თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" უმნიშვნელოვანესი და საამაყო გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ესპანეთში კატალონიური გრანდი დაამარცხა. ბოლონიელებმა "ბარსელონას" დაძაბული მატჩი საბოლოოდ 8 ქულით – 83:75 მოუგეს.

"ვირტუსი" ბოლო მეოთხედის წინ ერთ ქულას იგებდა, თუმცა მჭიდრო დაცვით ბოლო მეოთხედში ესპანელებს ბურთი რამდენჯერმე დააკარგვინეს და მატჩი სათავისო შედეგით დაასრულეს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულას, 2 მოხსნას, 6 პასს და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. შენგელიამ ორქულიანი ერთხელ ისროლა და გამოიყენა, ერთი სამქულიანი გააფუჭა და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

იტალიურ გუნდს იფე ლუნდბერგმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. მილოშ ტეოდოსიჩს 8 ქულა ჰქონდა, მაგრამ სერბმა ორი სამქულიანი ბოლო მეოთხედში ჩააგდო და ამით გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"ბარსელონას" "ვირტუსთან" ევროლიგაში მატჩი არასდროს მოუგია. შენგელიას გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 8 მოგებითა და 9 მარცხით ევროლიგაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლონიელები კაუნასის "ჟალგირისს" მასპინძლობენ.

GBF.GE

zura222
20 წუთში მარტო ორჯერ ისროლა ? რაა მეკარედ თამაშობდა ? PP
გაგა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატში ამ სეზონზე,ყველაზე კარგი თამაში ჩაატარა და მათჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მაგრამ მისმა გუნდმა წააგო, შერმოსაც უჭირს უკვე თამაში ვეღარ ქაჩავს.რატი განაცხადშიც არ იყო,შენგელიას ოთხი დაკარგვა ჰქონდა,მამუს და გოგას არ ათამაშებენ,რა ვიცი ვის იმედზე ვართ ცინცაძის და ბურჯანაძის? ისინი გაგვიყვანენ მსოფლიოზე??!!
ბექა
რატი ანდრონიკაშვილზეა საუბარი და არა შენგელიაზე
სოსო
პირველი პერიოდის შემდეგ,13-12 იყო ანგარიში,ვირტუსის სასარგებლოდ და ბარსელონამ,მხოლოდ მეორე პერიოდის მესამე წუთის ბოლოს,ჯარიმებიდან ჩააგდო შემდგომი ქულები.ჩემს სეხნიას ვუერთდები სურვილში,რატი ანდრონიკაშვილმა,ტეოდოსიჩს მიბაძოს,მაგრამ ტეოდოსიჩი,გენიალური კალათბურთელია და ღმერთმა ქნას,რატიმ მის ოსტატობას მიაღწიოს.ამას მხოლოდ ვარჯიში ვერ უშველის,განსაკუთრებული ტვინიც სჭირდება.
რრრ
რატომ 20 წუთი ქი უთამაშია, აბა ეს საქართველოს ნაკრები კი არაა სადაც შემცვლელი არავინ ყავს და თითქმის 40 წუთს თამაშობს.DDD თან ტეოდოსიჩივით, როგორ ითამაშებს ის გამთამაშებელია, ეს მძიმე ფორვარდი.
სოსო
რატი!გუშინ ტეოდოსიჩმა როგორც ითამაშა როგორი ლამაზი პასებიც არიგა მასე უნდა ითამაშო შენც, უფრო მეტი იმუშავე შენ თავზე თორე ხომ ხედავ ახალ კლუბშიც არ გათამაშებენ,ზოგადათ ჩვენ კალათბურთელებს ცუდათ მისდით საქმეები!!!!
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა