ურეკული მზადების შემდეგ ბადრი კვარაცხელიას გუნდი ძალებს აზერბაიჯანულ ოთხთა ტურნირში უცხოურ გუნდებთან მოსინჯავს
მომავალი სეზონისთვის მზადებას ცხინვალის "სპარტაკი" ურეკში აგრძელებს. ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ხუთი ამხანაგური მატჩი გამართა და ყველა მოიგო. რამდენიმე დღეში კი "სპარტაკი" უცხოელ მეტოქეებთან მოსინჯავს ძალებს.

"სპარტაკს" აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე ეპატიჟებიან, კერძოდ კი მიწვევა "გაბალასგან" მოუვიდა, რომლის მთავარი მწვრთნელი ტონი ადამსია. "სპარტაკმა" მეზობლებს თანხმობა უკვე უთხრა.

ოთხთა საერთაშორისო ტურნირი ქალაქ გაბალაში 30-31 ივლისს ჩატარდება. წილისყრა 4 მონაწილე გუნდს დააწყვილებს, პირველ დღეს ნახევარფინალები გაიმართება, მეორე დღეს გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ, დამარცხებულები კი - მე-3 ადგილისთვის.

"გაბალასა" და ცხინვალის "სპარტაკის" გარდა, ტურნირში აზერბაიჯანის პრემიერლიგის ორი წარმომადგენელი ითამაშებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, გაბალაში რუსეთის პირველი ლიგის კლუბი ჩავიდეს.

ტონი ადამსის გუნდი აზერბაიჯანის პრემიერლიგის განვლილ სეზონში მე-7 ადგილს დასჯერდა. გაბალელები ახლა ინგლისში არიან მოსამზადებელ შეკრებაზე და შინ ერთ კვირაში დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა