კვირას, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ლიონელ მესის მუნდიალის ნანატრ ტიტულამდე სულ ცოტა აშორებს, "ალბისელესტემ" ტურნირი მძიმედ დაიწყო, ალბათ, ყველას გახსოვთ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საუდის არაბეთთან განცდილი (1:2) მარცხი.

თუმცა ლიონელ სკალონის გუნდმა ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალა, რაშიც "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ფორვარდის ხულიან ალვარესის დამსახურება ძალიან დიდია.

არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ ალვარესს გასაოცარი ფეხბურთელი უწოდა, მას შემდეგ, რაც 22 წლის ფეხბურთელმა მუნდიალის ნახევარფინალში ხორვატიის წინააღდეგ დუბლი შეასრულა. ხულიანმა მისთვის სადებიუტო ტურნირზე 4 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირებს მბაპესა და მესის მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება.

"ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ალვარესი ჩვენი გუნდისთვის ამდენის გაკეთებას შეძლებდა, ყველა მატჩში, სადაც მონაწილეობა მიიღო, უდიდესი დახმარება გაგვიწია, არასდროს ჩერდება, მუდამ იბრძვის, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა" - ახალგაზრდა თანაგუნდელის შესახებ კვლავ "ლა პულგა" საუბრობს.

35 წლის სუპერვარსკვლავი მუნდიალზე ბრწყინვალედ გამოიყურება, 10-იანმა დაადასტურა, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელია, "პატარა ჯადოქარმა" კატარში 5 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება შეძლო.

ხულიან ალვარესი "მანჩესტერ სიტიმ" 2022 წლის იანვარში "რივერ პლეიტიდან" 17.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, ფეხბურთელმა ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოწერა, მაგრამ ივლისამდე იჯარის წესით კვლავ მშობლიურ კლუბში დარჩა.

ამ სეზონში პრემიერ ლიგის 12 შეხვედრაში (ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან) 3 გოლი გაიტანა..

"მისი ასეთ დონეზე თამაში უდიდესი შრომის შედეგია, თითქოს მესის გამო მზადაა შეუჩერებლად ირბინოს, 22 წლის ასაკში ამის გაკეთებას დიდი გული სჭირდება, ტურნირის დასაწყისში სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა, თუმცა 1 შანსი მიიღო და გამოიყენა" - განაცხადა "სიტისა" და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ.

ალვარესი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა, მსგავსი შედეგი 2010 წლის მუნდიალზე გონსალო იგუაინმა დააფიქსირა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

გია
19 საათზე იწყება.
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისტორიაში ყველაზე პატარა მოსახლეობის გუნდი მუნდიალზე - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
გულშემატკივრები შოკში არიან - 2026 წლის მუნდიალზე FIFA-ს მიერ ბილეთებზე დაწესებულმა ფასებმა ყველა გააოგნა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
"არ იყიდება" - "ატლეტიკო" ალვარესის გაშვებას არ აპირებს
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული
FIFA-მ დაადასტურა - 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]