დასრულდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპი, რომელმაც ის 16 გუნდი გამოავლინა, რომლებიც A ლიგაში გასასვლელი 8 ადგილისთვის იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონიდან ასაკობრივი ჩემპიონატები (14, 16 და 18-წლამდელები) ახალი სისტემით ტარდება. თითოეულ ლიგაში იქნება A, B და გუნდებისგან, მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, C ლიგები, რომლებშიც გუნდები თავდაპირველად საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით განაწილდებიან, მომდევნო წლებში კი შედეგებიდან გამომდინარე მოხდება ლიგებში ანაცვლება და შესაბამისად, დაქვეითება.

მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ A ლიგაში 1 საკალათბურთო სკოლას 1 გუნდზე მეტი არ ეყოლება და უმაღლესი ლიგა, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონი უნდა გამოავლინოს, მაქსიმალურად დაბალანსებული იქნება. 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგაში 14 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 6 ადგილი რეგიონებს კვოტირების პრინციპით გადაეცათ. დარჩენილი 8 ადგილისთვის საკვალიფიკაციო ტურნირი მიმდინარებს, რომლის ჯგუფური ეტაპის დასრულებას ეხება სწორედ ეს სტატია.

შექმნილი იყო 7 სამგუნდიანი და 1 ოთხგუნდიანი ჯგუფი. თითოეულიდან პლეი-ოფში გავიდა 2 საუკეთესო. შესაბამისად, მივიღეთ 16 გუნდი, რომლებიც ჯგუფების თანმიმდევრობის მიხედვით დაწყვილდნენ (A1-B2, A2-B1 და ასე შემდეგ) და ორრაუნდიანი სერიის შედეგად გამოავლენენ საუკეთესოს. წყვილებში გამარჯვებული 8 გუნდი მოიპოვებს 18-წლამდელთა ჩემპიონატის A ლიგის საგზურს.

ერთი გამარჯვებული ცნობილია. ეს გახლავთ "ოვერტაიმი 1", რომელიც პლეი-ოფში "ოვერტაიმი 2"-ს შეხვდა და კლუბის ხელმძღვანელობის სურვილის გათვალისწინებით, ამ გუნდების სერია არ შედგება, გამარჯვება პირველ გუნდს მიენიჭება. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურებიან.

სერია 2-მატჩიანია. მატჩები შესაძლებელია ფრედ დასრულდეს. ანგარიშში 2 მატჩის შედეგი მიიღება და თუკი ამ შემთხვევაში დაფიქსირდება ფრე, დამატებითი ხუთწუთეული იმ შემთხვევაში დაინიშნება. სერიაში გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც 2 მატჩის ჯამში მეტ ქულას მოიპოვებს.

GBF

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა