ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი ჯო საკიკი სპორტის ახალ სახეობაში - გოლფში ცდის ძალებს და საკმაოდ წარმატებულადაც
ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი, სტენლის თასის ორგზის ჩემპიონი ჯო საკიკი სპორტის ახალ სახეობაში ცდის ძალებს და საკმაოდ წარმატებულად. "კოლორადო ეველანშის" ყოფილმა კაპიტანმა გოლფის ტურნირზე მილიონი დოლარი მოიგო! საკიკმა ასეთი სოლიდური თანხა ორმოში ბურთის ერთი დარტყმით ჩაგდების სანაცვლოდ მიიღო (ეგრეთ წოდებული hole-in-one). ამის შესახებ სააგენტო Associated Press-მა დაწერა.

ტრადიციულ ტურნირზე - American Century Celebrity Golf Championship-ზე მონაწილეობას იღებდნენ ამერიკული სპორტის ვარსკვლავები (მაგალითად, მაიკლ ჯორდანი, ბრეტ ჰალი...). საკიკმა 150 მეტრიდან ჩააგდო ბურთი. ყოფილმა ჰოკეისტმა გადაწყვიტა ნახევარი თანხა - 500 ათასი დოლარი კიბოთი დაავადებულების ფონდში გადარიცხოს, რომელიც ლეგენდარული ველომრბოლის ლენს არმსტრონგის მიერ არის დაარსებული.

"ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მანძილიდან ერთი დარტყმით მოვათავსებდი ბურთს ორმოში, - განაცხადა იღბლიანმა საკიკმა. - მაგრამ ვცადე და გამომივიდა".

საკიკმა NHL-ში გატარებულ 20 სეზონში 1246 მატჩი ითამაშა და 1641 ქულა დააგროვა. სტენლის თასის გარდა მას მოგებული აქვს სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადა. ჯომ თამაში ორი წლის წინ დაასრულა და ახლა, "კოლორადოში" საკალათბურთო ოპერაციების საკითხებში მრჩევლად მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა