ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვარაცხელიას თამაში ჩემპიონის ბედს მნიშვნელოვნად გადაწყვეტს - "ნაპოლი" ახალ წელს "ინტერზე" ბევრს იფიქრებს

კვარაცხელიას თამაში ჩემპიონის ბედს მნიშვნელოვნად  გადაწყვეტს - "ნაპოლი" ახალ წელს "ინტერზე" ბევრს იფიქრებს

თითქოს, რა უნდა იყოს საგანგაშო იმაში, რომ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ნაპოლი" "ლილთან" ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით (1:4) დამარცხდა. ასეთ ამბებზე იტალიურ მედიაში ნაკლებად ღელავენ, განგაშის ზარებს უფრო ბრიტანეთში შემოჰკრავდნენ. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო ჩვენ ამ გუნდის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს და საქართველოშიც გვსურს, მიზეზებს უფრო ღრმად ჩავწვდეთ...

რასაც წყალი ნამდვილად არ გაუვა, ისაა, რომ ნეაპოლელებზე მსოფლიო ჩემპიონატისგან გამოწვეულმა პაუზამ კარგად არ იმოქმედა და ეს

წინასწარ ნავარაუდებიც იყო. კარგ ფორმაში მყოფ გუნდს, რომელიც თამაშს თამაშზე იგებს და განსაკუთრებული მუხტი აქვს, შუა სეზონში ამხელა პაუზა არაფერში სჭირდებოდა. აქ პოზიტიური რაც შეიძლება იყოს, ისაა, რომ კატარის მუნდიალზე "ნაპოლის" ბევრი მოთამაშე არ წასულა და ფეხბურთელებმა ამ მჭიდრო გრაფიკის შემდეგ ამოსუნთქვა შეძლეს, თუმცა სპორტული თვალსაზრისით, ეს კარგი ყოველთვის არაა.

წინა სეზონში, როცა აფრიკის თასის გამო ლუჩანო სპალეტის რამდენიმე წევრი მნიშვნელოვან დროს დააკლდა, ამან სკუდეტოს მომავალ გამარჯვებულზე დიდი გავლენა მოახდინა, გუნდში საკმარისი კონკურენცია არ იყო. გასულ ზაფხულს ნეაპოლური კლუბი, როგორც აღმოჩნდა, სერიოზულად გაძლიერდა, თუმცა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ზამთრის პაუზისას გარკვეული სიახლეები მაინც საჭირო იყო, თუნდაც პრობლემურ პოზიციებზე კონკურენციის მხრივ. სადაა ეს ადგილები? დაცვაში ახლა ბევრი სირთულე გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, როცა კიმი-რაჰმანის წყვილი აღდგება, ეს საკითხი იქნებ ისევ მოგვარდეს, თუმცა ამ რგოლში ახალი სახე გუნდს ნამდვილად მოუხდებოდა. პრინციპში, მთელი სეზონის განმავლობაში ცხადია, რომ ოსტიგორი და ჟესუსი შესაბამისი ალტერნატივები ნაკლებად არიან. ყველაზე უკონკურენტო პოზიცია კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსია. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, თუმცა ყველა მატჩის ერთ დონეზე ჩატარება შეუძლებელია. მეკარე მერეტიც ისეთი დამაჯერებელი ვეღარაა, როგორც სეზონის სტარტზე იყო და გუნდს კეილორ ნავასის შეძენა გადააფიქრებინა...

ამხანაგური მატჩებით ნახევარდაცვის თამაშის შეფასება შეუძლებელია, რადგან ჯერ ანგისა და ზელინსკი არ დაბრუნებულან, თუმცა მთავარი მწვრთნელი ფიზიკური მომზადების გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს და ეს საგულისხმოა. ნეაპოლელებმა შესვენებამდე თამასა მაღლა ასწიეს, "მილანს" 8 ქულით აღემატებიან და ახლა ერთი ჩავარდნაც კი გუნდზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სატურნირო ცხრილში მძიმედ აისახება. 1-ელი წრის ბოლომდე კი ოთხიდან 2 ძალიან რთული მატჩია, "ინტერთან" და "იუვენტუსთან".

რაც ცალსახად გამოჩნდა და ამას გარკვეულწილად, სპალეტიც ადასტურებს, ხვიჩა კვარაცხელია ამ გუნდისთვის უსაზღვროდ ბევრს ნიშნავს. სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ჩვენ რამდენიმე მოთამაშეს გამოვყოფთ, თუმცა ქართველი გარემარბის შესაძლებლობები, დრიბლინგი, საგოლე ეპიზოდების შექმნა, არაორდინარული გადაწყვეტილებები და რაც მთავარია, შედეგიანობა (ყველა ტურნირზე 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი), იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ "კვარადონას" ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება ისაა, რაც ნეაპოლელების სკუდეტოსკენ დაწყებული სვლა ასეთივე შემართებით გაგრძელება. თავად ხვიჩას კარგად ვიცნობთ - ის ბოლომდე იხარჯება, ცდილობს იძულებითი პაუზა საბოლოოდ დაივიწყოს და მომდევნო მატჩში, მილანში, ამჯერად "ინტერთან" იბრწყინოს.

მოსამზადებელ ეტაპზე ჯაკომო რასპადორი კარგად გამოიყურება, 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა და სპალეტის მეტი ფიქრი მოუწევს იმაზე, თუ სად უნდა გამოიყენოს ის. როცა ვიქტორ ოსიმენიც ტრავმირებული იყო, რასპადორი მაშინაც ათამაშდა, შემდეგ კი კონკურენციაში ჩაიკარგა. კვარაცხელიას არყოფნაში ჯაკომო მარცხენა გარემარბად ვიხილეთ, თუმცა მისი ადგილი იქ ნაკლებად გამოჩნდა, ელემენტარულად, იმ სამუშაოს ვერ ასრულებდა, რასაც ქართველი გარემარბისგან შევეჩვიეთ. კვლავ ცოტა დრო ეძლევა ჯოვანი სიმეონეს და მან ბოლოს "რეინჯერსთან", ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. თუკი დაცვის ხაზში ნაკლებ კონკურენციაზე ვისაუბრებთ, შეტევაში ბევრი ალტერნატივაა და სპალეტის კარგი ბალანსი სჭირდება. დაველოდოთ, ირვინ ლოსანო რა სიახლეებს შემოიტანს, შედეგიანობა მატეო პოლიტანოს ნამდვილად უჭირს.

ლუჩანო სპალეტის იმის დამტკიცება მოუწევს, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩავარდნა უფრო

შემთხვევითობა იყო და ყველაფერი უნდა გააკეთოს, არსებული ჰანდიკაპი კარგად გამოიყენოს. ახლა გუნდი საშობაოდ ისევ შეისვენებს, ახალი წლის დღეებში კი "ინტერზე" ბევრი ფიქრი მოუწევთ.

კიდევ ერთმა ჩასაფრებულმა ხავსმოდებულებმა წამოჰყო თავი ნაფტალინიდან:დ თქვენ რომ გთხოვენ სკოლაში მოდი და ბავშვები გაახარეო უარი უთხარით. ხვიჩა ვერ ეტყვის უარს, იმათ ვისაც მისი მახვა უხარიათ. განსაკუთრებით ბავშვებს. ამხანაგური თამაშის წაგების მერე ასეთი სამარცხვინო კომენტარი არ გიტყდებათ? გოლს რომ გაიტანს მერე ფეიქ აქაუნთით აყიყინდებით, ვითომ გაგიხარდათ. მერე ვიღას ჭირდებით ნეტა

• oto

ასე იცის დროზე ადრე ატინგიცებამ. ჯერ მოიგე რამე ტურნირი და მერე მოაწყვე ვოიაჟები სკოლებში და ორღობეებში. რაის ფანებთან კონტაქტებია, გაშმაგებული უნდა ვარჯიშობდე და იტალიურში მეცადინეობდე.

• Charley

ნერვიულობს ხვიჩა. ინტერთან ერთი-ორი კარგი დრიბლინგი, ან გოლი/საგოლე გადაცემა უნდა დაწყნარდება და მთლიანად გაიხსნება მეორე წრისთვის. ფაქტია, დიდი შესვენება გამოუვიდა და ვერაა ფორმაში ვერც თვითონ და ვერც მთელი გუნდი. ფაქტიურად ნაპოლის პიკში მოუწუა პაუზაზე გასვლა. ნახევარდაცვა "პრახადნოი დვერია" რუი დაცვაში კარტასტროფაა ოსტიგარდთან ერთად და ძალიან სასწრაფოდ ჭირდება გუნდს კიმ მინჯაე, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ზელენსკი ლოზანო და ვაი რომ ისენიც ცუდ ფორმაში შეუერთდნენ გუნდს თორემ ამ თამაშით ინტერი კი არა ათეულისთვის მებრძოლ ნებისმიერ გუნდთან გაუჭირდებათ 3 ქულის აღება. ფაქტია რაც ამ ამხანაგურებში გამოჩნდა ეს ნაპოლი შესვენებამდე გასული გუნდის აჩრდილია და მერე რა რომ ამხანაგურები იყო იგივე ამხანაგური იყო ლილისთვისაც და ვილიარეალისთვისაც რომელთა ნახევარდაცვამ შთანთქეს ამ ორ თამაშში ნაპოლის ცენტრი. ცუდის მომასწავებელი არ აღმოჩნდეს ეს სპალეტისთვის ისედაც ყოველთვის უჭირს მის დამოძღვრილ გუნდებს მეორე წრეში ოპტიმალური ფორმის აღდგენა, და მისი აქილევსის ქუსლი იმედია არ აღმოჩნდება ამხელა ფორის განიავების მიზეზი თორემ წყალში ჩაიყრება ჩვენი ბიჭის ეს ნაშრომ-ნაღვაწი და ისედაც ემოციური ნაპოლიტანელები საბოლოოდ მიეცემიან ღრმა ნიჰილიზმს სკუდეტოს დაუფლების მიმართ.

• საბა

100%

• Michaels

იხარეთ!!! თითქოს მე დავწერე ეს კომენტარი… წარმატებები და წინსვლა ხვიჩას!!!

• Michael

კომენტარებს გადავხედე სოც. ქსელებში და ნახევარზე მეტი წერს, ამდენი რომ ვაქეთ იმის ბრალიაო, გუშინდელი წაგებაო. თურმე ამხანაგურში მთელი გუნდი რომ ფორმაში არაა, ვიღაცამ ორღობიდან ინტერნეტში კვარას საქებარი პოსტები თუ დაატყაპუნა კლავიატურაზე მაგის ბრალი ყოფილა . ამ დონის გაუნათლებლობა საოცარია ნამდვილად. ვის გთხოვათ ამ ბიჭმა მაქეთ და მადიდეთო? პირიქით ის გითხრათ, რომ არ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, არც ქება-დიდებას და არც ლანძღვასო. ახლა კი ვიღაცეები ორღობიდან თუ აქებდნენ და წაგებული თამაშების მერე თუ ასევე ორღობიდან გალანძღავენ, ეგ მხოლოდ მათი პრობლემაა. კვარაცხელია თავისუფლად გააგრძელებს პროგრესს და არავის ჭირდება თქვენი ქება. ვის ამადლით ამ ქება-დიდებას ან ვინ გთხოვთ საინტერესოა. ეს ძალათ მაცხოვნებიი

• jorj-ს

მომკალი და არ მჯერა. :))

• გიორგი 1981

კარგადაა გაანალიზებული. ჯერ მეტს ვერ იტყვი და სულ არაფერი თქვა, ხალხი აკლიათო, არც ეგაა გამოსავალი. სკუდეტო და საუკეთესო ხვიჩა

• ქ. გ.

La Gazzetta dello Sport ნაპოლი კვარაცხელიას 2028 წლამდე არ გაუშვებს. ხელფასი გაორმაგდა.

• jorj

შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე, ოლიმპიური ჩემპიონი დაშვებაში, ბიტ ფოიცი მალე კარიერას დაასრულებს. მისი გადაწყვეტილებით, მსოფლიო თასის ბოლო რბოლაში მონაწილეობას იანვარში მიიღებს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა