ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მე-7 ტურის დარჩენილი ერთი მატჩი გაიმართა. ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილმა “ტიტებმა” კოტე ტუღუშის “ქუთაისს” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 86:82 (სტატისტიკა).

"ტიტებმა" ამით 3-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა, ქუთაისისთვის კი კრიზისი გრძელდება. მოქმედ ჩემპიონს 6 მატჩში უკვე მე-4 მარცხი მოუგროვდა და ამ გუნდით წინ რომ ვერ წავლენ, იმერული კლუბის ხელმძღვანელობამაც კარგად იცის. იცის და, ცვლილებებიც დაიწყო: ქუთაისელები ლეგიონერების ნაწილს უშვებენ და მათ ნაცვლად უფრო ძლიერები ჩამოჰყავთ. ამ როტაციის გამო დღეს ტუღუშის გუნდმა 7 კალათბურთელით ითამაშა – სტენლი დევისი და კარტერ სკაგსი განაცხადში არ იყვნენ. ისინი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებენ.

სრული შემადგენლობითაც რომ ყოფილიყვნენ, ძნელი სავარაუდოა, "ქუთაისს" ტიტებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ლეჟავას გუნდმა მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა 20 ჩაგდებული სამქულიანით. აქამდელი საუკეთესო შედეგიც "ტიტებს" ეკუთვნოდა, თუმცა 16 სამქულიანს ლეჟავას გუნდი "რუსთავთან" იყოფდა.

რეკორდი დაამყარა ლუკ მოიერმა, რომელიც 2 წლის წინ სწორედ ქუთაისში თამაშობდა. მოიერმა მიმდინარე სეზონში სარგებლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა – 43. იმ 36 წუთში, რაც მან მოედანზე დაჰყო, 31 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. მოიერის მსგავსად 6 სამქულიანი ჩააგდო "ტიტების" ახალგაზრდა მოთამაშე მიქეილ უგრეხელიძემ.

27-ე წუთისთვის "ტიტები" 31 ქულით იგებდა და ცხადია, მატჩს სპორტული ინტერესი ნაადრევად დაეკარგა. სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 11 დეკემბერს – თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

GBF

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა