საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც რეკორდულად ბევრი – 10 გუნდი მონაწილეობს. ამ ასაკში ამდენ გუნდს საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია. დებულების თანახმად, შექმნილია 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი, რომელშიც გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა.

მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან. "ა" ჯგუფის პირველადგილოსანი "ბ" ჯგუფის მეოთხეზე გასულს შეხვდება, მეორე – მესამეს და ასე შემდეგ. პლეი-ოფის ყველა ეტაპზე – მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში, სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. მხოლოდ მესამე ადგილისთვის შერკინება იქნება ერთმატჩიანი.

12 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის 4 შეხვედრა გაიმართა. არც ერთ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. ყველა გამარჯვებულმა მოგება იოლად გაიფორმა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა თსსუ-მ "თბილისი ბასკეტს" 100:42 სძლია. "ოვერტაიმმა" "სოხუმი 2020"-ს 89:57 მოუგო. თსუ-მ 40-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა "ბთბ თბილისთან", ხოლო "გთუნიმ" "რუსთავს" 94:78 აჯობა.

თსუ-ელმა ლუკა მამლიკიძემ 29 წუთში 30 ქულა, 22 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი 43-ს უწია. 14 პასი გაიღო მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჩიღოშვილმა, ლაშა მესხის ანგარიშზე კი 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 15 დეკემბერს გაიმართება.

GBF

ლაშა
კარგია! აკი 20 წლამდელების ჩემპიონატი არ ჩატარდებაო ამას წინათ სტატიაში გეწერათ გიორგი?!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა