მოტოგრანპრიში გერმანული უქმეები ჩემპიონატის ლიდერის კეისი სტოუნერის დომინირებით დაიწყო და ავსტრალიელმა ლოგიკურად დიდი უპირატესობით მოიგო კვალიფიკაცია
მოტოგრანპრიში გერმანული უქმეები ჩემპიონატის ლიდერის კეისი სტოუნერის დომინირებით დაიწყო და ავსტრალიელმა ლოგიკურად დიდი უპირატესობით მოიგო კვალიფიკაცია, მაგრამ რბოლის სტარტზე ზედმეტი სიფრთხილე გამოიჩინა და წინ გაუშვა დანი პედროსა და საერთო ჩათვლაში მთავარი კონკურენტი ხორხე ლორენსო.

პირველი წრის ბოლოსთვის ლიდერთა მდგომარეობას ვერ იცნობდით. ბოლო მოსახვევში მოტომრბოლები ასეთი თანმიმდევრობით შევიდნენ: ლორენსო, პედროსა, დოვიციოზო, სიმონჩელი, სპისი...

ორი წრის შემდეგ დოვიციოზომ პედროსას გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა, შემდეგ სერიოზულად მიხედა საქმეს კეისი სტოუნერმა. ავსტრალიელმა თითქმის შეუძლებელი შეძლო: ორი წრის განმავლობაში სამი მეტოქე ჩამოიტოვა უკან და რბოლის ლიდერი გახდა! განსაკუთრებით კარგი იყო შეტევა დოვიციოზოზე, რომელიც სტოუნერმა სიმონჩელის სტილში ჩაატარა, ოღონდ უფრო კორექტულად და ყოველგვარი კონტაქტის გარეშე. იმ მომენტისთვის პირველ ხუთეულში სიმჭიდროვე იყო, მხოლოდ სპისი ჩამორჩა დაწინაურებულებს.

ამის შემდეგ პილოტებმა მცირე პაუზა აიღეს, რომელიც პირველმა პედროსამ დაარღვია, როცა მე-9 წრის დასაწყისში სწორედ მონაკვეთზე გაუსწრო დოვიციოზოს. სტოუნერმა სცადა ლორენსოსთან დიდი ჰანდიკაპის შექმნა, მაგრამ არ გამოუვიდა. რბოლის ბოლოსკენ კეისიმ საბურავის დაზოგვა გადაწყვიტა და ლორენსომ ამით მე-14 წრეზე კარგად ისარგებლა, მით უმეტეს, რომ მისი "იამაჰა" მოსახვევებში კარგად გამოიყურებოდა. უფრო მეტიც, მე-16 წრეზე ხორხეს პედროსამაც მიბაძა და საფინიშო სწორზე კარგად შესვლის ხარჯზე გაასწრო სტოუნერს. სამი ლიდერი იმდენად სწრაფ ტემპს აჩვენებდა, რომ სიმონჩელი და დოვიციოზო კარგა მანძილით ჩამორჩნენ და თან ამ დუეტს სპისი წამოეწია.

მაგრამ ლორენსოს ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა. ფინიშამდე რვა წრით ადრე პედროსამ ასი პროცენტით გამოიყენა თავისი "ჰონდას" სიმძლავრე და უპრობლემოდ გაუსწრო მოქმედ ჩემპიონ ლორენსოს. ხორხე თავდაპირველად ვერც კი მიხვდა, სინამდვილეში რა მოხდა. კიდევ სამი წრის შემდეგ კი ესპანელმა სტოუნერის შეტევას ვერ გაუძლო. ავსტრალიელი მეორე ადგილზე გადავიდა და პედროსას გამოეკიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა დამაჯერებლად გააკონტროლა სიტუაცია და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საბოლოოდ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ბოლო წრეზე ხორხე ლორენსოს თითქმის ბოლომდე გაცვეთილი საბურავებით საპასუხო შეტევა არ წამოიწყო და კიდევ ერთხელ ჩამოიტოვებინა უკან სტოუნერი.

ცალკე უნდა მოვყვეთ ვალენტინო როსის შესახებ. ლეგენდარულმა იტალიელმა სტარტი მე-16 პოზიციიდან აიღო, მესამე წრისთვის ხუთი პოზიცია მოიგო, მაგრამ შემდეგ მისი წინსვლა შეფერხდა. ვალენტინომ ბევრი დრო დახარჯა კოლინ ედვარდსთან და ალვარო ბაუტისტასთან ბრძოლაში და ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა. სამწუხაროა, რომ "დუკატი" კვლავაც ვერ ახერხებს იტალიელისთვის კარგი მოტოციკლის შეთავაზებას.

გენერალურ კლასიფიკაციაში ხორხე ლორენსომ კიდევ ცოტათი შეამცირა სხვაობა კეისი სტოუნერთან, პედროსა კი მეხუთე ადგილზე გადავიდა. თუმცა რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ დანიმ შეძლოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

გერმანიის გრან-პრი

1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 41.12,482 (30 წრე); 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +1,477; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +1,568; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +10,513; 5. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +10,719; 6. მარკო სიმონჩელი (იტა, "ჰონდა") - +10,923; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "სუძუკი") - +27,451; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +27,510; 9. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +27,576...

საერთო ჩათვლა

1. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 168 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 153; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 132; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 98; 5. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 94; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 85...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა