უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა ჩვენთვის მეტად სასიამოვნო განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

პოლონელი ბონეკი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში იტალიაში "იუვენტუსისა" და "რომას" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი რამდენიმე იტალიური გუნდიც გაწვრთნა.

"სპალეტი ძალიან მომწონს. ის ყურადღებას ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს და იცის, თუ რა უნდა მოსთხოვოს საკუთარ გუნდს.

ვფიქრობ, ის წლის მწვრთნელის ჯილდოს მოიგებს, ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც მისი "ნაპოლი" სკუდეტოს დაისაკუთრებს.

"პარტენოპეის" ფანებს შეუძლიათ იყვნენ იმდენად ცრუმორწმუნეები, რამდენადაც უნდათ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მათ დიდი უპირატესობა გააჩნიათ. ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ და სტაბილურად ვერავინ მიჰყვება.

ასევე ვფიქრობ, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეუძლიათ. რატომაც არა? - მათ ჰყავთ "კვარადონა", რომელსაც მე სწორედ ასე მოვიხსენიებ და ის სუპერდიდებული ტალანტია.

კიმი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. კონცენტრაცია, ენერგია, თუ როგორ ურტყამს ის თავით... სულ სხვა კატეგორიაა...

რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა უფრთხოდე "მილანსა" და"ინტერს". "იუვე" ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ რაც ახლა ამ გუნდში ხდება, ყველაფერს უფრო ართულებს", - თქვა ბონეკმა Corriere dello Sport-თან.

ჯაბა
მარადონას გუნდები წარმატებას აღწევენ არგენტინამ მსოფლიო და იმედია ნაპოლი მინიმუმ სერია ა ს მოიგებს რაც ესე გულით გვინდა ქართველებდ
დავით
ან ფანტაზია რა შუაშია და ან რატომ უნდა ჩაავთვალო,რომ ვერაფერს მოიგებს ნაპოლი მაშინ, როცა ამ ეტაპზე ძალიან ძლიერ და კარგ ფეხბურთს აჩვენებს? რასაკვირველია შეიძლება ვერც სკუდეტო მოიგოს და ვერც ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ... ასე ძალიან რატომ გინდა რომ ვერ მოიგოს? :) )))
კოტე დირექტორი
ვაჟა მასწავლებელო, არ ხარ ობიექტური. გ. სიჭინავამ, ს. კოტრიკაძემ, გ. ცხოვრებოვმა, ი. დათუნაშვილმა, ზ. კალოევმა, რ. ძოძუაშვილმა, თ. კოსტავამ, გ. ნოდიამ და სხვებმა რა დაგიშავეს? შატალოზე დადიოდნენ თუ მასწავლებლებს პატივს არ სცემდნენ? მასწავლებელს "ლიუბიმჩიკები" (გამორჩეულები) არ უნდა ჰყავდეს.
სოსო
შემოდგომის თამაშებში,ფაქტია,რომ ნაპოლი შეუჩერებელი იყო და ევროპაში საუკეთესო თამაშს აჩვენებდა,მაგრამ ძალიან დიდი შესვენება გამოუვიდათ და ვნახოთ,როგორ ფორმაში და სულისკვეთებით გააგრძელებენ,თამაშს.გუნდის ბირთვი მსოფლიოს ჩემპიონატში არ თამაშობდა და თამაშს,წესით მოშიებულები უნდა შეხვდნენ,მაგრამ შესაძლოა რაღაცაც აირიოს გუნდში.ასეთი რამეებიც ხდება ხოლმე და იმედია ნაპოლის ეს არ დაემართება.შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ და მალე დაალაგებს ყველაფერს,თუმცა განახლებისთანავე,ორი ისეთი თამაში უწევთ,თუ კარგ ფორმაში არ შეხვდნენ,აუცილებლად დაკარგავენ ქულებსა დ ღმერთმა არ ქნას,წააგონ.ამ შემთხვევაში სხვებსაც იმედი გაუჩნდებათ გაჩემპიონებისა და ბრძოლის სიმწვავე,გაათმაგდება.ჩემპიონთა ლიგაზე,წესით ნახევარფინალამდე მისვლა პრობლემა არ უნდა იყოს,თუმცა იგივე ფაქტორები,შესაძლოა იქაც ამოქმედდეს.ღა თქმა უნდა ფინალში გასვლასაც ვერ გამოვრიცხავთ,მაგრამ ფინალში და დიდ გუნდებთან გადამწყვეტი ბრძოლები,ყოველთვის ძალიან ძნელია და გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.რეალი ხომ სწორედ ამის და არა საუკეთესო ფორმის ხარჯზე იმარჯვებდა ლიგის ფინალებში.ჩემპიონობა და ლიგის ოთხეული,კარგი შედეგი იქნება,დღევანდელი ნაპოლისათვის.უფრო მეტი კი,უკვე ჩვენი და მათი ოცნების ახდენა.რა თქმა უნდა შეუძლებელი არც ლიგის მოგებაა,თუმცა ამას ძალიან ძლიერი მენტალიტეტი სჭირდება და გამოუცდელი გუნდისათვის ცოტა ძნელი მოსალოდნელია.
vova
ღმერთმაც ქნას და ეგ ყველაფერი მოხდეს მე მგონია ხვიჩას ფორმაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი .
ზურა
შარშან რეალმა რა გზაც გაიარა, ნაპოლის შანსი რატო არ აქვს??? სკოდეტოს იმედია მოიგებს და ლიგაზე მთელი გულით მისკენ ვარ, ლიგაზე ზუსტად რომ ყველაფრის გადალახვა შეუძლია ფლეიოფებში!!!
თენგო
ვიცი ბევრი არ დამეთანხმება მაგრამ კვარაზეა ყველაფერი დამოკიდებული საითაც გაიწევს იქით გაყვება მთელი გუნდი ვილოცოთ ჩვენც და ნაპოლიმაც, რომ კვარამ აკრიფოს თავისი ფორმა და ჯანმრთელად იყოს სეზონის ბოლომდე
ჟორა
სკუდეტოს მოგების ამბავს 3-4 თამაში დაგვანახებს, რაც შეეხება ლიგას იქ ნახევარფინალში კარგი თამაში ამჯერად საკმარისი უნდა იყოს. ისე კი როგორც ამბობენ: "ღმერთმა ქნას ჩვენს ცხვარს მგელი დაეჭიროს".
aburjga
სკუდეტოც იქნება, იტალიის თასიც, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებენ და ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს!
ვაჟა მასწავლებელი
კახა კალაძის გარდა, ბოლო წლების სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, ხვიჩა-კვარას აქვს გამარჯვებული მებრძოლის მენტალიტეტი. ამით ის ძალიან გავს ჩვენს ძველ ლეგენდარულ, მართლაც მსოფლიოში განუმეორებელ ფეხბურთელებს: მ.მესხს, შ.იამანიძეს, ს.მეტრეველს, გ.ჩოხელს, მ.ხურცილავას, კ.ასათიანს, მ.მაჩაიძეს, ა.ჩივაძეს, ვ.გუცაევს, დ.ყიფიანს, ვ.დარასელიას, რ.შენგელიას, თ.სულაქველიძეს, ვ.ქორიძეს. ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი - დანარჩენი 2023 წ 4 იანვრის შემდეგ!
იმერელი
ჯანდაბას იყოს სკუდეტო და ლიგის ნახევარფინალი
ადამიანი
ორი რამ უნდა ნებისიერი საქმის წარმატებით კეთებას: უნდა გინდოდეს და უნდა გჯეროდეს,გწამდეს. დანარჩენი იამაზეა,რამდენად ძლიერ გინდა და რამდენად გჯერა-გწამს. :) ამის გარეშე არანაირად. წარმატებები ხვიჩად
L.J .
Juves upro magari shansi aqvs ogond evropa ligis :))))
juve
ხვიჩას წარმატება რა თქმა უნდა, მაგრამ ვინმეს მართლა თუ აქ იმის ფანტაზია, რომ ნაპოლი ლიგას მოიგებს? საერთოდაც ვფიქრობ, რომ სკუდეტოსთვისაც გაუჭირდებათ ბრძოლა კი აქვთ ამ დროისთვის საკმაოდ დიდი ფორა მაგრამ აწი იწყება ბრძოლა.
ლაშა
ვახ ნეტა ყველაფერი ნაპოლიმ მოიგოს ისე, რომ თვით მესი ალაპარაკდეს!
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს