"მილანის" ლეგენდამ და "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ El Mundo-სთან საკუთარი თავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვრთნელის რანგშიც ისეთივე ემოციურია, როგორც ფეხბურთელობის დროს იყო.

"როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, მოედანზე ყველაფერს ვაკეთებდი, თითოეული მატჩი ჩემთვის ომს ნიშნავდა. ვიცოდი გასახდელში რა უნდა გამეკეთებინა, თანაგუნდელებს მუდამ ბრძოლისკენ მოვუწოდებდი.

არამხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაშიც აუცილებელია ადამიანმა საკუთარი როლი გააცნობიეროს, ასევე ის, თუ როგორ გახადოს უკეთესი გარშემომყოფები. პირადად მე, ამას თავმდაბლობას ვუწოდებ.

დღეს, მწვრთნელის რანგშიც ემოციური ვარ, მარცხს ვერ ვიტან, ხშირად ამაში ჩემს თავს ვადანაშაულებ. ყოველთვის ვმოძრაობ, სათადარიგოთა სკამზე არ ვჩერდები. მოედანს მიღმა სრულიად განსხვავებული ადამიანი ვარ, ძალიან მორცხვი... ხალხთან ურთიერთობა მიყვარს" - განაცხადა გატუზომ.

ჯენარო გატუზოს "ვალენსია" გუშინ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის "რეალთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:4 დამარცხდა. მიუხედავად "ღამურების" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის არაერთი ბრწყინვალე მოგერიებისა, ტურნირის ფინალში მაინც "სამეფო კლუბი" გავიდა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა