შიდაჩემპიონატში დომინაციას განაგრძობს თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია", რომელმაც სერია "ა"-ს მორიგი მატჩი იტალიის ქალაქ ბრეშაში მოიგო. ბოლონიელებმა 89:77 დაამარცხეს "ბრეშა", რაც ქართველი ფორვარდის საკმაო დამსახურებაც გახლავთ. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში თავი 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს მოუყარა.

თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის ვირტუსელთაგან მხოლოდ მოჰამადუ ჟაიტესა (13 ქულა, 9 მოხსნა) და კაილ ვიმსს (14 ქულა) ჩამორჩა.

ბოლონიელები კვლავაც ერთი გამარჯვებით უსწრებენ "ოლიმპია მილანოს" და როგორც აღვნიშნეთ, სერია A-ს სათავეში რჩებიან, მომდევნო შეხვედრას კი 26 დეკემბერს, სტუმრად "პეზაროსთან" ჩაატარებენ.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა