ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

დღეს ერთი წელი გავიდა, რაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

36-წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთხელ კატარში იზეიმა. "ალბისელესტემ" თამაში მძიმედ დაიწყო, 1:2 დამარცხდა საუდის არაბეთთან, შემდეგ კი 6 ფინალის ტოლფასი შეხვედრა მოიგო და ნანატრი ტიტულიც დაიმსახურა.

ყველამ დაინახა, როგორ იბრძოდნენ არგენტინელი ფეხბურთელები მესისთვის... ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ?

16 წლის წინ მუნდიალზე 19 წლის მესის დებიუტი შედგა. ამ დროს თითქმის ყველა "ალბისელესტელი" ფეხბურთელი ბავშვი იყო - ალვარესი 9 წლის, მაკ ალისტერი - 8, რომერო - 8, მოლინა - 8, ენცო - 5, ლაუტარო მარტინესი - 9, ლისანდრო მარტინესი - 8...

16 წლის წინ ახალგაზრდა, გრძელთმიანმა შემტევმა ოცნებისკენ სვლა დაიწყო, დღევანდელი ნაკრების ვარსკვლავები კი სკოლაში სწავლობდნენ. ყველა მათგანი ხედავდა, როგორ იბრძოდა და არ გამოსდიოდა ნანატრი მუნდიალის მოგება... რის შემდეგაც დაისახეს მიზანი და აასრულეს კიდევაც. საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ პატარა, მორიდებული ბიჭის განვითარების გზას, თუ როგორ მიისწრაფოდა დიდებისკენ, იპყრობდა სიმაღლეებს და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ისტორიაში საუკეთესო ეპოქალურ ფეხბურთს გვთავაზობდა.

სწორედ მაშინ დაისახეს მიზანი, ოცნება, რომ ეთამაშათ ისე, როგორც ამას მათი ქვეყნის დიდებული ვარსკვლავი აკეთებდა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დახმარებოდნენ ლეოს ნანატრი ტიტულის მოგებაში...

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რა ხდება, როცა მესის წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ - მთელი არგენტინის ნაკრები მის დასაცავად მირბის, რადგან ლიდერის, ყველაფრის სულისჩამდგმელის წინააღმდეგ უხეშობა, პატარა ტკივილიც კი უნთებს იმ გრძნობას, რასაც ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარულისას გრძნობს. მესი მათთვის ძვირფასი საგანძურია და ასეც აღმოჩნდა... კარიერის მიწურულს, ბოლო მუნდიალზე, ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს ოცნება აესრულებინა და მსოფლიო პირველობის თასი სამშობლოში ჩაეტანა.

სწორედ მათი დახმარებით შევიდა ლეო იმ ფორმაში, საიდანაც ტიტული ყველაზე ახლოდან მოჩანდა. "ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები"...

• მგელი

აქ ზოგიერთი წერს მესის და დიეგოს შედარებებს, უდავოა მესი დიდი ფეხბურთელია აქ საკამათოც არაფერიც არის მაგრამ ერთს ვიტყვი რასაც მესი ბრწყინვალედ აკეთებს ბურთით, დიეგო მარადონას იგივე შეეძლო გაეკეთებინა ფორთოხლით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დიეგო იყო არის და იქნება უდიადესი ფეხბურთელი

• გიგა

ფინალის დროს, მაგრად შემომიტია გულმა, კიდევ კაი არგენტინამ მოიგო და გადავრჩი, თორე ეხლა ამ კომენტარს ხო ვერ დავწერდი? სტატიის ავტორს დიდი მადლობა!

• zura

ზეიმი კი არა ძმაო ეს იყო საოცნებო მატჩი. ცხოვრებაში პირველად გადმომივარდა სიხარულის ცრემლი ფეხბურთზე.რა დამავიწყებს მაგ მომენტს და მაგ დღეს. ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში. სახლიდან რომ ხმა არ გადიოდა აქამდე მაგ დღეს მთელი პადიეზდი მე მისმენდა და ხვდებოდა რა ხდებოდა. დაჟე მირეკავდნენ ხო კარგად ხარო მბაპე გოლს რომ იტანდა. მაგრამ ეს იყო საოცრება. ეს იყო მომენტი და ეს იყო მთელი ემოცია. მთელი თამაში ვერ დავჯეკო სკამზე. ვაიმე არ შევედი მუღამში?:D:D:D:D

• zura

აი სტატია. გინდ დაიჯერეთ გინდ არა სამჯერ წავიკითხე დღეს. აი სტატია და აი დიდი ამბავი მოკლედ გადმოცემული სადაც მთელი დრამა და სიხარულია. ავტორს დიდი პატივისცემა

• მალხაზ ჯობავა

მართლაც მაგარი გულისგასათბობი და მომავალი თაობისთვის, დიადი საფეხბურთო სურვილების აღმრძავი სტატიაა. ყოჩაღ !

• გიორგი

ბრავო! მაგარი სტატიააა

• ზურა

აგერ, უკვე ერთი წელი გავიდა, ( რა მალე გარბის დრო?) რაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო! ეს იყო საფეხბურთო ზეიმი!

• კაი ერთი

მიუხედავად ხელით გატანილი გოლის ჩათვლისაო?! გაიხსენე ერთი რა ანგარიშით დამთავრდა ეგ მატჩი ინგლისთან! ორით ერთი, ასე რომ ის უსამართლოდ ჩათვლილი გოლი რომ არა, ან მოიგებდა მაგ თამაშს არგენტინა და ან არა, ინგლისს მაშინ შესანიშნავი გუნდი ყავდა და მაგ თამაშში უპირატესობა არანაირი არ ქონია არგენტინას, უფრო კი პირიქით! თუ არ გახსოვს, ცანაწერი არსებობს და ნახე. აბა ინგლისის გულშემატკივრების ადგილზე წარმოიდგინე თავი, როგორია ძალით რომ გაუგდეს გუნდი. (ისე, ერთ სხვა თამაშში ხელით რომ გამოიტანა ბურთი კარიდან დიეგომ ეგეც რომ შერჩა, გახსოვს ალბათ). გაგლეჯილ კაიფში რომ იყო დიეგო 94-ში და გუნდი დააღალატა, არავის უარყვია ეგ და არავის დაუბრალებია მისთვის ის, რაც არ ყოფილა! და კიდევ, აველანჟმა შეუშალა ხელი კოპა ამერიკა მოეგო ან თუნდაც ფინალში გაეყვანა გუნდი ერთხელ მაინც? დიეგო მსოფლიოს ისტორიაში თავისი ეპოქის უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ზღაპრები იმის შესახებ, რომ ვინმე ჩაგრავდა სასაცილოა, რადგან თუ ვინმემ დაჩაგრა ისევ თავისმა ხასიათმა. მესის ეხმარებიანო? კი, მაგარი დახმარებაა - საერთოდ არ მახსოვს მსოფლიოს ფინალში ან თუნდაც ნახევარფინალში ერთ მატჩში ორი პენალტი დაედოთ ერთი გუნდის კარში. თუ ეხმარებოდნენ, არ დადებდნენ და არ შეიმჩნევდნენ, ისევე როგორც დიეგოს ხელი "ვერ შეამჩნიეს'. და არ გვინდა ახლა ვარიო. მშვენივრად აიგნორებენ ვარს , როცა უნდათ. იგივე არგენტინას, ბოლოსწინა კოპა ამერიკაზე, ბრაზილიასთან მატჩში ბრაზილიის მეორე გოლისას რომ დაუიგნორეს. შეგახსენებ - არგენტინა უტევდა და ბრაზილიის საჯარიმოში ძალიან პენალტს რომ გავდა ისთი მომენტი იყო, მსაჯმა არ სეიმჩნია, და სანამ არგენტინელები აპროტესტებდნენ, ბრაზილიამ ბურთი წამოიღო და აქეთ გაუტანა. ვარზე რატომ არ გადაამოწმეთ მაინცო და რა ჩვენი ბრალია, კავშირი იყო გაწყვეტილი მსაჯსა და ვარს შორისო და წადით და სადაც გინდათ იჩივლეთო. მერე მესი გააგდეს არაფრის გულისათვის მესამე ადგილისათვის მატჩში და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მისცეს გაპროტესტება როგორ გაბედეო. მოკლედ ეხმარებიან რა)))))

• გია

რა მაინტერესებს იცით? სულ რატომ მუსირებს ის აზრი, რო ლეომ "მოისყიდა" ფიფაც და ლამის მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროც?! თუ ამ ყოვლად სულელურ აზრს გავყვებით, მაშინ სხვებმაც რატომ არ "მოისყიდა", იგივე ფიფაც და შეიხებიც? მაგ: როლანდომ და მპაბემ? როლანდო მილიარდელია და არ გაუჭირდებოდა, მპაბეს გუნდის პრეზიდენტი შეიხია და მითუმეტეს, მაგას უფრო გაუადვილდებოდა მსაჯების და მთლიანად ყატარის გადმობირება, მე მგონი ხვდებით ხო, არალოგიკურობას რასაც ანტი მესისტები ავრცელებენ? არგენტინამაც და ლეო მესიმ სრულიად დამსახურებით მოიგეს ეს მუნდიალი!

• გიორგი ღვინიაშვილს!

გიორგი ყოჩაღ! ძალიან მომეწონა სტატია! ამ მსოფლიოზე არგენტინის ნაკრებმა, თავისი მაქსიმუმის, მაქსიმუმი ჩადო და შედეგიც ის მიიღო, რაც უნდა მიეღო! მაგრად იბრძოლეს ნაკრების თითოეულმა წევრმა, თავი არ დაზოგეს, "დაგეშილები" თამაშობდნენ, რასაკვირველია ლეგენდის ლეო მესის კაპიტნობით! ცალკე თემაა, ლეო მესის თამაში, ნუ რა უნდა ვთქვათ ახალი? მაგრად ითამაშა და ღირსეულადაც აწია მს. თასი! ისე, რო თითოეულ ფეხბურთელს და მწვრთნელს მადლობას ვუხდით საფეხბურთო სპექტაკლებისთვის!

• HK

აი ამას რომ ვერ დაინახავს ადამიანი იმას არცუნდა აყურებინო არასდროს ფეღბურთი, ჯერ იყოდა ცოტა აკლდა არგენტინას ჯგუფში ჩარჩენასთან მერე ფინალამდე რამდენი წვალებით და წამებით ძლივს გავიდნენ მერე კიდე ფინალში ისე სასწაულად ითამაშეს ფრანგები 70 წუთით საერთოდ გააქვრეს და კიდევ ვირაც ადგება და იტყვის ძალით შეტენეს არგენტინასო... უბრალოდ მაგარი ტეხავს ასეთი აზროვნება თორე არგენტინას და მესის ჩვენ რას დავაკლებთ ...

• HK

აი ამას რომ ვერ დაინახავს ადამიანი იმას არცუნდა აყურებინო არასდროს ფეღბურთი, ჯერ იყოდა ცოტა აკლდა არგენტინას ჯგუფში ჩარჩენასთან მერე ფინალამდე რამდენი წვალებით და წამებით ძლივს გავიდნენ მერე კიდე ფინალში ისე სასწაულად ითამაშეს ფრანგები 70 წუთით საერთოდ გააქვრეს და კიდევ ვირაც ადგება და იტყვის ძალით შეტენეს არგენტინასო... უბრალოდ მაგარი ტეხავს ასეთი აზროვნება თორე არგენტინას და მესის ჩვენ რას დავაკლებთ ...

• მამუკა

1986 წელს დამსახურებულად მოიგო არგენტინამ მსოფლიო, მიუხედავად დიეგოს მიერ ხელით გატანილი გოლისა, 90-ში ფინალში გავიდა სადაც გერმანიასთან დამარცხდა არასწორად დადებული პენლტის გამო, რომელუც წლების შემდეგ აღიარეს, 94-ში სასწაული გუნდი ჰყავდა არგენტინას, ჩემპიონობის უპირობო ფავორიტი იყო, სასწაულ ფორმაში იყო დიეგო, მაგრამ მოკვეთეს ჩემიონობიდან, ფიფა ჟოაო აველანჟის მეთაურობით ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა არგენტინის ნაკრებს რომ დიეგო პელეზე წინ არ გასულიყო, დღევანდელ არგენტინის ნაკრებს კუდევ პირიქით ყველანაირად გვერდში ედგა რომ მესი დიეგოს ჩრდილიდან გამოსულიყო და უფრო დიადი გამოეყვანათ

• Tete

2 penalti daudo. 82 cutamde karisken saertod ar daurtkams frangebs da kide msajma moagebiao. Ramxela xixoa zogierti

• რრრ

თუ ასე იყო ჯერ, რომ უპამეკანოს მოხდა ხელზე და მერე არგენტინელ მცველს, რახატომ დადო მსაჯმა მეორე პენალტი არგენტინის კარში 3-2 ჰა?

• მამუკას

ამ მუნდიალზე მესიმ ჩადო თავისი მაქსიმუმი და დამსახურებულადაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული! ნუ ამაზე უკვე ანტი მესისტები თვალს ვერ დახუჭავენ. მაგრამ დარჩათ ერთი "არგუმენტი, თავიანთი ჭკუით კოზირი", რომ მესიმ მოისყიდა ფიფა, შეიხები, ყატარი, მსაჯები და ლამის მთელი მსოფლიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს თქვენი შეთქმულების თეორია, ცილდება უკვე ყველანაირ ზღვარს! გინდათ თუ არ გინდათ უნდა შეეგუოთ, რომ მუნდიალი მოიგო მეგობრულმა ნაკრებმა!

• მამუკას

ამ მუნდიალზე მესიმ ჩადო თავისი მაქსიმუმი და დამსახურებულადაც მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული! ნუ ამაზე უკვე ანტი მესისტები თვალს ვერ დახუჭავენ. მაგრამ დარჩათ ერთი "არგუმენტი, თავიანთი ჭკუით კოზირი", რომ მესიმ მოისყიდა ფიფა, შეიხები, ყატარი, მსაჯები და ლამის მთელი მსოფლიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ ეს თქვენი შეთქმულების თეორია, ცილდება უკვე ყველანაირ ზღვარს! გინდათ თუ არ გინდათ უნდა შეეგუოთ, რომ მუნდიალი მოიგო მეგობრულმა ნაკრებმა!

• მამუკას

მამუკა გავიგეთ, რომ შენ იმათ რიცხვში ხარ, ვისაც არ გაუხარდათ არგენტინის ნაკრების გამარჯვება მესის თამადობით. მერე მეტი "დამაჯერობლისთვის" ნუ იძახი, რომ ხარ, თუ იყავი არგენტინის გულშემატკივარი, არ არის ეგ მართალი, მაგას პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ტყუილია შენის მხრიდან. მერე, ლეო მესის ბრალია, რომ ყველას უნდოდა მისი გაემარჯვება? რატომ როლანდოს არ ქომაგობდნენ ასე? აი აქ უნდა ეძებოთ მიზეზი. მერე ნუ მიახტებით ფიფას, რომ ფიფამ გაამარჯვებინა, ესეც მაგარი სიცრუეა შენის მხრიდან. მოინდომეს ბიჭებმა და ლეო მესიმ , რომელთა ერთსულოვნებამ და გუნდურობამ მიიყვანა არგენტინის ნაკრები ამ გამარჯვებამდე, ასეთი მონდომებული და გაგიჟებული ლეო, მე პირადად არ მახსენდება!

• დავითი

ფიფა რომ კორუმპირებული ორგანიზაციაა, ეგ ცხადია, მაგრამ ზუსტად ამ კორუმპირებულობის მიზეზით, ჩემპიონობის ყიდვა იმდენად დიდი თანხა დაჯდებოდა, რომ მესიც კი ვერ გაწვდებოდა. ყველანი გაიძახიან ფიფას უნდოდა მესის ჩემპიონობაო. როგორ გგონიათ, არ ჰკიდიათ ჯანი ინფანტინოს და ფიფას ბოსებს ისეთი სენტიმენტები, რომ "მესი იმსახურებს", "მესი ლეგენდაა" და ა.შ.? მოკლედ, რაღაც გლობალური შეთქმულების თეორიის არ მჯერა. უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ მსაჯებიც ადამიანები არიან და მესი მათთვისაც ლეგენდაა.

• მამუკას

არგენტინის ფანი კი არა,აფერისტი ხარ

• მამუკა

არგენტინის ფანი ვიყავი ყველა გასულ ჩემპიონატზე, მაგრამ წელს რაღაც დაანონსებულივით ყველა ერთსა და იმავეს გაიძახდა რომ მესიმ უნდა მოიგოს მსოფლიო, ამ დროს ბოლო წლების ყველაზე სუსტი ნაკრები ჰყავდა არგენტინას, სამაგიეროდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ფიფადან და სამსაჯო კორპუსიდან, პენალტების დანიშვნაზე არაფერს ვიტყვი რომელი დასადები იყო და რომელი არა, უბრალოდ ფინალურ მატჩში იყო რამდენიმე მომენტი ისეთი როდესაც ბურთი ჰქონდათ ფრანგებს და ამ დროს არგენტინლი არღვევს თამაშის წესებს მაგრამ ბურთი ისევ ფრანგებს რჩებათ და სახიფათო შეტევას აგრძელებენ და ამ დროს მსაჯი აჩერებს თამაშს და ნიშნავს ჯარიმას და ყვითელს უჩვენებს არგენტინელს,ანუ ჯარიმა არგენტინის სასარგებლოდ. ვითომ არაფერი მაგრამ ასეთი რამოდენიმე მომენტი იყო რომელიც შეიძლებოდა გოლით დამთავრებულიყო და მსაჯმა ჩაშალა შეტევა, ამისთვის მსაჯს არავინ არ დასჯის, მაგრამ ასეთი მცირე კრიკები ხშირად წყვეტენ თამაშის ბედს, ან კიდევ კუთხურის არ დანიშვნა ან დანიშვნა, იმ გუნდის სასარგებლოდ ვისკენაც სიმპატია გაქვს. მოკლედ მსაჯს შეუძლია მცირე სათამაშო ეპიზოდებით გადაწყბიტოს თამაშის ბედი, როდესაც ორი თანაბარი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს და ამაში მსაჯის მიკერძოებას ვერც ვერავინ ვერ შეამჩნევს და არც არავის დასჯიან. ჩემი აზრით არგენტინას წელს საჩემპიონო გუნდი არ ჰყავდა, უბრალოდ მესის ჩემპიონობა უნდოდა ფიფას

• საქართველო

მესის ბოლო ჩემპიონატი რატომ არის ვერ ვიგებ, 39 წლის ასაკში რომ წაიყვანონ მესი ჩემპიონატზე რა პრობლემაა?! რათქმაუნდა ვეღარ იქნება იმ ფორმაში რასაც მიგვაჩვია,მაგრამ ბევრი მიზეზია რატომაც შეიძლება წაიყვანონ მსოფლიოზე,ამიტომ ნუ გიყვართ ზოგიერთი ქართველი კომენტატორივით წინასწარ პროგნოზის გაკეთება,თორემ თქვენც შეირცხვენთ თავს.მე დარწმუნებული ვარ თუ ლეოს რამე სერიოზული ტრავმა არ ექნება შემდეგ მსოფლიოზე ითამაშებს და ამას გაგახსენებთ 2026 წელს.

• ფეოლა

კარგი სტატიაა და სამაგლითოა, იმედია კვარაცხელია გახდება საქართველოს მესი და მას მხარში დაუდგებიან დანარჩენები და ავლენ დიდ სიმაღლეებზე.

• სტატია ძალიან მომეწონა!

საერთოდ გუნდში, პარადი მიყავს კაპიტანს! "როგორც ეპყრობი სხვას, ისე გეპყრობიან შენც". ფაქტი სახეზეა, რომ ლეო თანაგუნდელებს უყვართ და პატივს სცემენ.

• შალვა

დიდებულია დიდების აღწერა

• თემო

ლეო თავისი ხასიათითაც უყვართ! ბრავო არგენტინელ მებრძოლ ბიჭებს, მაგარი ფეხბურთისთვის!

• მურმანი

კარგი სტატიაა

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!