"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ყველაფერი მაქსიმალურად ისე წარმართა, "ნაპოლის" სეზონში პირველი მარცხი (0:1) ეგემა. შემადგენლობის გამოცხადებისთანავე ცხადი გახდა, რომ დიდწილად, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო მილანელთა დამრიგებელს დაცვის საგანგებო სისტემა ჰქონდა აწყობილი. მატჩის პრევიუშიც დავწერეთ, რომ დენზელ დუმფრისი თავდაცვით ფუნქციებში, შეტევასთან შედარებით, ნაკლებად გამორჩეულია და სასტარტოში ვეტერანი მატეო დარმიანი ვიხილეთ, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედიდანაც" გვახსოვს.

ქართველი გარემარბის მიმართ პირველ ნახევარში საკმაოდ უხეში თამაშიც იყო, თუმცა ამას არბიტრის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ხვიჩა ოფიციალურ მატჩს დიდხნიანი პაუზის შემდეგ ატარებდა და მის მიმართ გამოჩენილი ეს სიხისტე მას მაინც თრგუნავდა და დაძაბულობაში ამყოფებდა. ფაქტია, კვარაცხელიასგან მუდმივად ძალიან ბევრს ველით, მათ შორის, არაფრიდან თამაშის ბედის განსაზღვრას, მაშინაც კი, როცა ნეაპოლელთა წინა ხაზი ნახევარდაცვისგან საკმაოდ მოწყვეტილი იყო, ვიქტორ ოსიმენი კი ზონებს ისე ვერ ათავისუფლებდა, როგორც სჩვევია.

სტანისლავ ლობოტკასგანაც რამდენჯერმე დიდებული თამაში ვნახეთ, თუმცა "ინტერის" საოცარი პრესინგისა და ფიზიკური მომზადების პირობებში, ეს ის "ნაპოლი" აღარ იყო - სპალეტის მოთამაშეები ბურთს ხშირად კარგავდნენ, შეტევას კი ის სისხარტე და ელასტიკურობა დაკარგული ჰქონდა, რასაც შევეჩვიეთ. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ზამბო ანგისა საკუთარ თავს არ ჰგავდა. "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ერთგვარად გარკვეული გადაწყვეტილებების ტყვეობაში რჩება. უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, რომ ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი მინდვრის შუაში მშვენივრად გამოიყურება. "ინტერთან" შეხვედრის დასკვნით ნაწილში ის ართმევაშიც გამოირჩა, ტექნიკური არსენალიც აქვს და მინდვრის ხედვაც. სპალეტის ალბათ უკვე მომდევნო ტურში მოუწევს ნახევარდაცვის მძლავრი სამეულის "დაშლა" - ვერც პიოტრ ზელინსკი ბრწყინავდა.

ნეაპოლელთა დამრიგებლის გადაწყვეტილებები მაინც უცნაური იყო. ის დაცვის მარცხენა მხარეს ხშირად მიმართავს როტაციას და ცვლილებას შეხვედრის დროსაც აკეთებს. ამიტომ, ცოტა მოულოდნელი იყო, მარიო რუი მოედანზე რატომ არ ვიხილეთ. ურუგვაელი მატიას ოლივერას მთელი ფლანგის ათვისება და ხვიჩასთვის ზონების გახსნა არ გამოუვიდა, რუის კი მიმდინარე სეზონში 5 შედეგიანი პასი აქვს და შეტევაში პროდუქტიულია. ჯაკომო რასპადორიმ და ჯოვანი სიმეონემ თამაში გაამწვავეს და მათი მოედანზე შეყვანაც თითქოს დაგვიანდა. ცუდი თამაშის მიუხედავად, სპალეტი ოსიმენს ბოლომდე ენდო, კვარაცხელია კი, რომელმაც მეორე ტაიმში სულ ერთხელ გაამწვავა თამაში, მოედნიდან გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველს აფეთქება და მატჩის გადარჩენა მაინც ნებისმიერ წამს და იქნებ ყველაზე მეტადაც შეეძლო. თუმცა, მას რომ ბევრი გაუცდა, ესეც გასათვალისწინებელი იყო.

რამდენიც უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ამბავზე, ქართველი გულშემატკივრების მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართაა. ბუნებრივია, ყოველთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ იქნები, მით უმეტეს, ასეთი პაუზისა და იმის ფონზე, შენს გუნდს თამაში რომ არ მისდის. ამის მიუხედავად, ხვიჩამ თავადაც თქვა, რომ ის ცდილობს, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების ამ საყოველთაო ყურადღებისა და შესწავლის ფონზე, საკუთარ თამაშში სიახლეები შეიტანოს. "კვარადონა" ოპტიმალურ ფორმას აუცილებლად დაიბრუნებს, თუმცა მასზე ეს წნეხი, განსაკუთრებული ყურადღება თუ უხეშობები გაგრძელდება. კვარაცხელია მენტალურადაც რომ გაიზარდა, ამაზე იური სიომინის ნათქვამიც მოვისმინეთ. ჩვენებურს საკუთარი დაკვირვებითაც ბევრის სწავლა მოუწევს...

ახლა მთავარია, არ უნდა განმეორდეს ის, რაც თუნდაც გასულ სეზონში მოხდა - ერთმა მარცხმა ნეაპოლელები არ ჩამოშალოს, იმის მიუხედავად, რომ პირველი წრის ბოლომდე სერიოზული მეტოქეები ჰყავთ - დეიან სტანკოვიჩის მოფერიანებული "სამპდორია", სკუდეტოსთვის მებრძოლი "იუვენტუსი" თუ გილერმო ოჩოათი გაძლიერებული "სალერნიტანა"...

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს 5 ქულით ლიდერობს, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა აქვს და ერთხელაც ვიტყვით იმას, რაც ადრეც დავწერეთ - სკუდეტოსთვის ბრძოლაში კვარაცხელიას ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება!..

ლაშა
ინტერს მსაჯი ჰყავდა მოსყიდული. თვალის ასახვევად ბოლოს ჩამოარიგა ყვითლები სხვა ფეხბურთელებზე. ოსიმენზე და ხვიჩაზე უხეშობას არ იმჩნებდა
რა მაფიაა?
რამ გაგაბოროტა ასე? ვიღაც შეყვარებულთან, პარიზში რესტორნები... შენით ფიქრობ ამას თუ ვინმე გკარნახობს... არ შეიძლებოდა დატვირთვა ტრავმის გამო და შესვენების პერიოდში ბიჭი შეყვარებულთან ერთად რომ იყო პრობლემა ამაშია? რ აგჭირთ ხალხო, ეს ბოღმა და საკუთარი აზრის უქონლობა დაგღუპავთ
ქ. გ.
Corriere dello SportL-ის პირველი გვერდი დღეს: "დაიცავით კვარა“ "კლუბი აპროტესტებს. მსაჯებმა უფრო მეტად უნდა დაიცვან ნიჭიერი მოთამაშეები. მსაჯი სოზა კრიტიკის სამიზნეა, რადგან დაუშვა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის მიმართ უხეში თამაში"
ასეა ეს
ნაპოლის ორი გამორჩეული ვარსკვლავი ყავს ხვიჩა და ოსიმენი.ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.მათ წინააღმდეგ თავიდანვე უხეშობა დაიწყეს მსაჯის დახმარებით.ამას ფეხბურთი არ ქვია ეს ბრძოლა წესების გარეშეა.სწორედ მსაჯების დახმარებით იგებენ ბობოლები იტალიაში და მერე ევროპაში ნადგურდებიან.ფეხბურთი რომ ფულის კეთების ცეხი გახდა ყველაფერში ჩანს.
ლევან
მშვენიერი სტატიაა. ხაზგასასმელია ავტორის კარგი ქართული, რაც, სამწუხაროდ, იშვიათობაა დღეს.
სოსო
კარგი სტატიაა!მადლობა ავტორს.ღვთისავარ, ძალიან კარგ საფეხბურთო ჟურნალისტად ყალიბდები და ეცადე,უფრო ხშირად აიღო ინიციატივა.
სოსო
კარგი პოსტია,ჩარლი.ერთადერთი,სპალეტის ასე მოხსენიება არ მომეწონა,თუმცა ამას როგორმე გადავიტან.ხშირად შემოდი ხოლმე საიტზე,საინტერესო იქნება.
რრრ
ერთი გოლი მაინც დამისახელე სადაც კვარას კარის წინიდან გაუტანია?
ადამიანი
მასწავლებლებისთვის ყოველთვისაა ორი ვაგონი ნავთლუხში !!!
Charley
ხვიჩა როცა ბურთს იღებდა პოტენციურად გასამწვავებელ პოზიციაზეე დარმიანის გარდა შკრინიანიც იუქვე იყოო ბარელაც და არ აძლევდნენნ მოძრაობის წინსვლის საშვალებაას და ხშირ შემთხვევაში უკან უწევდა პასის გაკეთება,როცა ესეთი სიტუაციაა სამი კაციი ერთ ფეხბუირთელს ესეთ ყურადღებას აქცევს როგორც წესი მინიმუმ უნდა შეეცადო რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვოო მეტოქის სხვა კვადრატში,რაც თვალნათლივ გამოჩნდა უბურთო მოძრაობა არ იყო იმ ხარისხის პრაკტიკული საკვანძო მომენტების რეალიზება მოეხდინათ,,ერთი რამ გამოჩნდა,ხვიჩას დაკეტავ გათსულია მთელი ნაპოლი,ხვიჩას აუტის ხაზთან მიწეპება გუნდური ინტერესიდან გამომდინარე იყოო,ოლივეირაა რომ ყოფილიყოო არც დარმიანი და შკრინიანი არ გაყვებოდნენ,ლოგიკა იმაში მდგომარეობდა რომ მაქსიმალურად უნდა გაეწელათ მეთოქის დაცვააა და ამით უნდა ეხეირა მინიმუმ ორ კაცს ზელისნკის და ოლივეირას რომლებსაც უნდა შეექმნათ მეტოქის საჯარიმოში რიცხობრიოვი უპირატესობა,მაგრამ ზელისნკი საშინელ ფორმაშიაა,,რატომ ვლკანძღავ ტლოპინას?გუნდურ ინტერესებს ხვიჩას ინდივიდუალიზმი გადააყოლააა,ხშირ შემთხცვევაში ისეთ პოზიციაზე იღებს ბურთს ძალიასნ არის მოშორებული საჯარიმოს,და პარადოქსი რამდენი საჯარიმოს შიგნით შევიდაა ყველაა სახიფათოპდ გაამწვავაა და ნაპოლიმ შექმნა მომენტებიი,მე გეუბნებით ტლოპინა იმდენს იზავს მთელი ფორუმი აგინებს სეზონის ბოლოსს. * * * პ.ს . ფეხბურთში იშვიათიაა 1 კონტრიერიში არ ქონდეს გუნდს მთელი თამაში მიტ უმეტერს ყრუ დაცვით მეორე ნომრად არ გეთამაშება გუნდიი,,ესეც იმაზე მეტყველებსს რომმ ნაპოლის აკლდა ინტენსივობა.
civi
ხვიჩა იყოს მაღალ დონეზე და დაუბრუნდეს ძველ ფორმას და ნაპოლი თი ვარდნას დაიწყებს ხვიჩა კი მონახავს გზას .
MARGALONA
ხანგრძლივი პაუზა ქონდა ინტერსაც და ყველა გუნდს
Givi
Erti tamashit daskvnebis gamotana naadrevia,vinme tu fiqrobda rom napoli waugeblad chaamtavrebda sezons eg xom zgaparia,mtavaria shemdegi tamashi moigon da asec iqneba...kvara moumatebs amashi 100% var darwmunebuli
Biankoneri
ნუ აღმერთებთ და ძალით ნუ უზრდით პასუხისმგებლობას ფეხბურთელებს! ხვიჩა ნამდვილი ტალანტია, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან "ახალი მარადონა" და "ახალი მესი" ნამეტანია. ასევე ეძახდით *მესი, *მესი ჭანტურიას, ოქრის,ვაკოს, ყენიას, და ასშ. არგინდათ რა.. ჯერ გადახტით და ჰოპ მერე დაიძახეთ
status quo
ნაპოლი დაღუპა ხანგრძლივმა შესვენებამ,მათ შორის ხვიჩაც.გაუჭირდებათ ჩემპიონობა.
რრრ-ს
აბა რა როგოტც კვარაცხელიას უნდა ეგრე უნდა იყოს.გუნდი უნდა მოერგოს კვარაცხელიას.წავიდეს საფრანგეთში ვიღაც შეყვარებულთან ერთად,ბარ რესტორნებია არ დატოვოს,მოვიდეს მერე და კარების წინნდადგეს პასი იქ მისცენ და გაიტანოს..
რრრ
თან ერთიცაა, შიგადა-შიგ ხვიჩას უნდა მიეცეს პოზიციის შეცვლის საშუალება, აი რასაც ნაკრებში აკეთებს.
გიორგი არგენტინა
მართლა თარგმნონ იტალიელებმა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა