მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო ჩვეულად მეორე ნომრად თამაშობდა, რაც ეხერხება, თავს უნარიანად იცავდა და სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ტემპი დაბალი, სანახაობა კი მოსაწყენი იყო. პირველი მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და ისიც შემთხვევით, როდესაც ფელიქსის დარტყმული ბურთი აფრიკული გუნდის მცველ ელ იამიკს მოხვდა და რიკოშეტით კარს ოდნავ ასცდა. 42-ე წუთზე კარიდან პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტა უხეიროდ გამოვიდა და ენ ნესირმა მისი კარი თავურით დალაშქრა. ამას ევროპელთა იერიშები მოჰყვა და ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი ხარიხას გაარტყა. კომპენსირებულ დროში ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯს ამაოდ სთხოვდა პენალტის დანიშვნას.

შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დოიგო კოშტამ არადამაჯერებლად მოიგერია, ხოლო დამატებაზე ელ იამიკმა გატანა ვერ შეძლო. ლუზიტანთა მწვრთნელი ფერნანდო სანტუში მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ მიდიოდა, შეცვლაზე ჯერ რონალდო, შემდეგ კი ლეაო შეიყვანა. შეიყვანა და შეუტიეს: ბრუნომ ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში მანვე კარგად გათამაშებული საჯარიმო ვერ დააგვირგვინა, მერე ფელიქსის დარტყმული ბურთი მეკარე ბონომ საოცარ ნახტომში მოიგერია, რონალდოსაც არ გაატანინა, 90+3-ე წუთზე მაროკოელთა ნახევარმცველმა ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მისმა თანაგუნდელმა კონტრიერიშისას შანსი ვერ გამოიყენა, ბოლოს პეპემ თავით ვერ უწია მიზანს და რეგრაგის გუნდმა გაიმარჯვა.

მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე ატირებულმა რონალდომ მოედანი დატოვა.

ნახევარფინალში მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დოჰა. "ტუმამა". 44 198 მაყურებელი

მაროკო - პორტუგალია 1:0

გოლი: ენ ნესირი (42)

გაძევება: ჩედირა (90+3)

თორელი
მეგობარო არ ვიცი რას ეძახი სანახაობრივ ფეხბურთს, მაგრამ მარტო სოფიან ბუფალის ინდივიდუალური გარღვევებისთვის ღირს მაროკოს თამაშის ყურება. მბაპეს თუ არ ჩავთვლი, მე სხვა ნაკრებებში არ მინახავს ერთი ერთზე კაცის მოტყუება, უფერული და უსახური, ფიზიკურად კარგად მომზადებული და მწვრთნელის ტაქტიკურ სქემებში გამომწყვდეულ ფეხბურთელებს ვხედავ, ასე რომ მაროკოს სხვა თვალით შეხედე და არ მოგატყუოს აფრიკულმა კლიშემ.
mamulo
გუშინწინაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ ფინალი: საფრანგეთი - არგენტინა. მსოფლიო ჩემპიონი --საფრანგეთი.
ოკ
ყოჩაღ ჩვენ მომგებს ბრავო!
ქიტესას
აფრიკას არა და ანტარკტიდას გაუ,ამრჯოს:))
G.LA
მაროკო ნახეთ რაა. როგორ ვავარჯიშეთ ტიპები 1/2 ფინალში არიან. წილი გვეკუთვნის მაროკოსგან
ლევი
ინგლისშიც და განსაკუთრებით საფრანგეთში იმდენი აფრიკელი მუსლიმი თამაშობს კაცმა არ იცის მაროკოსთან ვის მხარეს იქნებიან)
rable
ყოჩაღ მარკოს, იომა და მოიგო. ზოგს გონია, რომ არგენტინა ფინალშია მაგრამ მე ხორვატია უფრო დაბალანსებული გუნდი მგონია. ვნახოთ რა რგორ. ხორვატია საფრანგეთის ფინალი თუ იქნა საფრანგეთი გახდება ჩემპიონი ინგლისს ხორვატია მოუგებს. არგენტინა მესამეზე დავტვოთ)))
zura222
აფსუუს ხვიჩა და სხვა ძირითადები გვყოლოდა მაროკოსთან ! შეიძლება მოგვეგო ის თამაში და მერე სატრაბახო გვექნებოდა მსოფლიოს მედალოსან (შეიძლება ჩემპიონსაც) გუნდს მოვუგეთო !
zurabi
მაროკო ანტი ფეხბურთთანაა ახლოს ? თუ პორტუგალიური ბრთის ჩაგდებები
gogi
მისალოცად აქვს საქმე მაროკოს, ფაქტია მოუგო პორტუგალიას და მომენტებიც უფრო ჰქონდა. დიდი წვლილი ამაში წინა ბოსნიელ მწვრთნელს მიუძღვის - შესარჩევში თამაში არ წაუგიათ, 20:1 ჰქონდათ ბურთები. თუმცა მაროკო-ხორვატიას ფინალი დაცვითი ფეხბურთის დიდი გამარჯვება და სანახაობრივი ფეხბურთის კატასტროფა იქნება.
vova
ამაღამ ევროპის ბევრ ი დედაქალაქი დაირბევა და სრულიად მაროკო ხო გაგიჟდება ..ვულოცავ გულით ასევე ხორვატიასაც .
გივი
გსურთ საკუთარი ქვეყნის ნაკრების რეალური ძალის გაგება? ეთამაშეთ საქართველოს ნაკრებს და თუ დაამარცხებთ, მინიმუმ, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას შეძლებთ. :)) ნეტავ, ჩვენ თუ ვეღირსებით ოდესმე ასეთ სიხარულს.
თაზოს
ეგ ნებისმიერ შემთხვევაში ეგრე იქნება, მარა გამწარებული ინგლისელები გადაწვავენ, თუ გახარებულები ეგაა გასარკვევი.დდდდდ
გეგი
მაროკოს სიძლიერე ჩვენთან თამაშისას კარგად გამოჩნდა.ფიზიკურად არიან უმაღლეს დონეზე მომზადებულები.
ელიასი
გული მიგრძნობდა, რომ ეს მეკარე დაღუპავდა პორტუგალიას და ასეც მოხდა. ის კი არა და მეორე გოლსაც ჩუქნიდა მაროკოს და სულ ოდნავ არ გაუმართლა. რას ერჩოდა ეს მწვრთნელი რუი პატრიციოს, მშვენიერ მეკარეს. ვერ ხედავდა, რომ ეს კოშტა ძალიან ხშირად სცდებოდა. ვირივით ჯიუტები არიან ეს მწვრთნელები, ერთხელ გაუგორდა ევროპის ჩემპიონობა ანტიფეხბურთით და თავი ღმერთად მიიჩნია. ამოარტყან წიხლი. კიდევ ერთი: მაროკო ძალიან ახლოსაა ანტიფეხბურთთან. თუმცა, ორ ტაიმში ცალი დარტყმით რომ ძალიან ბევრს იგებენ, ამის საუცხოო მაგალითია შარშანდელი მადრიდის რეალი. სვარკას არ გაუმარჯოს!
Gia
Turme vistan wagvigia.marokos mwvrtnels dauwyeben rekvas xval dilidan,modi chventan imushaveo.
თაზო
დღეს ღამით რამოდენიმე ევროპული ქალაქი დაიწვება :)))
N
ვიმეორებ: რაც მაროკო ვილიმ ჩვენს დასუსტებულ გუნდთან ავარჯიშა, რა გასაკვირია! ჰამაც, ეგენი პირინეის ნახევარკუნძულელებს ვერ იტანენ...
ქიტესა
ვულოცავ მაროკოს, აფრიკას გაუმარჯოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
პენალდუ წადი პერესთან კიდე 2-3 ოქროს ბურთს გიყიდის. მითუმეტეს 40 მდე მინდაო თამაში.
alexandre
აი რა გუნდმა შეგვაწყვეტია წაუგებელი სერია! უმეტესობა სანიოლს ლანძღავდა. ალბათ, უფლას უნდა, რომ ლეომ მსოფლიო მოიგოს და ამიტომ ხდება ასე მეოთხედფინალებში. ხუმრობა იქით იყოს და ძალიან რთულად დასამარცხებელი გუნდია ეს მაროკო. ნამდვილად არ მინდა ხორვატია ან მაროკო გახდნენ ჩემპიონები. იმიტომ, რომ არ მინდა სუფთა დაცვითი ფეხბურთის გამარჯვება.
experti
პორტუგალიის წაგებაზე დავდე და 300 ლარამდე მოვიგე. მოკითხვა ს##ბს, კიდევ ერთხელ
კატარის შეიხი
მაროკო - ხორვატიაა ფინალი!!! მე ვიყო ინფანტინო
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა