ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო" - რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩას თამაშზე

"მსაჯმა მისი დაცვა ვერ შეძლო" - რას წერენ იტალიური გამოცემები ხვიჩას თამაშზე

გუშინ, 4 იანვარს, სერია A-ს მე-16 ტურში, "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

"პარტენოპეი" ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. სპალეტის შეგირდებმა "ნერაძურის" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.

რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"ყველამ ვიცოდით, რომ დაბრუნების შემდეგ ადვილი მატჩი არ ექნებოდა. მის წინააღმდეგ ბევრჯერ იუხეშეს. ოსიმენს რეალური მომენტი შეუქმნა, როდესაც ნიგერიელი ონანასთან პირისპირ დატოვა. ხიფათის შექმნას ხშირად ცდილობდა, თუმცა მისი ცეცხლი მალე ქრებოდა" - Calcionapoli-მ ხვიჩა 5 ქულით შეაფასა.

"ხვიჩა ყველაზე მეტს აქტიურობდა, მარცხენა ფლანგზე დარმიანს და შკრინიარს ბევრი საქმე ჰქონდათ. ქართველის ცუდად შეფასება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ გამოიყურებოდა. მსაჯმა მისი დაცვა ვერ მოახერხა, ეს კი "ინტერის" ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა" - Tuttomercatoweb-მა ქართველს 6 ქულა დაუწერა.

"ბრწყინვალე მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ამის გამო კრიტიკას არ იმსახურებს. რამდენჯერმე თამაში გაამწვავა, მაგრამ ბარელამ და მისმა თანაგუნდელებმა ხვიჩას შესაჩერებლად ხისტად არაერთხელ იმოქმედეს, არბიტრი კი რამდენიმე ეპიზოდში შეცდა" - Areanapoli "კვარას" თამაშს 6 ქულით აფასებს.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

• გიორგი სამსონია

ტრენტ ალექსანდრე არნოლდმა სპეციალურად ჰკრა ხელი ხვიჩას როდესაც სათამაშო ეპიზოდი უკვე დასრულებული იყო! მან იცოდა რომ ხვიჩა წაიქცეოდა რადგან პირველად იყო ამ მოედანზე და არ ესმოდა რეალური საფრთხე! იმ მომენტისთვის ხვიჩას საბაზრო ღირებულება, დაუშვათ, იყო 50000. თუ ეხლა ის ჩამოვარდა 30000- მდე, დაადო სხვაობის ანაზღაურება "ლივერპულს" . ასეთი წესი მალე დაკარგავს " ნაჯახაბს" უხეშობის სურვილს! "ყაზანშიც" რამდენიმე ტრავმის შემდეგ ხვიჩამ დაანება თავი აქტიურ თამაშს!

• სვანსკი

მართალია,რატომღაც ხვიჩასთვის ფეხებში ჩარტყმას არავინ აპროტესტებდა,რამდენჯერმე გადავახვიე ვიფიქრე მომეჩვენა ან გამომრჩა. თითქოს ხვიჩიას თანაგუნდელების კი ეთანხმებოდნენ მსაჯს.

5 ლარიანი ბილეთი წააგეთ და მაგის გამო კვარაცხელიას ლანძღავთ, თქვენ ვის რა უნდა უთხრათ ან მოუწოდოთ? თამაშებს არ უყურებთ გასაგებია, მაგრამ იმის განათლებაც და შეგნებაც არ გაგაჩნიათ, აქ არ ილანძღოთ? კვარაცხელიას რაში ჭირდება ქება. თქვენ იკითხეთ 5 ლარიანი ბილეთების იქეთ კაცებად რომ აღარ ვარგიხართ!!

• !!-ს

რამდენს გიხდიან კვარაცხელიას ქებისთვის?

• სენაკელი

ეს პრობლემა პრობლემად რჩება დღემდე-მოაცილეთ ეს მიკერძოებული მსაჯები სპორტს,ეს ამახინჯებს სპორტულ ხედვას-მსოფლიო ჩემპიონატიც ასე წარიმართა პირველი პენალტის შემდეგ საფრანგეთი დაეცა სულიერად აქაც მიკერძოება იყო

• alexandre

სამწუხაროდ მართალი ხარ. კითხეს, რა გირჩევნია, შენ 1 ძროხა დაგეღუპოს, მეზობელს კი ორიო, თუ ორივეს არცერთიაო. ასეთებმა უპასუხეს: მე ერთი და მეზობელს კი ორიო. გვეშველება რო რამე?

• ავთო

ეს თამაში მსაჯმა მოიგო, როცა პირველ ხუთ წუთში ორი ყვითელი არ აჩვენა ხვიჩას წინააღმდეგ მცველებს, რითიც მთელი 90წუთი მწვანე აუნთო. კვარა ბევრს მოძრაობდა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა, ორი მცველი მუდმივად აკიდებული ყავდა, რითიც მარჯვენა ფლანგს უნდა ესარგებლა, მაგრამ ვერ შეძლეს. გამოჩნდა, რომ ხვიჩა მაგარ ფორმაშია, რაც მომავალ თამაშში გამოჩნდება.

• გივი

აბსოლუტურად ზუსტად შეაფასეთ ყველაფერი. მხოლოდ ერთს შეგისწორებთ. მათთვის, ეგ მადგომარეობა არაა სამარცხვინო. ცხოვრების წესია. თქვენ გჯერათ, რომ ღორი რაიმე დისკომფორტს გრძნობს, როცა წუმპეში წევს?

ისე რა საწყალია ჩვენი ხალხი. აქაც როგორ ეტყობა, რომ ერის უმრავლესობა ფინანსურად და გონებრივად გაჭირვებულია. თუ ვინმე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანის პატარა წარუმატებლობას მოჰკრეს თვალი, როგორ აფათქუნდებიან სიხარულისგან, თითქოს თავიანთ უბადრუკი ცხოვრების შვებას ამაში ჰპოვებენ. აბა შემდგარი, ხალასი, ნაკითხი საზოგადოება მსგავსს კი არაფერს იკადრებს. თუ ვინმე არ აინტერესებს, იმაზე კომენტარს არც გააკეთებს. ვერც ვბრაზდები უკვე. რაღაცნაირად მეცოდებიან. ამიტომ უნდა იყოს ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში რეალიზებული და რაღაც უნდა ჰქონდეს შექმნილი, ნაშრომი უნდა ჰქონდეს და საკუთარი შრომით გამოიმუშავებდეს, მაშინ კი არ გაუჩნდებათ მსგავსი უბადრუკი სურვილები. ყველაზე გულის მომკვლელი ის არის, რომ ამას ხმამაღლა აჟღერებენ და ვერც კი ხვდებიან ისე იგდებენ თავებს უხერხულ მდგომარეობაში. აბა ადამიანი რომ ვინმეს პირადზე იჭორავებს, ვინმეს წარუმატებლობა გაახარებს და ოცნებობს ნეტა ვინმეს სადმე ფეხი დაუცდესო, საკუთარ უსუსურობაზე და წარუმატებელ ცხოვრებაზე რომ მეტყველებს, ამას როგორ ვერ უნდა მიხვდე. ვხვდებით მეგობრებო და ნუ იგდებთ თავს სამარცხვინო მდგომარეობაში.

სად ნახე კვარაცხელიას ქეიფი, ძლივს ერთხელ წააგო ნაპოლიმ და არ წამოყვეს თავები ამ დამუმიავებულმა , ხავს მოდებულმა არსებებმა? იმედია კიდე დიდხანს მოგიწდვთ დაობებულ მდგომარეობაში ყოფნა, მარტის მერე ხო ეგრე იყავით :დ

• ქართველი

რა ხალხი ხართ ეს "ვაი ქართველები"? კვარას წაგება რატომ უნდა გაგიხარდეს? ხფუი! რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ნაპოლი რეალს რომ შეხვდეს რათქმაუნდა ხვიჩას და ნაპოლის ვუგულშემატკივრებ! წავლენ მერე და ქართველობის და ერთიანობის სადღეგრძელოს დალევენ... გულის ამრევი სასტავი. წადით ბოღმის, ზიზღის და შურის სადღეგრძელო დალიეთ! წელს ნაპოლი გახდება იტალიის ჩემპიონი და ბოღმისგან არ გასკდეთ ჯიგრის ყაურმებო

• დავითი

ფაქტია, რომ ბოლო სამი თამაში ჩააგდო, სისწრაფე და ნაპერწკალი დაკარგა... დიდი ხანი მოუწია დასვენება, ამიტომაც დრო ჭირდება ფორმა რომ აღიდგინოს.

• სოსო

მატჩის მსაჯი,მილანელი იყო.რუსულ ენაზე ვუყურებდი რეპორტაჟს და კომენტატორებმა თქვეს.ხვიჩაზე სამჯერ ითამაშეს ზომაზე მეტად უხეშად და სულ ცოტა ორჯერ მაინც,ასპროცენტიანი გაფრთხილება ეკუთვნოდათ.მსაჯმა ყველა ეს შემთხვევა გაატარა და ამით თანამემაულეებს უსიტყვოდ მისცა ნიშანი,უფრო თამამადო.ვერ ვიტყვი,რომ მხოლოდ ამის ბრალი იყო ნაპოლის მარცხი,მაგრამ რამდენჯერაც გაეცევი მეტოქეს,იმდენჯერ რომ დაგარტყამენ და მსაჯი გაატარებს,ძალიან ძნელია სრული ძალით განაგრძო თამაში.ამდენხნიანი გაცდენის შემდეგ,ცხადია ვერც ოპტიმალურ ფორმაში იქნებოდა,ხვიჩა და აღმოჩნდა,რომ ვერც თანაგუნდელების უმრავლესობა.ეს შემოდგომის ნაპოლი აღარ არის,თუმცა შემოდგომითაც ჰქონდათ რამდენიმე მძიმე მატჩი,სადაც საკუთარ თავს არ ჰგავდნენ.ამ წაგების შემდეგ,ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდება და იმედია იპოვნიან თამაშს.

• თემო

ინძაგიმ კვარაცხელიას გასანეიტრალებლად მატრივი ხერხი გამოიყენა.მისი დავალებით ხვიჩას რამდეჯერმე მტკივნეულად მოარტყეს ფეხში და ამით აგრძნობინეს, რომ უარესს უზამდნენ,ხოლო მატჩის მსაჯმა დროულად ვერ აღკვეთა მილანელთა უხეშობანი...

• nagdi

ამ არღანზე მოქეიფეს კიდევ აპიარებთ.ფეხბურთელის მეტი ყველაფერია,ბოლო დროს პოლიტიკური კეკლუცობაც დაიწყო და შედეგიც აქვს ნული

გულს არ იტეხენ, პირიქით ბედნიერები არიან პირველი წაგებით. გული მაშინ გაუტყდებათ თუ კარგად ითამაშებს :)))

დაქირავებულს თავად უფრო გავხარ, სიმართლე გიწერია სახელად და ტყუილებს აკომენტარებ. არსად მსგავსი არაფერი თქმულა. და მამამისს მსგავსი არაფერი უთქვამს. ეგეთი თავმდავალი ხალხი აქამდე არც მინახავს, ქართველ ე.წ ცნობად სახეებში. ჩააგდე აბა ინტერვიუ სად თქვა:)) თქვენ ის ხალხი ხართ, ბოლნისის სიონს ვერ გაუტანა და სერია ა ში რა უნდაო რომ იძახდით. მერე ჩუმად იჯექით, როცა ბრწყინავდა და ერთ წაგებას ელოდით საცოდავად, რომ წამომხტარიყავით აქ კომენტარებში. თუმცა კარტოფილზე და ხახვზე რომ ხალხი იყიდება საარჩევნოდ, იმათთან რა პრეტენზია უმდა გქონდეს. ხვიჩას არაფერი დააკლდება მაგ ლანძღვით. თქვენ იკითხეთ და თქვენმა უბადრუკმა ცხოვრებამ. უკვე საკმარისზე მეტი სიბინძურე მოხვდა თქვენნაირებისგან. ეგ ბიჭი თავისი შრომირ აღწევს ყველაფერს, თქვენნაირ უკან მიდევნებულ მკბენარე ძაღლებს ყურადღებას არც აქცევს . ვიმედოვნებ არ აქცევს :)

პირველ ადგილზე რომ არის ნაპოლი, კვარაცხელიას დამსახურებაა. თუმცა რას გაიგებ :))

• ზაზა

გული არ გაიტეხოთ ბიჭებო. მომავალ თამაშებს უკეთესად ჩაატარებს.

• Fyore

ეს თამაში წააგო სპალომ. არანაირი გეგმა "ბ" არ აღმოაღნდა. ტიკი ტაკა და ბურთის უაზროდ გორება ბარსასაც ... გაუკეთეს და ესპანეთის ნაკრებსაც. ბარსა მაგ ტაქტიკით იმიტომ ქაჩავდა, რომ მესი ყავდა. ერთს შეაგდებდა მერე მოწინააღმდეგე იძულებული ხდებოდა შეტევაზე გადასულიყო, ზონები გაეხსნა და იქ მიართმევდნენ. კვარას მესიმდე სამწუხაროდ ჯერჯერობით ბევრი უკლია ხვიჩა? ჯერ ვამბობდით, ამხანაგური თამაშებია და თავს ინტერისთვის ინახავსო. ახლა? ჩამოვყალიბდით რას ვამბობთ?. უამრავი დრო ქონდა ფორმაში შესასვლელად. მეტი რაღა ფორმაში უნდა შევიდეს? ჩემი აზრით, ტექნიკურად მეტს ვეღარ მოუმატებს. რაც არის ეგ არის. უნდა დაიკიდოს სპალოს სქემები, დაანებოს თავი სარეკლამო ბანერებზე ზურგის ხახუნს და მთელ მოედანზე ანარქიული ფეხბურთი გაუშვას. აი ნაკრებში როგორიც არის ისეთი. უნდა ყველას დაანახოს რომ ლიდერია და თავჩაღუნული არ გადაადგილდებოდეს. მეკარეს და კიმს არაუშავდათ, დანარჩენებმა საკუთარ შესაძლებლობებზე გაცილებით ნაკლები აჩვენეს.. მელოტი რომ გუშინ გასული იყო მომსახურეობის ზონიდან კვარას ცვლილებამაც დაადასტურა. ერთადერთი ფეხბურთელი გაბენჩა ვისაც გუშინ გამწვავების და თამაშის გადარჩენის მინიმალური შანსი მაინც ქონდა. facepalm.gif ბარელა შესანიშნავი იყო. ანგისა, ზელე და ლობოტკა ერთდროულად გადაირტყა და მაინც, ნაპოლიში, ამ ეტაპზე, ყველაზე კარგ ფორმაში მყოფმა ელმასმა რატომღაც კვარა შეცვალა... facepalm.gif

• თენგო

ხვიჩა შობის მერე ათამაშდება!

• ვაჟა მასწავლებელი

კოჭებში რტყმით კვარას გამწარება და შეშინება - რაზეც მსაჯს არ უნდა ქონოდა რეაქცია, - იყო ინტერის მწვრთნელის ინძაგის "გენერალური" სათამაშო გეგმა, რაც განახორციელეს კიდეც. ნაპოლიდან ამ თამაშში ყველას კიმი და მერე ელმასი ჯობდნენ. რატომღაც მოულოდნელად სპალეტიც "გატრუნული" იყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ სპალეტი წინასწარ შეგუებული იყო წაგებას!

• dato

ნაპოლი არ მადაედებს .ხვიჩას არ დაეწყოს ჩავარდნა ეგაა მთავარი .

• MARGALONA

ის რითც გამოირჩევა ეს ბიჭი მაგაზე ნუ მოუწოდებთ,ზარმაცობა დასწამოთ იქნებ?... სწორედ რომ შრომით მიღაწია იქ რომ თამაშობს და რომ ლიდერია გუნდის

ნაპოლის ყველაზე დიდი შეცდომაა კვარაცხელია

• zaza

კვარაცხელიას ერთი რამ დარჩა სასწავლი. რაღაც მორიდებული იყო. თავიდანვე აგრესიით იყვნენ მცველები. ერთ მომენტში ხელი რო კრა უნდა შეებრუნებინა. თანამედროვე მცველები მგლებივით არიან თუ დააკვირდით და მსაჯმაც მიუშვა თავის ნებაზე. ერთი სიტყვით კვარას აგრესია აკლია. ეგ უნდა ისწავლოს. არაფერი დაუთმოს. არც უხეშობა. შეიძლება ყვითელიც მიიღოს. არაა პრობლემა. სამაგიეროდ ცოტა მორიდებულ;ად იქნებიან მომავალში. სხვა ყველაფერი აქვს მაგ ბიჭს. აგრესია და უფრო მეტი აგრესია. აი თუ გახსოვთ იუვენტუსის მცველები ამბობენ ეგ ნახევრად ფეხბურტელიაო და ფეხს არ გავანძრევინებთო. მასე ეთამაშა ინტერიც. ამიტომ იუვენტუსამდე დარჩა კიდე დრო. ხვიჩააა.არაფერი დაუთმო. დამიჯერე უფრო პატივისცემა გაუჩნდებათ შენ მიმართ. წაქცევის უფრო მეტად გაფორმებას ჯობია ჩენც შემოცხო ხოლმე ფეხებში. არც ვიცი წაიკითხავს თუ არა ამას მარა სხვაგანაც დავწერ

• tngh

ყველა თამაშის მაღალ დონეზე თამაში... შეუძლებელია. წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!!

• nika

და ასმილიონიანი ფუხბურთელების მქონე გუნდებს რომ ვერ გადაუვლიდა ნაპოლი, ეს ვინმესთვის მოულოდნელი იყო? რომასთანაც გაუჭირდა, მილანიც უკეთესად გამოიყურებოდა და ინტერთანაც მძიმე თამაში იყო. შეიძლება იუვენტუსმაც აჯობოს, მაგრამ ჩემპიონატში მთავარი წრვილ-წვრილ გუნდებთან სტაბილურობაა, ასე იგებდა თავის დროზე იუვეც, უნაიტედიც, სიტიც და ა.შ. თორემ გრანდებთან თამაში როდისაა იოლი.

• Gia

Tragedia araa erti tamashis wageba, magram mtliani gundi ukan past tamashobdnen da karshi ar urtyavdnen. Xvichas kide tu aclis sheyvarebuli fexburtze koncentracias kai iqneba.kaladzes mibaze xvicha da imushaveo sakutar tavtan tore nichis realizacia gagichirdeba.jer adrea sheni gulaoba tuginda mwvervalebi daipyro.

• სიმართლე

პირველად ვნახე საერთოდ მამა ასე აქებდეს შვილს.კვარაცხელიას მამა პირდაპირ ეთერში იძახდა საუკეთესოა ჩემი შვილიო და მსგავსი არავინ არ არისო.აი ამიტომ არის გაბრექილი და არაფრის მოქმედი.აქ გამოხტებიან დაქირავებული დამცველი ტროლები როგორიცაა (!!),ქართველის სახელით და სხვებიც ფეხში ურტყამენო წაიყვანეთ და ჭადრაკი ათამაშეთ..ეხლა მონცას ან კრემონეზეს გაუტანოს და აყვირდით მერე.

• interi

ჭადრაკი ათამაშეთ და არავინ შეეხება.კვარაცხელიას გართობაც უნდა და ფეხბურთიც ერთად არ გამოვა..

• Me ar var Roboti

სამართლიანი და ობიექტური შეფასება, იმ ორჯერ მწარე მორტყმის შემდეგ რამე რომ ექნა მსაჯს ინტერის მცველები მოითოკებოდნენ მაგრამ არა. კვარა თუ საკრიტიკებელი იქნება გავაკრიტიკებ მაგრამ მასა რასაც წერს სხვა სტატიების კომენტარებში სრული სიგიჟეა...

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება

შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?