სამწუხაროდ, გრძელდება ქართველ სპორტსმენთა წარუმატებლობა მიუნხენში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუმცა ახლანდელი მარცხი ყველაზე მტკივნეულია, რადგან ის ჩვენი გუნდის ლიდერსა და უმთავრეს იმედს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს ეხება...

სამწუხაროდ, გრძელდება ქართველ სპორტსმენთა წარუმატებლობა მიუნხენში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუმცა ახლანდელი მარცხი ყველაზე მტკივნეულია, რადგან ის ჩვენი გუნდის ლიდერსა და უმთავრეს იმედს, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძეს ეხება. მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - გუშინ პნევმატური პისტოლეტით სროლაში სალუქვაძემ მხოლოდ 378 ქულა დააგროვა და 47-ე ადგილზე გავიდა! ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენებურის ასეთი წარუმატებლობის მიზეზს. არ გამოვრიცხავთ ტექნიკური ხასიათის პრობლემასაც, თორემ ნინოს ბოლოს როდის ჰქონდა ასეთი დაბალი მაჩვენებელი, ვერც ვიხსენებთ.

სალუქვაძემ პირველი სამი სერია ერთნაირი მაჩვენებლით - 94 ქულით დაასრულა. შედეგი მხოლოდ ბოლო სერიაში გააუმჯობესა და ისიც ორი ქულით - 96 დააგროვა. უცნაურობები პირველივე სერიიდან დაიწყო, როცა ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავიდანვე მიყოლებით ხუთჯერ გაარტყა ცხრიანში. ამ სერიის მეორე ნახევარი უფრო უკეთ ჩაატარა - ოთხი ათიანი და ერთი ცხრიანი. ტყვია ათიანში მეორე სერიაშიც ოთხჯერ ჩასვა. უმაღლესი შედეგი მესამე-მეოთხე სერიებში აჩვენა - ხუთ-ხუთჯერ გაარტყა ათიანს, მაგრამ მესამეში ერთადერთი რვიანიც გამოურია.

ტურნირის 138 მონაწილეს შორის 378 ქულა მსროლელთა ათკაციანმა ჯგუფმა დააგროვა. სალუქვაძის გარდა, ცნობილთაგან ამ ჯგუფში გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური პრიზიორი მუნკბაიარ დორჯსურენი და წლეულს საკმაოდ ძლიერად მოასპარეზე ახალგაზრდა რუსი ლიუბოვ იასკევიჩიც მოხვდნენ. საბოლოოდ სალუქვაძემ რამდენიმესთან აქაც წააგო დამატებით სროლებში, თუმცა მოგებაც რა ბედენა - 39-ე ადგილს მაინც ვერ ასცდებოდა, რაც მისთვის ასევე შეუფერებელი შედეგია.

თვითონ ტურნირიც საკმაოდ ალოგიკური გამოდგა - მსოფლიოს ჩემპიონი გახდა არა რომელიმე ტიტულოვანი სპორტსმენი, არამედ აქამდე სრულიად უცნობი სერბი ზორანა არუნოვიჩი. ამ დროს მისი სახელოვანი თანამემამულე, ოლიმპიური და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იასნა სეკარიჩი 21-ე, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი მე-20, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა მე-17, წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა 24-ე, მონღოლი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი 31-ე ადგილზე გავიდნენ, თუმცა დიდად ვერც სხვა ფავორიტებმა ივარგეს.

ალბათ, ბევრისთვის მოულოდნელად საკვალიფიკაციო ეტაპი ფინელმა მირა სუჰონენმა მოიგო 386 ქულით - აქამდე ვერც ეს გოგო ახერხებდა ფინალში რეგულარულად გასვლას. 385-385 ქულა დააგროვეს არუნოვიჩმა და ბელარუსიდან ავსტრალიაში გადასულმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს პრიზიორმა ლოლიტა იევლევსკაიამ. 384 ქულაც ორმა მსროლელმა დააგროვა - ბელარუსმა მსოფლიოს პრიზიორმა ვიქტორია ჩაიკამ და კიდევ ერთმა აქამდე უცნობმა მსროლელმა, ამერიკელმა სანდრა უპტაგრაფტმა. ფინალური ოქტეტი 383-ქულიანმა ტრიომ შეავსო - ჩეხმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვამ, ჩინელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვენჯუნ გუომ და მისმა ახალბედა თანამემამულე იულინგ სუმ. ფინალური სერია ყველაზე კარგად არუნოვიჩმა ჩაატარა - 101,8 ქულა, ჯამში 486,8 ქულა დააგროვა და, როგორც მერე გაირკვა, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ფინალში მეორე შედეგი ჩაიკამ აჩვენა - 101.0 და 485,0 საბოლოოდ. ზუსტად 100,0 მონაგრა იევლევსკაიამ და მასაც 485,0 დაუგროვდა. მათ შორის დაინიშნა დამატებითი სროლები ვერცხლის მედლისთვის, სადაც ავსტრალიელმა იმარჯვა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიც გახდა, ჩაიკა კი მეორედ დაეუფლა მსოფლიოს ბრინჯაოს. ამ სამეულთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიები ლენკა მარუსკოვამ და სუჰონენმა მოიპოვეს.

დღეს სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტით ისვრის. ვიქონიოთ იმედი, რომ ნინო შეძლებს რეაბილიტაციას. დღესვე იასპარეზებენ მესტენდური ვაჟებიც - დავით ქვათაძე, გივი შენგელია და პავლე ლაკია.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა