სტამბოლში ევროპის თასზე ჩემპიონი ლაშა ზურაბიანი გახდა, ბრინჯაოს კი გიორგი ბროლაშვილი და ნინო ოძელაშვილი დაეუფლნენ

ამ უქმეებზე ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტთა ერთმა ჯგუფმა საკუთარი ხარჯებით სტამბოლში იჭიდავა ევროპის თასზე და 3 მედალიც მოიპოვა - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ვაჟთა შორის ჩემპიონი ლაშა ზურაბიანი (81) გახდა, მესამეზე კი გიორგი ბროლაშვილი (60) გავიდა. გოგოებში ბრინჯაოს მედალს ნინო ოძელაშვილი (70) დაეუფლა.

ზურაბიანმა სტამბოლში ხუთი შეხვედრა გამართა და აქედან სამი იპონით მოიგო. პირველ წრეში მან ვაზარით აჯობა თურქ ისმაილ სერჰატ კამბურის, მერე რუსი ანდრეი პოპოშინი დააიპონა, მეორე რუს ადამ კლიშევს იუკოთი მოუგო, ნახევარფინალში კი იტალიელ მატეო მარკონჩინიზე ლევან გუგავას ჯავრი იყარა. საქმე ისაა, რომ იტალიელმა მეორე წრეში გუგავას მოუგო, ზურაბიანმა კი წმინდა გდებით გაუსწორა ანგარიში. ფინალში კიდევ ერთ რუსთან მოუხდა შეხვედრა - ალან ხუბეცოვთან, თუმცა იქაც მოწოდების სიმაღლეზე დადგა - მორიგი იპონი და სტამბოლის ტურნირის ჩემპიონობა!

ბროლაშვილმა ორი ვადამდელი გამარჯვებით შეჯიბრება წარმატებით დაიწყო - შვეიცარიელ დანიელ რუფლის და მასპინძელ ჰამზა აკაის მოუგო, მაგრამ მერე თვითონაც იპონით წააგო საკმაოდ გამოცდილ რუს ოთარ ბესტაევთან. სანუგეშო წრეში მორიგი ვადამდელი მოგებები მიითვალა ყაზახ რუსტემ იბრაევთან და აზერბაიჯანელ რასიმ ასადულაევთან, რომელიც ასევე გამოცდილი ფალავანია.

ოძელაშვილმა პირველ შეხვედრაში წმინდად დაამარცხა ხორვატი მარია კოშიჩი, მერე კი ბრიტანელ სალი კონვაისთან წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრა ჩვენებურმა თურქ საიდა ბაირამს იუკოთი მოუგო და პრიზიორიც გახდა.

გოგოებში სხვა მონაწილე არც გვყავდა, ვაჟთა ნაკრების სხვა წევრებიდან კი ყველაზე უკეთ ალექსანდრე სტეფნაძე (90) გამოვიდა - მეხუთე ადგილი. თურქ სამეტ ბულეტთან მოგების შემდეგ ის სერბ ალექსანდრ კუკოლთან დამარცხდა და სანუგეშოში გადავიდა, სადაც ბრიტანელ თეოდორ სპალდინგ-მაკინტოშს კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შერკინება დათმო პორტუგალიელ ტიაგო როდრიგესთან. ეს როდრიგესი სტამბოლში ბედისწერად გვექცა - პირველივე წრეში ფრიდონ ზურაბიანს მოუგო.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა შოთა ჯავახაძე (81) - თურქ აჰმეტ სარისთან, იაკობ გაზდელიანი (66) კი მეოთხედფინალამდე უდანაკარგოდ მივიდა, მაგრამ იქ მომავალ ჩემპიონთან, რუს არსენ ტოლასოვთან წააგო. ჩვენებური სანუგეშოში კი გადავიდა, მაგრამ მეტი ვერც იქ შეძლო - მასპინძელ რამზან ზენგისთან ვაზარი დათმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა