დავით როგავას გაწვრთნილმა "ოლიმპმა" ბეწვის ხიდზე გაიარა. სუპერლიგაში ზედიზედ 4 მოგების მომპოვებელმა გუნდმა მე-5 მატჩშიც გაიმარჯვა, თუმცა მხოლოდ 1 ქულით – 86:85 და ანგარიში თამაშის დაძაბულობის ხარისხზე კარგად მიანიშნებს. "ოლიმპმა" დაძაბულ ბრძოლაში ღირსეულ მეტოქესთან უაღრესად საჭირო მატჩი მოიგო. მართალია, "ტიტები" სატურნირო მდგომარეობით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ეს ის გუნდია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს.

მთელი თამაშის მანძილზე "ტიტების" კალათბურთელები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ საჩემპიონო ამბიციის მქონე მეტოქეს. "ოლიმპს" რომ ჩემპიონობა უნდა, ამას ღიად აფიქსირებენ გუნდის ხელმძღვანელები და ესეც რომ არ გააკეთონ, გუნდის შემადგენლობა და ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგები ამის ლოგიკურ საფუძველს იძლევა.

დავუბრუნდეთ მატჩს და აღვნიშნოთ, რომ "ტიტების" კარგი თამაში დიდად განაპირობა მათმა ახალწვეულმა გიორგი გოგუამ. ახალგაზრდა კალათბურთელმა, რომელიც ამ მატჩის შემდეგ დიდი ყურადღების ცენტრში იქნება, 7 სამქულიანი ჩააგდო. როცა 204 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელი ამდენ სამიანს აგდებს, ეს მის გუნდს დიდ უპირატესობას და კომფორტს ანიჭებს და ძირითადად გოგუას ბონუს-ქულებით ეწინააღმდეგებოდა "ტიტები" მთელი თამაშის მანძილზე "ოლიმპს". მხოლოდ გოგუა რას იზამდა, რიგიანად რომ არ ეთამაშათ "ტიტების" აღიარებულ ლიდერებს – კენდრიკ ტომპსონს, ლუკ მოიერსა და კვენტინ დევისს, თუმცა მათი სტაბილური თამაშის პარალელურად, ახალგაზრდა გოგუას გაბრწყინებამ ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს მძლავრი ბიძგი და მატჩის მოგების რეალური შანსი უბოძა.

პირველი ნახევრის შემდეგ "ოლიმპი" 2 ქულით იგებდა, თუმცა მესამე პერიოდში ზემოთ ნახსენებმა "ტიტების" კალათბურთელებმა დიდებულად ითამაშეს და პერიოდის 30:21 მოგებით თავიანთ გუნდს 7-ქულიანი ლიდერობა დაუბევეს. ნათქვამია და ხშირადაც ხდება: ვინც მესამე პერიოდს იგებს, თამაშიც მისი გამარჯვებით მთავრდებაო. ამჯერად ასე არ მოხდა. ბოლო წამებზე, დაძაბულ და ტოლ-სწორ ბრძოლაში, როცა თამაშის ბედს 1 ზუსტი სროლა წყვეტდა, ლიდერობა ხელიდან ხელში გადადიოდა. მთლიანობაში ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა, 8-ჯერ კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.

დასრულებამდე 2 წუთით ადრე ლუკა ლიკლიკაძემ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და "ოლიმპი" 85:80 დააწინაურა. დევისმა ორიანით უპასუხა, რის შემდეგაც ლინტონ ესლაისმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და დასრულებამდე წუთით ადრე "ოლიმპი" 86:82 დაწინაურდა. "ტიტები" არ გატყდა და გოგუამ თავისი მე-7 სამქულიანი ჩააგდო, რითაც "ტიტების" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 85:86. ლეჟავას გუნდმა მალე დაწინაურების შანსიც მოიპოვა, როცა გივი ბაქრაძემ "ოლიმპის" შეტევაში სამიანი გააცუდა და "ტიტებს" შესატევად 15 წამი დარჩა. აკაკი ლომოურის სროლას, რომელიც "ტიტების" ვეტერანმა კალათბურთელმა ზედ საფინალო სირენის წინ შეასრულა, გიორგი ტურძილაძემ დააფარა და თამაშიც დასრულდა.

"ოლიმპში" 27 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ლინტონ ესლაისი. დრუ კუქსჰაუსენმა 22 ქულა, 14 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. გივი ბაქრაძემ 15, ლუკა ლიკლიკაძემ კი 14 ქულა მოაგროვა. "ტიტებში" 26 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი გოგუამ დააფიქსირა. 23 ქულა დაგროვდა ლუკ მოიერის ანგარიშზე, კვენტინ დევისმა 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 16, 17 და 18 დეკემბერს გაიმართება.

GBF

დათო
არიქა იქნებ გვეშველოს რამე. 3 ნომერზე ისედაც დიდი პრობლემები გვაქვს. ბერიშვილის გარდა ნომინალური სამიანი არც გვყავს. მითუმეტეს თუ სამიანებს ასე კარგად ისვრის. შენი ჭირიმე გიორგი გოგუა. იქნებ შენ შეავსო სამიანების მსროლელების დეფიციტი საქართველოს ნაკრებში.
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა