ამ დღეებში ბაქოში WTA-ს ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია
გუშინ მორიგი რეიტინგ-ლისტები გამოქვეყნდა, რომლებშიც 10 ქართველი პროფესიონალი მოხვდა. ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი 10 საფეხურით დაქვეითდა და 733 ქულით რეიტინგში 93-ეა. სხვები: 195 (-2). ოქსანა კალაშნიკოვა - 292 ქულა; 224 (-) მაკა ჩახნაშვილი - 257; 245 (+11) სოფიო შაფათავა - 227; 377 (-32) თათია მიქაძე - 119; 449 (-1) სოფიო ქვაცაბაია - 87; 471 (-1) ეკა გორგოძე - 78; 1219 (-4) მანანა შაფაქიძე - 3.

ვაჟთა რეიტინგში ისევ 2 ჩოგბურთელი გაგვიხდა. არა, სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილს არ დაუბრუნებია საქართველოს მოქალაქეობა - უბრალოდ, რეიტინგში 18 წლის გიორგი ცივაძემ შეაღწია (პირველად, კარიერაში). ერევნის ტურნირში მეოთხედფინალში გასვლამ გიორგის პირველი 3 ქულა მოუტანა. ცივაძე მსოფლიოს 1212-ე ჩოგანია, ხოლო ლადო ჩიხლაძე 13 ქულით 838-ეა.

ამ დღეებში ბაქოში WTA-ს ტურნირი მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარია. ამ შეჯიბრების დირექტორი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხია. ბუნებრივია, ტურნირი ქართველების გარეშე არ ჩაივლიდა.

საკვალიფიკაციო ბადეში სამი ჩვენებური იყო: თათია მიქაძე (მე-5 ნომრად განთესეს), სოფიო ქვაცაბაია და ეკა გორგოძე. მე-2 საკვალიფიკაციო წრეში (პირველში ჩვენები ისვენებდნენ) ორმა ქართველმა მოიგო: გორგოძემ მე-8 ნომრად განთესილი დანიელა დომინკოვიჩი (ავსტრალია, 396) დაამარცხა - 6:2, 6:2, ხოლო მიქაძემ - "უაილდ ქარდით" მიწვეული უზბეკი საბინა შარიპოვა - 7:5, 6:4.

ქვაცაბიამ კი მე-6 ნომრად განთესილ რუს იანა ბუჩინასთან (367) წააგო - 4:6, 7:5, 3:6.

ფინალურ წრეში ეკას და თათიას სერიოზული მეტოქეები ჰყავდათ და მათ ვერ შეძლეს ამ ბარიერის გადალახვა. გორგოძემ პირველ ნომრად განთესილ ბერძენ ეირინი გეორგატუსთან (197) დათმო - 3:6, 1:6, მიქაძემ მე-3 ნომრად განთესილ ვალერია სოლოვიევას (რუსეთი, 278) სამსეტიანი ბრძოლა გაუმართა - 6:1, 3:6, 1:6. გორგოძემ და მიქაძემ 10-10 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ხოლო ქვაცაბაიამ - 6.

ძირითად ბადეში ორი ქართველი იყო - ანა ტატიშვილი და სოფიო შაფათავა, თუმცა მათთან "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსით თათია მიქაძეც მოხვდა. თუმცა ჩვენებურთა რიცხვი უკვე ერთით შემცირდა - სოფიო შაფათავამ ვერაფერი გააწყო ყაზახ გალინა ვოსკობაევასთან, მას ერთი გეიმიც კი ვერ აართვა - 0:6, 0:6.

მიქაძე "უაილდ ქარდით" მიწვეულ რუს ნინა ხრისანოვას ეთამაშება, ტატიშვილის მეტოქე კი მე-8 ნომრად განთესილი რუსი ევგენია როდინაა (77). ეს მატჩები დღეს გაიმართება და იცით რა მოხდება, თუ ჩვენებურები მოიგებენ - ტურნირის მეოთხედფინალში გარანტირებულად გვეყოლება ქართველი, რადგან მოგების შემთხვევაში მერვედფინალში ტატიშვილი მიქაძეს დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა