calciomercato ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსთან" (5:1) თამაშს გამოეხმაურა:

მიუხედავად იმისა, რომ "ინტერისა" და "სამპდორიას" წინააღმდეგ დათრგუნული ჩანდა, კვარაცხელიასთვის 2023 წლის დასაწყისი მაინც დაუვიწყარი გამოვიდა.

"იუვენტუსთან" მატჩი იყო ის, რომელშიც ხვიჩა კვლავ თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა და კლასი აჩვენა. მან ფრთაზე დანილო კინაღამ გააგიჟა და გოლების გატანაც განაგრძო — ანგარიში 2:0 გახადა. ეს იყო მისი მეშვიდე გოლი ჩემპიონატში. და ამ გოლს მოჰყვა ლაღი ზეიმი, რომლის დროსაც მან ყველა კრიტიკოსი გააჩუმა და ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდა. ამ მომენტიდან მოყოლებული 77-ე ნომრის ნიჭი აღარ მინავლებულა — მეორე ტაიმში მან კიდევ ორი საგოლე პასი ჩააწოდა: პირველად კუთხურიდან რაჰმანის გაატანინა, შემდეგ კი კვლავ ოსიმენს დაასვა ბურთი. მატჩის ბოლოს "მარადონა" მას ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო, ტრიბუნებზე კი სადაც მისი არაერთი თანამემამულე იჯდა საქართველოს ბევრი დროშა ფრიალებდა.

ეს იყო ნამდვილი ბედის ოინი, რადგან ყაზანის "რუბინისა" და ბათუმის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელს შეიძლებოდა "იუვენტუსის" მაისური ცმოდა. 2021 წელს "შავ-თეთრებს" მის ტურინში ჩაყვანამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდათ. პარატიჩის მისთვის წინასწარი კონტრაქტი უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი "ტოტენჰემში" გადავიდა, მისი წასვლის შემდეგ კი კლუბმა ქართველის შეძენაზე აღარ ისურვა. და აი შედეგიც, ის ვეზუვის ძირშია, "ნაპოლის" მაისურა აცვია და ანადგურებს გუნდს, რომელიც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო.

წყარო: Football's Greatest

G.LA
გაიგეთ ხალხო ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად უკრაინელი პეტრაკოვი დავნიშნეთ.ასე ვეხმარებით სომხები უკრაინელ ხალხს რუსეთთან ომში.სლავა ჰაესტან! გეროიამ სლავა ელი!

ეს გაჩუმების ჟესტი შეიძლება იუვენტუსის ფანებს გაუკეთა და არა კრიტიკოსებს. იუვეს ფანები ხომ ძახდნენ ეს ნახევრადფეხბურთელი ვნახოთ რას იზამს ჩვენს წინააღმდეგო :))
რატი
არ გინდოდათ რძე და ყველი, ეხლა ჭამეთ .............! ხვიჩა ბუმერანგია. :))))) წარმატებები!
G.LA
კიდევ კარგი იუვეში არ გადავიდა. გაუმართლა ხვიჩასაც და ჩვენც ასეთ შემტევ ნაპოლში რომ მოხვდა. მარტო ამ მატჩის გამო არა. რა ჩაკეტილ ფეხბურთსაც თამაშობს იუვე ეს ხვიჩას ასე ვერ გააბრწყინებდა. გაუმარჯოს ნაპოლის და ჩვენ ბიჭს ერთად.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა