამის გამო არ ვუჭერ მხარს!
las
ვის ჯერავს რომ ამ სუპერ ნაკრებს. პრემიერლიგის ნაღებს, რომელსაც გრილიში და რაშფორდი სკამზე უზის რომ ტალიაფიკოს , პენსიონერი დი მარიას და უბადრუკი ლაუტაროს საცოდავი ნაკრები რამეს დაუპირისპირებს? :) თუ გჯერავთ და სხვა სპორტს მიწექით არაა ფეხბურთი თქვენი საქმე :)
ლუკა
საჯარიმოში ბურთი ხვდება მცველს ხელზე და იცვლის მიმართულებას. სხვა აბა რაა პენალტი? პირიქით რომ ყოფილიყო, ხომ დადებდნენ სენეგალის კარში პენალტს
ლაშა
აშშ-ინგლისის მსგავსად, სანახაობრივად უსახური თამაში! ინგლისს საფრანგეთთან შანსი თითქმის არ აქვს!...
მორიელი
სენეგალს 100% პენალი არ დაუდეს და თამაშის ბედიც მანდ გადაწყდა. არ აწყობდა არც ფიფას და არც კატარის მთავრობას ინგლისის გავარდნა, ამიტომ უფრო ღარიბი ქვეყანა დაჩაგრეს
ტოტტი
საფრანგეთი ბრაზილიაა ფინალი. თუ არგენტინა არ გაიყვანეს მესის გამო
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
[VIDEO] დიდი ფეხბურთი დაიწყო. შეუჩერებელი მბაპე - პასიური საფრანგეთი გარდაისახა და სენეგალს სძლია
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] 5-გოლიანი დრამა - ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ პლეი-ოფი გაინაღდა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა