ყოფილ ირანელ ფეხბურთელს, ამირ ნასრ-აზადანის, ქალთა უფლებების დაცვის კამპანიაში ჩართვისთვის ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო მორალის პოლიციამ დააკავა. გარდაცვალების შემდეგ ირანის უშიშროების ძალების განცხადებით, ამინი მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა. საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, 16 სექტემბერს კი გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა. ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის ცნობით, გოგონას ეპილეფსია და სხვა დაავადებები აწუხებდა, თუმცა მისი ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს. ხელისუფლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, თვითმხილველები და ახლობლები კი ამბობენ, რომ გოგონა დაკავების ადგილზე პოლიციის მიერ ცემის შედეგად მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.

ტრაგიკული ამბის შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, ირანის ხელისუფლებას კი ამასთან დაკავშირებით თავისი შეხედულება აქვს - სჯის ყველას, ვინც ქალთა უფლებებზე ხმამაღლა საუბრობს. ბოლოს ასეთი 26 წლის ყოფილი სპორტსმენი გახდა...

საინფორმაციო სააგენტო Mizan-ის ცნობით, ნასრ-აზადანის იგივე ბედი ეწევა, რაც მოჭიდავე მაიდ რეზა რანავარდს... მოგეხსენებათ, მაშინ მაიდიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის საჯაროდ ჩამოახრჩეს...

FIFPRO (მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალი ფეხბურთელების უფლებათა დამცველი ორგანო) აკრიტიკებს გადაწყვეტილებას და სასწრაფოდ მის გაუქმებას მოითხოვს.

"FIFPRO გაოგნებული და შეწუხებულია ნასრ-აზადანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებით, რომელიც დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკუთარ ქვეყანაში ქალების უფლებების დაცვისთვის ბრძოლა დაიწყო. ჩვენ ამირს სოლიდარობას ვუცხადებთ და მოვითხოვთ, რომ სასჯელი გაუქმდეს" - წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ვვვ
და ასეთ ქვეყანას რა უნდა მსოფლიოზე? საერთოდ გარიცხონ ყველა სპორტული გაერთიანებიდან. როგორც რუსეთი.
ირაკლი
რას ბოდიალობ, ეჭვმიტანილის ჩამოხრჩობა სად გაგონილა თუ ბრალი დადასტურებული არ არის.
რეზო
აი ახლა, ნამუსი თუ აქვთ, პირველ რიგში გერმანიას, ინგლისს ა.შ. გამოხატონ საჯარო პროტესტი, სამკლაურებზე ამხელა ამბის მოწყობას
რეზო
აიათოლიჩი ცარ, ჯოგარ?
100%!!!
Shenc iraneli islamisti xar albat " balvano?!
ნიკო
უკრაინა არა შტვირი კიდე,ბავშს პირში სოსკას ტენი გაჩუმდიო ეგ პონტია,რუსეთიც,ირანიც და უკრაინაც გასარიცხია,რუსეთი-უკვე ვიცით რატომ,ირანი-მარაზმში გადადის რელიგიის სახელით,უკრაინას კიდე არც სტადიონები აქვს,არც მაყურებელი,არც ჩემპიონატი ყველაფერი ეს ფურცელზეა და ფარსია,ასე რომ ჩვენ ვიყოთ სამუდამოს მოგვცემდნენ ალბათ
არ დაბლოკოთ!
ნეტავ იცოდე, რისთვის და ვისთვის არის გაერო.
Opa
ეტყობა კარგად გაქვს წაგებული და ბონდო თუ ატყავებს ირანელებს ღმერთმა შეარგოს შენ რას დარდობ?
zura222
უკრაინას რატომ ?
ბაბუ
გარიცხავ და გავა. ვინმეს რამედ ადარდებს ეგ ფეხბურთი? ადამიანებს ახრჩობენ, აწამებენ, კლავენ და არ ადარდო ფეხბურთით. რუსეთის მოკავშირე სხვანაირი არც იქნება.
მარტვილელი
რისი თქმა გინდა ))
გია
სამი კაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის სხვა რა განაჩენი უნდა გამოეტანათ.
Hans
ჩვენს კაზინოებს ამდიდრებენ ირანელები. არ მითხრათ არაო D ფული აქვთ ჩეჩქვა და დღედაღამ იქ ყრიან. კაზინოს მფლობელი, საჯიშე ვაჟკაცი ჯონდო კი მდიდრდება და მრავლდება. რაღა გვიჭირს.
g
პლიუს კიდე ეს ველურები საქართველოში უვიზოდ და თავისუფლად ჩამოდიან
კ ო მ ბ ლ ე
გოლი ვერ გაქონდა და ახრჩობენ ხო? აუფ! რა გადარჩა ქვილითაია ირანში რომ არ დაიბადა!
ინგა ნ.
და ეს კანიბალი ქვეყანა და ყველა მისი მსგავსი, გაეროს და სხვა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია ხმის უფლებით. და არც არავინ აპირებს ამ კაციჭამიების გარიცხვას.
Simartle
ფიფამ უნდა გარიცხოს ირანი საფეხბურთო კავშირიდან...!!! ვიღაცამ უნდა აიძულოს ირანის ეს მართლაც უაზრო წესები შეიცვალოს...!!!
ლაშა
ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ირანელი ფეხბურთელები ლოიალურად არ არიან განწყობილი მთავრობის მიმართ, თუმცა, შესაძლო თვალთმაქცობასთან გვქონდეს საქმე ფეხბურთელების მხრიდან, თორემ სადაც რუსეთი გაირიცხა, რატომ არ უნდა მომხდარიყო იგივე ირანის მამართ? ასეთ შემთხვევაში კი უკრაინას მიეცემოდა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შესაძლებლობა...
G.LA
ხალხით მოსული ძალაუფლებაში, შემდეგ ცდილობენ ძალაუფლების გახანგრძლივებას და ყველანაირი ხერხით ცდილობენ გაიხანგრძლივონ ძალაუფლება. ძალაუფლება რყვნის ყველას, როგორც გინდა ხალხზე მოფიქრალი იყოს მანამდე. ყველაზე დიდი ნარკოტიკი ძალაუფლება ამ ქვეყანაზე.
zura222
და ამ დროს რას აკეთებენ ფულისტი ფიფა და უეფა ? რატომ არ რიცხავენ ირანს ?? თუ ირანული ფული ურჩევნიათ ? @@
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა