ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უეფა მკაცრი და შეუვალია - "ზესტაფონი" შინ ვერ ითამაშებს

უეფა მკაცრი და შეუვალია - "ზესტაფონი" შინ ვერ ითამაშებს

უეფამ "დავით აბაშიძეზე" დაცვის სამსახურის ცუდად მუშაობა და სტადიონზე უბილეთო გულშემატკივართა ყოფნა არ გვაპატია
გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გაავცელა ინფორმაცია, რომელიც ჩვენი ფეხბურთის ქომაგებს გულს დასწყვეტს - უეფადან მიღებული წერილით საბოლოოდ გადაგვეწურა იმედი, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეს დავით აბაშიძის სახელობის არენაზე უმასპინძლებდა.

მოგეხსენებათ, ეს უფლება უეფამ "ზესტაფონს" "დაჩიასთან" შეხვედრისას დაფიქსირებული უწესრიგობების გამო ჩამოართვა. გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ევროფეხბურთის მამები გადაწყვეტილებას შეცვლიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - უეფა შეუვალი აღმოჩნდა და სტადიონის დაცვის უყურადღებობა დაუსჯელი არ დატოვა. როგორც ცნობილია, დაცვამ სტადიონზე ხალხის უბილეთოდ შესვლაზე თვალი დახუჭა, სამაგიეროდ, ამ ყველაფერს იღებდა და აფიქსირებდა უეფას დელეგატი და მომხდარი "სადაც ჯერ არს" აცნობა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კლუბს უეფასთან საგანგებო წერილით უშუამდგომლა, რომლითაც "ზესტაფონისთვის" საშინაო არენაზე თამაშის უფლებას სთხოვდა. წერილს ერთვოდა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და კლუბის თხოვნა.

სამწუხაროდ, უეფამ ქართული მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს "ზესტაფონი" თბილისში, "ბორის პაიჭაძეზე" ითამაშებს.

უეფას წერილში ნათქვამია, რომ ზესტაფონის სტადიონზე დაცვის სამსახურის მუშაობა ძალიან დაბალ დონეზეა და, მიუხედავად იმისა, რომ შარშან კლუბს მიეცა უფლება, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ლვოვის "კარპატისთან" საკუთარ არენაზე ეთამაშა, წლეულს უეფა ამ დათმობაზე არ წავა", - იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

მოხმობილია უეფას წერილის ფრაგმენტი: "ჩვენ ვეღარ დავუშვებთ უეფას ეგიდით გასამართი მატჩების "დავით აბაშიძეზე" ჩატარებას".

წერილს ხელს აწერს უეფას კლუბების საშეჯიბრო კომიტეტის მენეჯერი კეიტ დალტონი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ თუ მომავალი წლისთვის "ზესტაფონი" ევროთასებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, მისი სტადიონი წესრიგში იქნება და სრულად დააკმაყოფილებს უეფას მოთხოვნებს.

ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჭკუისსასწავლი ამბავია ქართული გუნდებისა თუ ნაკრების იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ჭოკით მხტომელებივით გადაევლებიან ხოლმე სტადიონის მესერს და კლუბს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ადგებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• uzlevi

ა, შეხედეთ ამ სურათს, ღაზას სექტორის ღობეა აგი... პალესტინელებს უკნიდან ებრაელები მოსდევენ და ქე მოასკდნენ ამ ღობეს ეს საცოდავები. და რა ქნან ახლა, რაფრა უნდა დოუშალო გადმოძრომა?

• levani

ვიზიარებ ამ ფაქტს მარა გპირდებით ზესტაფონელო ძმებო არ დავაკლებთ ქომაგობას თბილისში

• სანდრო

ძალიან სამწუხაროა, რომ სტატიის ავტორი ისევ გულშემატკივარს აკრიტიკებს!!! გულშემატკივარი იმის გულშემატკივარია, რომ აქვს ამის ფული თუ არა, უნდა თავისი გუნდის თამაში ნახოს და მას უქომაგოს! საინტერესოა, როგორ უნდა მოეხერხებინათ ეს მათ, როცა ქვეყნის არცერთი ტელევიზია ჩემპიონის თამაშს არ აჩვენებდა? თუ ვინმეა აქ გასაკრიტიკებელი, ეს დაცვა ან პოლიციაა, რომელიც იმისთვის იღებს ხელფასს (დიდს თუ პატარას), რომ აკონტროლოს პერიმეტრი და მსგავსი შემთხვევები აღკვეთოს. ან თუნდაც ტელევიზია, რომელსაც "ბლანკოს ქვრივის" (ეს ისე პირობითად) ან თუნდაც "მოამბის" მყარად 8-ზე ჩვენება ურჩევნია, ვიდრე ქვეყნის ჩემპიონის თამაშის!!! ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ ერთი კამერით ნაჩვენები, მოლდავური ვებ-გვერდის სტრიმითაც ვნახე, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია ევროპული სტილის ქომაგობა!!! სტადიონი ერთი წუთით არ გაჩუმებულა, ზესტაფონელები მღეროდნენ, სკანდირებდნენ და აკეთებდნენ ყველაფერს იმას რითაც გულშემატკივარი ფეხბურთს ალამაზებს! მე თბილისელი ვარ, და დინამოს გულშემატკივარი, მაგრამ მინდა ზესტაფონელებს ვუთხრა, რომ მათ წინა კვირას დაამტკიცეს - ზესტაფონი ქართული ფეხბურთის დედაქალაქი და ქომაგობის ეტალონია!!!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა