"ბაიერნის" და "იუვენტუსის" შემდეგ, ვიდალისთვის ბრძოლაში "ჩელსიც" ჩაერთო
ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ ვწერთ არტურო ვიდალის მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ და 24 წლის ჩილელი ნახევარმცველის მომავალი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.

ის ფაქტი, რომ ვიდალს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს, გასაკვირი სულაც არაა, რადგან მან „ლევერკუზენში“ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც აბსოლუტურად ყველა გამოცემამ მოახვედრა. ვიდალი მრავალმხრივი ფეხბურთელია და გარდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციისა, დაცვაშიც ნებისმიერ ადგილზე შეუძლია ასპარეზობა. თანაც, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და სწორედ ამიტომაა მასზე ასეთი მოთხოვნა.

„ლევერკუზენის“ ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მიუხედავად ამისა, „ლევერკუზენიდან“ „ბაიერნში“ გადაბარგებულ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ არტუროს მიუნხენში წაიყვანს და ამასობაში, ვიდალისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ლონდონის „ჩელსიც“ ჩაერთო.

შესაბამისად, გაიზარდა იმის ალბათობა, რომ ვიდალი „ლევერკუზენს“ დატოვებს. თვითონ ფეხბურთელი დღენიადაგ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს და ზოგადად ძალიან ორაზროვნად საუბრობს. ხან ამბობს, „იუვენტუსი“ შესანიშნავი კლუბია და ტურინში გადასვლის ვარიანტს სერიოზულად განვიხილავო, მერე იტყვის, არც „ლევერკუზენში“ დარჩენას გამოვრიცხავ, რადგან „ბაიერმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში თამაში კი ჩემი დიდი ხნის ოცნებააო. ამით ჩილელი იმას უსვამს ხაზს, რომ „იუვენტუსი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს. საერთო ჯამში კი, მხოლოდ ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ვიდალი ძალიან კომფორტულ მდგომარეობაშია, რადგან ბევრი მთხოვნელი ჰყავს და გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს, რათა კარგ ხელფასს გამოჰკრას ხელი.

გერმანელი ექსპერტები კი თითქმის ასი პროცენტით დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ვიდალი „ლევერკუზენში“ არ დარჩება. „ბაიერის“ ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ თავიანთი წამყვანი ფეხბურთელის შენარჩუნება არ შეუძლიათ, რადგან „ლევერკუზენი“ „იუვენტუსის“ დარ გრანდებს კონკურენციას ჯერ მაინც ვერ უწევს და გერმანული კლუბი ახლა იმაზე ფიქრობს, ვიდალში რაც შეიძლება დიდი თანხა მიიღოს. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, „იუვე“ მზადაა, 12 მილიონი ევრო გადაიხადოსო. გარკვეულია, რომ ჩილელი საყრდენით სხვა აპენინური გრანდები, „მილანი“ და „ინტერიც“ არიან დაინტერესებულები.

უახლესი ინფორმაციით, არტუროს შეძენა ლონდონის „ჩელსიმაც“ მოისურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდალის გარშემო ატეხილ დავი-დარაბას სიმძაფრე შეემატება. „კიკერი“ წერს, რომ ლევერკუზენში ლონდონიდანაც მივიდა ფაქსი - „ჩელსის“ ბოსები მზად არიან, გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ. „ჩელსის“ ახალი საყრდენი ნახევარმცველი მას მერე სჭირდება, რაც მიკაელ ესიენი დაშავდა და გაირკვა, რომ წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ცნობილია ისიც, რომ „ლევერკუზენი“ ვალდებულია, ვიდალის სანაცვლოდ აღებული თანხის 30 პროცენტი მის ყოფილ კლუბს, „კოლო კოლოს“ გადაურიცხოს.

რაც შეეხება მიუნხენის „ბაიერნს“ - „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ამბობს, ვიდალს ჩვენს კონკურენტს არაფრისდიდებით არ დავუთმობთ, მიუნხენში არტუროს სახელი უნდა დაივიწყონო. მაგრამ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს ფეხბურთელზე ჰაინკესის ფაქტორი, რომელსაც ყოფილი შეგირდის მიუნხენში წაყვანა ძალიან უნდა. აქ მთავარი მაინც ისაა, რამდენადაა მზად „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე იმისათვის, რომ „ლევერკუზენს“ ვიდალში 12 მილიონი ევრო შესთავაზოს - რეკორდმაისტერი აქამდე მხოლოდ 10 მილიონის გადახდაზე იყო ყაბულს.

თავად ჰაინკესი კი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვიდალის ტრანსფერზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია. „მე ვიცი, რომ არტუროს მიუნხენში წამოსვლა უნდა და თუ წელს ტრანსფერი ვერ მოხერხდა, გაისად გადმოვიბირებთ. ვიდალი გერმანიას მიეჩვია და აქ თავს ძალიან კარგად გრძნობს. თანაც, გაისად ის უფასო იქნება და ამიტომაც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, „ლევერკუზენი“ ტრანსფერს დათანხმდება. ისტორიულად დადასტურებული ფაქტია, რომ როცა ფეხბურთელს ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი უმთავრდება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, კლუბს მისი შენარჩუნება უჭირს ხოლმე, რადგან გაუმართლებელია, უფასოდ დაკარგო მოთამაშე, რომლის სანაცვლოდ ახლავე შეგიძლია საკმაოდ კარგი თანხის აღება,“ - ამბობს „დონ იუპი“.

ჰო, თუკი „ჩელსი“ და „იუვენტუსი“ დიდხანს მოითმენენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა