ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..

როცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..

"ნაპოლიმ", მართალია, არცთუ ისე ძლიერ მეტოქესთან, თუმცა თამაშის ის ელემენტები გვაჩვენა, რითაც მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში თავი დაგვამახსოვრა. ჩანს, რომ ლუჩანო სპალეტი თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ განწყობაზე ბევრს მუშაობს. "სამპდორიასთან" გამარჯვებამ (2:0) საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა.

უმთავრესი მაინც ისაა, რომ ნეაპოლელთა კრიზისის შესახებ საუბარი არ გვიწევს. გენუაში ქულების დაკარგვის შემთხვევაში, წინა სეზონის დეჟა ვუს განცდა გვექნებოდა, როცა რაღაც მომენტში სპალეტის გუნდმა ლიდერობა, თავდაჯერება და საკუთარი თამაში დაკარგა. უახლეს მდევრებთან სხვაობა 7 ქულაა და წინა ტურში მარცხის მიუხედავად, ყველაფერს ჯერ კიდევ "ნაპოლი" აკონტროლებს.

შემადგენლობის შერჩევისას სპალეტიმ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. პირველ რიგში, ელიფ ელმასი პირველივე წუთებიდან ათამაშა და მანაც დაამტკიცა, რომ მინდვრის შუაში უფრო პროდუქტიულია. რაც შეეხება მარცხენა მცველს, მარიო რუიმ სეზონში უკვე მე-6 საგოლე პასი ჩაიწერა. შესაძლოა, მატიას ოლივერა მთელ ფლანგს მეტად ითვისებს და შეტევის გაგრძელებას კვარაცხელიას მეშვეობით უფრო წარმოუდგენია, თუმცა რუი გაცილებით პროდუქტიულია და სავარაუდოდ, მომავალში აქ როტაცია ნაკლებად იქნება. ამიტომაც გვიკვირდა, "ინტერთან" პორტუგალიელი მცველი მინდორზე საერთოდ რომ ვერ ვიხილეთ.

ადრეც დავწერეთ, რომ კონკურენცია კარგი და აუცილებელია, თუმცა ზედმეტი როტაცია ზოგჯერ უარყოფით ეფექტს იძლევა. კაცნაკლულად მოთამაშე "სამპდორია" იდეალურ ბარომეტრად მაინც ვერ გამოდგება და მუნდიალის პაუზამდე გამორჩეული ნეაპოლელები ჯერ ფორმაში არ არიან. მაგალითად, დაცვის ცენტრში კიმი-რაჰმანის დუეტი გაუვალი და უალტერნატივო იყო. გენუური მატჩის პირველ ნახევარში სამხრეთკორეელმა მეორე სართულზე რამდენიმე ორთაბრძოლა წააგო და შესვენების შემდეგ რაჰმანი ვიხილეთ, რომელიც თავის მხრივ, წინა შეხვედრაში ვერ ბრწყინავდა. ამას პოლონელი ბერეზინსკის ტრანსფერი დავამატოთ და გამოვა, რომ ნეაპოლელთა დამრიგებელი ამ მნიშვნელოვან დროს მაინც იდეალური წყვილის ძიებაშია, რომელსაც უახლოეს და მნიშვნელოვან მატჩში "იუვენტუსის" წინააღმდეგ დაეყრდნობა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, პიოტრ ზელინსკის სათადარიგოთა შორის გადასმა და ცოტა ხნის წინ შეუცვლელად რომ ჩანდა, სპალეტიმ იმ სამეულის "დაშლა" გაბედა, თუმცა იდეალურ ფორმაში არც ზამბო ანგისაა (იმის მიუხედავად, რომ "სამპდორიასთან" პენალტი მოიპოვა). წინ სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩია და საინტერესოა, "იუვენტუსის" წინააღმდეგ რა შემადგენლობას ვიხლავთ. ელმასს პენალტის დარტყმის შესაძლებლობა მიეცა და აშკარაა, მისი განწყობა გაუმჯობესდება.

ამ ეტაპზე ცოტა დრო ჯაკომო რასპადორს ეძლევა. ეს იმ ფონზე, როცა მოსამზადებელ ეტაპზე შედეგიანი იყო. მარჯვენა ფლანგზე ვერც მატეო პოლიტანო ბრწყინავს და ვერც ირვინ ლოსანო და საინტერესოა, ჯაკომოს ამ პოზიციაზე გამოცდა მთავარ მწვრთნელს რამდენად წარმოუდგენია. თუმცა, ისევ იმას დავუბრუნდებით, რომ ტურინელებთან დაპირისპირებისთვის ამხელა სიახლე და ერთგვარი ექსპერიმენტი მაინც არასწორი იქნება.

"სამპდორიასთან" მატჩი ვიქტორ ოსიმენისთვის ძალიან კარგი იყო. მას ყველაფერი გამოუვიდა. ნიგერიელი "ინტერთან" მართლაც ვერ ვიცანით, ახლა კი, ტრადიციულად, მონდომებული იყო, ბევრს მოძრაობდა, სივრცეებს ქმნიდა და დრიბლინგები შემოგვთავაზა. ის ბომბარდირობისკენ მიიწევს, თუმცა მას შემდეგ, რაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მთავარი მწვრთნელი საჭიროდ აღარ მიიჩნევს, პენალტები მან შეასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ ამით ოსიმენს ჩემპიონატის საუკეთესო გამტანის შანსები მკვეთრად გაეზრდება. თავად ფორვარდმაც მაქსიმალურად მოთოკა ის ეგოისტური ქმედებები და თამაში, რომელიც სეზონის დასაწყისში უფრო საგრძნობი იყო.

ჩვენი "ტკბილი ლუკმა" ბოლოსთვის შემოვინახოთ. ვისთვისაც ფეხბურთი მხოლოდ გოლია ან კვარაცხელიას ახლა იდეალურ ფორმაში არყოფნა განგაშის საფუძველს აძლევს, მათთვის რაიმის ახსნა რთული იქნება. ხვიჩას მონდომება არ დაუკლია, რამდენჯერმე ართმევაზე კარგად გაისარჯა. მასთან ახლოს თამაშს, კაცნაკლულად დარჩენის მიუხედავად, ორი მეტოქე ცდილობდა, რაც თანაგუნდელებს მეტ თავისუფლებას აძლევდა; ჩვენებური კვლავ შეტევაზე დაგეშილი იყო. შესაძლოა, დრიბლინგი ყოველთვის არ გამოგივიდეს, გარკვეულ ეპიზოდებში უკეთ დარტყმა შეეძლო და მისგან მეტი სიზუსტე გვინახავს კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ "კვარას" მტკიცე ხასიათის შესახებ ვიცით, ის ალბათ მაინც როგორ განიცდის ამ პერიოდს და ლუჩანო სპალეტიც მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც გავიგეთ, ჩვენებურს შეეძლო, პირველი პენალტის შესრულება საკუთარ თავზე აეღო, თუმცა ის არაა ის ტიპაჟი, თანაგუნდელებთან კომუნიკაციის შემდეგ მათ არაფერი დაუთმოს. შეუძლებელია, ეს მშრალი სერია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ხვიჩა ჩვეულ ფორმას აშკარად იბრუნებს და იქნებ "იუვენტუსთან" მატჩი იყოს ის, სადაც "კვარადონა" ყველას დაადუმებს, მისი გუნდი კი ჩემპიონობისთვის დიდ ნაბიჯს გადადგამს!..

ჩვენ თავიდანვე ვწერდით, რომ კვარაცხელიამ თამასა სტარტიდანვე ძალიან მაღლა ასწია, მასზე მთელი საფეხბურთო ევროპა საუბრობს და მის მიმართ მოთხოვნები სულ უმაღლესი იქნება. გასულ ზაფხულს "მილანმა" "ბრიუგედან" 21 წლის შარლ დე კეტელაარი გაცილებით ძვირად და დიდი იმედებით იყიდა, ვიდრე "ნაპოლიმ" ხვიჩა. მისი შედეგი 15 მატჩში მხოლოდ ერთი "ასისტია" და მის ირგვლივ ყველანი ჯერ კიდევ დარწმუნებული არიან, რომ ბელგიელი აკლიმატიზაციას გაივლის და მოლოდინისამებრ ათამაშდება. წარმოიდგინეთ, რომ ქართველ გარემარბს ეს ე.წ. გამოსაცდელი დრო არც კი დასჭირვებია და ახლა მხოლოდ იმაზე "ვწუწუნებთ", ორი მატჩია გოლი რომ ვერ გაუტანია.

13 იანვრის (23:45 სთ) დაპირისპირებას ყველა მართლაც მოუთმენლად ველით, სკუდეტოსთვის "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი სწორედ "იუვენტუსია".

• ლევანი

პირველ რიგში მინდა რომ წარმატება ვუსურვო კვარას.მეორეს რაც შეეხება ვინ ფეხბურთი იცის 'დამეთანხმება რომ წარმოუდგენელია ფეხბურთელმა 2 თვე არ ითამაშოს და მან ფორმა შეინარჩუნოს.მჯერა რომ თანდათან შევა ფორმაში და ისევ გაახარებს არა მარტო ქართველ გულშემატკივრებს.

• L.J .

Ras ewevi data????ruim sampdoriastan magrad itamasha reebs yvebi ra pontia :))

• ზურა

შენ სხვა გუნდს უგულშემატკივრე,სადაც ქართველები თამაშობენ იმას არა.... ჩვენ ვინც ხვიჩას ვგულშემატკივრობთ და ნაპოლის მის გამო, ვიქნებით სექტანტები, ხოლო შენ ბოღმის და შურის გამო,რომ არ გულშემატკივრობ ვინ გამოდიხარ? შე ბანძო,ჩასაფრებულო,ბოღმა,ღვარძლიანო! დედიკოს უთხარი სიგარეტი ადრიანათ გიყიდოს თორე გითავდება......

• მიშა

ვფიქრობ, ძირითადიდან დაიწყებს ხვიჩა იუვენტუსთან. სპალეტი კარგი ფსიქოლოგია და იცის, რომ უნდა გაამხნევოს ახალგაზრდა და ემოციური ფეხბურთელი (აბა უემოციო ჰოლანდს რა გამხნევება დასჭირდება, რობოტივითაა :)). როცა ხვიჩა ბრწყინავდა, მაშინ სპალეტი აკრიტიკებდა - თავში არ აუვარდესო. ეხლა კი, აქებს, რომ გვერდში დგომა დაანახოს. ბოლო-ბოლო, სპალეტიმ იცის თავისი საქმე და ამიტომაა ნაპოლის მწვრთნელი . . . და არა მე, ან ვინმე სხვა, ვინც აქ ვაკომენტარებთ. :)

• დუდუ

წააგებს იუვესთანაც და ჩემპიონიც ვერ გახდება.აბა სექტა აკაკანდით ეხლა.მარადონას სჯობია კვარაო კაცი რომ იტყვის სექტა ხარ აბა რა ხარ.თან ხან იმ ანგელოზივით გოგოს აბრალებენ,ხან თურმე მანქანა რომ მოჰპარეს სტრესი მიიღოო და ხან წელის ტრამვას. მართლა საცოდავები ხართ.

• ბმბ

ბებერო ქალბატონო, კვარას მიხედეთ, კვარას.....

• დათა თუთაშხია

რუი შეტევაში უკეთესია და ოლივეირა - დაცვაში. ამიტომ სპალეტიც იმის მიხედვით არჩევს მარცხენა მცველს, თუ მოწინააღმდეგე ვინ ყავს და რა ტიპის სამუშაოს შესრულება მოუწევს ამ პოზიციის მოთამაშეს. შესაბამისად, იუვესთანაც ოლივეირა იქნება. აგერ მე და აგერ თქვენ )) რადგან რუიმ პასი გააკეთა ბოლო თამაშში, ეგ არ ნიშნავს, რომ როგორც მცველი უკეთესია. ისე, კლასიკურადაც საგოლე პასამდე რამოდენიმე წამით ადრე ხვიჩაზე უნდა გაეკეთებინა გადაცემა, დაცვიდან ბურთის თრევის ნაცვლად და სწრაფი კონტრშეტევა ვითარდებოდა. ასე რომ - ეგ საგოლე გადაცემა მოწინააღმდეგის არასწორი მოქმედებების შედეგად წარმოქმნილი გარემოებების შედეგი უფრო იყო (თვითონაც შეასრულა და ოსიმენმაც ძალიან მაგრად დააბოლოვა, ამაზე არაა საუბარი), ვიდრე სწორი მოქმედების შედეგი.

• ამი

რატომ ოსიმენს? სპალეტი ამბობს, რომ პენალტი ხვიჩას უნდა დაერტყაო. თუ ეს ასეა, ხვიჩას არავისთვის არ უნდა დაეთმო და ვინ იცის, იქნებ მთელი მატჩიც ჩვეული შემართებით წარემართა.

• ჟორა

ალბათ გუნდს სტაჟიანი პენალტისტი უნდა ყავდეს და მოედანზე ფეხბურთელები არ უნდა არჩევდნონ ვინ დაარტყას პენალტი. მას მოადგილეც უნდა ყავდეს და ეს მწვრთნელს წინასწარ უნდა ყავდეს შერჩეული. მართალი გითხრათ ღმერთს ვთხოვდი ხვიჩას პენალტი არ დაერტყა, რადგან გაცუდების შემთხვევაში ეს უდიდესი სტრესი იქნებოდა მისთვის და დიდხანს ვერ მოვიდოდა გონს. იუვესთან კი მისგან გოლს ველოდები რის შემდეგაც ძველი ხვიჩა დაგვიბრუნდება.

• ჰაჰა

მეჩვენება, რომ ხვიჩას ტრამვის გამეორების შიში აქვს. მეორე, ინიციატივას არ იჩენს. მარცხენა ფლანგზეა "ჩაკეტილი". აშკარად მეტი მოძრაობა და სისწრაფეა შეტევაში საჭირო. თუმცა დაცვას ხშირად ეხმარება, განსაკუთრებით ზონების გადაკეტვას, წართმევაზე ნაკლებად მუშაობს. პ.ს. თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი მწვრთნელი მოთხოვნები იყოს. ასე, რომ დაველოდოთ.

• simartle

ხვიჩას დიდი გულშემატკივარი ვარ და რუბინის არც ერთი თამაში არრ მაქვს გამოტოვებული და არც მის შემდეგ. ყველას ვუყურებ. ჯერ ნაპოლიზე, როგორც ვხედავთ მსოფლიომ და შესვენებამ ბევრი ტრამვაგადაუტანელიც ამოაგდო ფორმიდან და ხვიჩას ცოტა შენელება არაფერია განსაკუთრბით ზურგის ტრამვის შემდეგ. სპალეეტის ყველაზე დიდი პრობლემაა მოედნის შუა ხაზის დაყენება და დაცვის გამყარებაა. ლობოტკამ კარგად ითამაშა და ელმასმა საუკეთესოდ. ანგისა ნამდვილად ვერ არის წინა ფორმაში და მსოფლიოზეც ვერაფერი გააკეთა. კვარას რომ მიეცემოზრაობის ულება წინ ყველაფერი იცვლება, გმაგრამ წინა თამაშებიდან გამოჩნდა ბურთს უნელებენ და ყოველთვის ზურგით მოწინააღმდეგის კარებისკენ უკან მდგომი იღებს ბურთს რაც დროს აძლევს დამცველს მანძილის დასაფარად და ხშირად პირდაპირ ფეხებში ურტყამენ რომ არ მოტრიალდეს სწრაფად. ამაში ნახევარ დაცვაა დამნაშავე რადგან როცა საჭიროა დროზე კონტრ შეტევას ანელებენ და ბურთის გორაობას იწყებენ. რაც ალბათ სპალეტისგან მოდის. სამწუხაროდ ბევრჯერ ამის გამო ბურთი იკარგება უადგილო ადგილას და დაცვა იდირკება(ინტერთან და ამხანაგურებში). პოლეტანომაც ცოტა პასზე მეტი უნდა იფიქროს ოსიმენი ხშირად ითხოვს დროულ პასს და უგვიანებენ. თუ რასპადორის ათამაშებს, მან და კვარამ ხშირად უნდა იცვალონ ადგილები და ასევე ოსიმენმაც რაც დაცვას დააბნევს და შეცდომებს დააშვებინებს, ბოლო მატჩებში კვარა ცოტა უფრო მიკაჭვული იყო მარცხენა ფლანგზე, ალბათ ისევ მწვრთნელის დავალებით, მაგრამ მოთამაშე მოედანზე უნდა წყვეტდეს საით წავიდეს და როგორ გაუჩინოს თავსატეხი მეტოქეს. ერთ ადგილზე დგომა არანაერად გამართლებული არ არის. ამ გუშინდელ თამაშშიც როგორც კი შუისკენ წავიდა თამაში შეიცვალა მაგრამ დროულად მხოლოდ ერთი პასი მიიღო და ცოტა ბურთი ძალიან წინ გაიგდო. გოლი მეგონა უკვე. ცოტა "პოდიომით" დარტყამზე მუშაობას ვურჩევდი რომ შორიდან ყუმბარები სტყორცნოს, მარტო ჩახვეული ბურთები ლამაზია მაგრამ ფეხში ძალა აქვს და მიზანი და ესეც მეტ არსენალს მისცემდა გასასროლად. მე მჯერა რომ კვარა გაიტანს და გაატანინებს კიდევ ბევრს და არც გამიკვირდება რომ იუვენტუსთან ძალიან კარგი მატჩი ჰქონდეს გოლიც გაიტანოს და სხვასაც გაატანინოს. მისგან ყველა ბევრს ელის. წარმატებები და წინ სვლა...

• L.J .

Xasiatitac magari tipia,rogor ukravda tashs xvichas gushin gacudebhli momentebis drooss,amxnevebda rac exla martla chirdeba(spaletimac igive qna)

• სოსო

მადლობა სტატიის ავტორს!ბევრ უცხოურ სტატიაზე უკეთ წერ,ღვთისავარ!იუვენტუსმა ორივე თამაში,მატჩის მიწურულს, დიდი გაჭირვებით მოიგო და არ შეიძლება თქმა,რომ აუჰ,რა ფორმაში არიანო.ვხედავთ,რომ ვერც ნაპოლია ოპტიმალურ ფორმაში,მაგრამ სახლში თამაშობს და რა თქმა უნდა,უფრო აგრესიულიც იქნება.ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ,იუვემაც დროა ქულები დაკარგოს და ეს რა თქმა უნდა ყველაზე უპრიანი,ნეაპოლში იქნება.არ ვარ დარწმუნებული,რომ ხვიჩა ამ თამაშში ძველებურად ბრწყინვალე იქნება,მაგრამ უკეთ რომ გაირჯება,ამაში დარწმუნებული ვარ და მისი უკეთ გარჯა,იუვეს კარგს არაფერს ჰპირდება.

• G.LA

პენალტი ოსიმენს უნდა დაერტყა. ხვიჩა იუვესთან “დაბრუნდება” საკუთარი მოედანზე მხურვალე მხარდაჭერა და ძლიერი მეტოქე, რაც მოტივატორი იყო ყოველთვის ხვიჩასთვის. იმედია არც წვიმა იქნება, ნაწილობრივ სველმა მინდორმაც განაპირობა ხვიჩას სიფრთხილე და ცოტა შიშიც იგრძნობოდა. წარმატება ჩვენ ბიჭს. ❤️

• თემური

გუშინ მილანის რაფაელ ლეაოს მეკარის შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა, მაგრამ რა მერე? მილანის მწვრთნელმა კარგადაც იცის ნებისმიერ მომენტში მას შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს! ისევე როგორც სპალეტიმ იცის თუ რა შეუძლია ხვიჩას. იმას ვერავინ უარყოფს, რომ როცა ხვიჩა მოედანზეა მეტოქის დაცვას ძირითადი ყურადღება მისკენ აქვს და ხვიჩას თანაგუნდელები შეტევაში უფრო სახიფათონი არიან. წარმატებები ხვიჩას!

• რატი

ზუსტი გზავნილებია!

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს

ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს

"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო

ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ