მოჭადრაკე ქალთა სუპერტურნირში ხუთი ტურის შემდეგ ნანა ძაგნიძეს 2 ქული აქვს, ლიდერი კი 4 ქულით ჩინელი ძიუ ვენძიუნია
ხუთი შესაძლებლიდან 4 ქულა - ასეთი შედეგით ლიდერობს ხანჩჟოუში მოჭადრაკე ქალთა სუპერტურნირს ჩინელი ძიუ ვენძიუნი, რომელიც გუშინ თეთრი ფიგურებით ნადეჟდა კოსინცევას დაუზავდა.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ნანა ძაგნიძე (საქართველო), ანა ზატონსკიხი (აშშ)-ჩჟაო სიუ (ჩინეთი). ორგზის ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ (რუსეთი) მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ჰოუ იფანს (ჩინეთი) აჯობა, ხოლო მსოფლიოს ექსჩემპიონმა ჟუ ჩენმა (ყატარი) ფრანგ მარი სებაგს მოუგო.

ფაქტობრივად, გუშინ ევროპისა და აზიის საუკეთესო დიდოსტატი ქალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (მერე რა, რომ ზატონსკიხი ამერიკის სახელით გამოდის, იგი ხომ წარმოშობით უკრაინელია და წლების განმავლობაში ამ ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდა) და ორი კონტინენტის რჩეულ მოჭადრაკე მანდილოსანთა პაექრობა ფრედ (2,5:2,5) დამთავრდა.

სატურნირო მდგომარეობა ხუთი ტურის შემდეგ: ვენძიუნი - 4, დები - ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევები - 3-3, დრონავალი, ჰოუ იფანი, ჩჟაო სიუ-2,5-2,5, ძაგნიძე, სებაგი, ჟუ ჩენი - 2-2, ზატონსკიხი - 1,5 ქულა.

დღეს მოჭადრაკეები დაისვენებენ. ხვალ მე-6 ტურში ითამაშებენ: ძაგნიძე-ჩჟაო სიუ, ნ. კოსინცევა-ზატონსკიხი, ჰოუ იფანი-ვენძიუნი, სებაგი-ტ. კოსინცევა, დრონავალი-ჟუ ჩენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს