კრიშტიანო რონალდოს და კატია ავეირო 2022 წლის მუნდიალიდან პორტუგალიის ნაკრების გამოვარდნას ეხმაურება.

მან თავისი ძმის შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"ეს ყველაფერი, რაც ხდება, გულს ძალიან მწყვეტს. საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც შენთან ძალიან ახლოს არიან.

ვამაყობ შენით და შენ მიერ დაწერილი ისტორიით! ეს ბრძოლითა და დიდებით სავსე ისტორიაა!

როცა ჩემი შვილიშვილები მთხოვენ ლაპარაკს ბრძოლაზე, პატივზე, დიდებაზე, შრომაზე, თავგანწირვაზე, დაბრკოლებებზე, ადამიანურ ბოროტებასა და შურზე, როცა მთხოვენ ლაპარაკს თასებზე, მიზნებზე, ჯილდოებზე, ჩანაწერებზე, რომლებიც უპრეცედენტო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა, მე მათ მოვუყვები ჩემი ძმისა და მათი ბიძის შესახებ!

ადამიანის შესახებ, რომელიც დაიბადა უბრალო სახლში, შუა ოკეანეში, პორტუგალიის დედაქალაქიდან შორს. სახლში, სადაც იყო ვედროები და თასები წვიმის წყლის შესაგროვებლად. სახლში კი ხშირად წვიმდა.

იატაკი დაფარული იყო ჭუჭყიანი პლასტიკატით, აბაზანისთვის წყალს ცეცხლზე ვაცხელებდით, ერთ ოთახში ოთხ ბავშვს ეძინა აგურით დამაგრებულ ორ ლეიბზე. მამამისი სამხედრო იყო და მონაწილეობდა საზღვარგარეთულ ომში, დედა კი ობოლია, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა.

მე მოვუყვები მათ მის მიერ აშენებულ იმპერიაზე, მის სიძლიერეზე, იმაზე, თუ რა პირობა დადო და შეასრულა მან!

მის პერსონაზე მოვუყვები, რომ არასოდეს დანებდა, მაშინაც კი, როცა უკვე საფლავი ჰქონდა გათხრილი.. ფილმს ვაჩვენებ - ნამდვილ ფილმს მათი ბიძის ცხოვრებაზე.

მადლობა ღმერთს, რომ მისი ცხოვრების ნაწილი ვარ, მისი არაჩვეულებრივი ცხოვრების", - წერს ავეირო.

დავით
ზუსტად იგივეს ვიტყვი მეგობარო: ჩემთვის მესი მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია (ნურავინ შემედავება, მე ასე ვთვლი და არ მაინტერესებს სხვისი აზრი), მაგრამ თუ ფეხბურთის გარტყმაში ხარ ადამიანი, არ შეიძლება არ აღფრთოვანდე როგორც რონალდუს ზღაპრული დონით, ასევე ამ ბიჭის ისტორიით. ბიჭის, რომელიც უღარიბეს ოჯახში დაიბადა და უზარმაზარ სიმაღლეს (როგორც ფეხბურთელის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით) მიაღწია თავისი ტალანტით და რაც მთავარია უზარმაზარი შრომითა და შეუპოვრობით!
ზურა
მე არ ვარ რონალდოს გულშემატკივარი და ფანი, მაგრამ ობიექტურად უნდა ითქვას, რონალდომ ევროპის ჩემპიონატი კი არა, ზოგადად რაც მოიგო და მიაღწია დიდი ხანი ვერც ერთი პორტუგალიელი ვერ მოიგებს და ვერც ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
თენგაბი
რონალდუმ დიდებული ისტორია დაწერა. ცუდია, რომ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის აქტიური ფაზა იწურება და მის საოცარ გოლებს ვეღარ ვნახავთ.
11
პორტუგალიის ნაკრები იტყვის თავის სიტყვას უახლოეს მომავალში. რონალდუს რაც შეეხება, ევროპა მოიგო, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
Givi
Didebuli sportsmeni,samagalito tavisi dauokebeli swrafvit da survilit golebze da titulebze,am mundialze ki chemi azrit tavi ichina arasatanado mzadkofnam,mas faqtiurad ar atamashebdnen manchestershi da amovardnili iko ritmidan...
მამუკა
მართლაც დასაფასებელი ადამიანია. უდიდესი შრომით მიაღწია ამ შედეგს. სამწუხაროდ წლები თავისას შვება, მაგრამ დღესაც ბერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯობნის. უბრალოდ ის კონდიციები არ აქვს რაც მისი კლასის ფეხბურთელს ჭირდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - რონალდოს დამ კრიშტიანო დაიცვა და პერესს პასუხი გასცა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კრიშტიანო რონალდოს თავისი და ამხნევებს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
რონალდოს და: კორონავირუსი სიცრუეა - კრიშტიანო ღმერთის მიერაა მოვლენილი
რატომ არ იყო რონალდო დიოგო ჟოტას დაკრძალვაზე - კრიშტიანოს და ამ ამბავს გამოეხმაურა
"თავი ასწიე, ჩემო მეფეო!" - რონალდო დამ გაამხნევა, დედამ მოედანზე იტირა, თავად კრიშტიანომ კი ანტირეკორდი დაამყარა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ