30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, ესპანეთის დედაქალაქმა მადრიდმა ევროპის საკალათბურთო ფედერაციების პრეს და მედიაოფიცრების სემინარს უმასპინძლა, რომლის სახელწოდებაც EuroStep-ი, ხოლო დევიზი – “გადავიყვანოთ კალათბურთი ციფრულ ერაში” გახლდათ. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ვორკშოპის მონაწილეთათვის გაცნობა და ამით მათი მუშაობის მოდერნიზაცია და ხელშეწყობა გახლდათ.

პროგრამის ორგანიზატორი მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც ფიბამ ერასმუს + სპორტული პროგრამების ფინანსური და კიოლნის სპორტული უნივერსიტეტის აკადემიური პარტნიორობით განახორციელა. ღონისძიებას უშუალო ორგანიზება გაუწიეს ფიბა-ევროპის ქალთა კალათბურთისა და სპეციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელიზაბეტ სებრიანმა და ეროვნული ფედერაციების, ახალგაზრდულ და ანტი-დოპინგის დეპარტამენტის უფროსმა რადმილა ტერნერმა.

პროგრამის მასპინძელი გახლდათ ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია და ღონისძიებაც სწორედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ მადრიდულ ოფისში ჩატარდა, სადაც კალათბურთის მუზეუმია განთავსებული. მრავალფეროვანი ტიტულებით სავსე ესპანური კალათბურთის დიდების მუზეუმის დათვალიერება პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გახლდათ და Eurostep-ის მონაწილე 30 ევროპული საკალათბურთო ფედერაციის 41-მა წარმომადგენელმა ახლოდან იხილა ყველა ის თასი და ტიტული, რომლებიც ესპანელ კალათბურთელებს მსოფლიო ასპარეზზე მოუგიათ.

EuroStep-ის წამყვანი სპიკერი ჩრდილოირლანდიელი მარკეტერი ჯეოფ უილსონი გახლდათ, რომელიც ციფრული მარკეტინგის და დიგიტალიზაციის საკითხებში FIFA-სთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს და მადრიდში კატარიდან, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიდან ჩამოვიდა. პროგრამის აქტიური მხარდამჭერია ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი, რომელიც EuroStep-ის მონაწილეებს მადრიდში შეხვდა, მათ მუშაობაში ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ვორკშოპის თითოეულ მონაწილეს წარმატებები უსურვა.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ქალთა კალათბურთის ლეგენდას, ესპანელ ამაია ვალდემოროს, ასევე წარსულში ცნობილ გერმანელ კალათბურთელ იან იაგლას, რომლებიც ციფრული კალათბურთის პლატფორმა NBN23-თან თანამშრომლობენ, ხოლო ამ კომპანიამ კიდევ ერთი მობაილაპლიკაცია SWISH-ი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც EuroStep-ის სემინარის ფარგლებში განხორციელდა. სემინარის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ფიბა-ევროპის გენერალურ დირექტორ კამილ ნოვაკთან ერთად მუზეუმში მოწყობილ პატარა მოედანზე კალათბურთიც ითამაშეს, რის დროსაც ქულების ათვლა ახალგაშვებული აპლიკაცია SWISH-ით განხორციელდა.

სემინარზე ბოლო წლებში საკუთარი მუშაობის პრეზენტაციები მოაწყვეს ესპანეთის, სლოვენიის, შვედეთისა და ირლანდიის კალათბურთის ფედერაციების წაარმომადგენლებმა და ზოგადად, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მედიაოფიცრებს შორის დამყარდა და გამყარდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხრიდან პროგრამაში მონაწილეობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წევრი და ეროვნული ნაკრების პრეს-ატაშე ირაკლი პერტაია.

EuroStep-ის მორიგი და დასკვნითი შეკრება 2023 წლის ივნისში, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართება, სადაც ქალთა ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას პროგრამის მონაწილეებს ინტერაქტიურ ვორკშოპში მოუწევთ მადრიდსა და მომავალ ვებინარებში მიღებული ცოდნა-გამოცდილების პრეზენტაცია.

GBF

რრრ
ევროლიგა, რომ ნაკრებში კალათბურთელებს არ უშვებს, მაგას მოუხერხეთ რამე ამ უაზრო სემინარებს, რო ატარებთ.
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის