„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ამიერიდან მის გუნდს ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ახალი ეკალბარდი დახვდება და ეს „მანჩესტერ სიტია“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ ამიერიდან მის გუნდს ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ახალი ეკალბარდი დახვდება და ეს „მანჩესტერ სიტია“.

„იუნაიტედის“ სათავეში დგომის 25 წლის განმავლობაში ფერგიუსონს გზიდან „ლივერპულიც“ ჩამოუცილებია, „არსენალიცა“ და „ჩელსიც“,ისტლენდელები კი სიახლეა. არადა, ფერგი მისი გუნდისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად სწორედ „სიტის“ მიიჩნევს. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში „სიტიმ“ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო და ტოპ-ოთხეულშიც დამკვიდრდა: „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის დაიკავა ადგილი. ფერგიუსონი ამბობს:

„ამ სამი გუნდიდან ერთი, „სიტი“, ჩვენს თვალწინ, ბოლო წლებში ამოიზარდა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ისტლენდელები ქვედა ლიგაში გამოდიოდნენ და მათგან მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას არავინ ელოდა. სხვა მხრივ კი ჩვენ ყოველ წელიწადს „ლივერპულთან“, „არსენალთან“ და „ჩელსისთან“ გვიხდება ბრძოლა. ეს ტრადიციაა და ამას ვერაფერი შეცვლის“.

ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის ასოციაციის თასის მოგება „სიტის“ საკუთარი თავის რწმენას გაუძლიერებდა და მომავალ სეზონში ეს გუნდი გასულ სეზონზე ძლიერად ითამაშებს. მოგეხსენებათ, ისტლენდელებს მანამდე 35 წლის მანძილზე არაფერი ჰქონდათ მოგებული.

„ამა თუ იმ ჯილდოს მოგება ყოველთვის ძალას გმატებს. გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი უფრო მშვიდი და თამამია, ფეხბურთელები გაცილებით ყოჩაღად თამაშობენ. ეს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი და ამიტომ, ახალ სეზონში, „სიტისგან“ დიდ კონკურენციას ველით“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო